...იტომ იქ ჩადენილს ეკლესიის წესებს ურევ, ამიტომ უსაზრისო ყვირილით შენი სულის უწესრიგობას ამზეურებ. მაშ, როგორ გამოითხოვ შენს ცოდვათა შენდობას? როგორ მიიზიდავ მეუფეს წყალობისკენ, როცა ვედრებას ასე უდიერად წარადგენ? „მიწყალე მე, ღმერთო“ () ამბობ, და წყალობისთვის უცხო ზნეს აჩვენებ. „მაცხოვნე მე“ () შეჰღაღადებ, და ხსნისთვის უცხო სახეს გამოსახავ. რა აქვს საერთო ვედრებასთან ხელებს, რომლებიც განუწყვეტლივ მაღლა იწევა და უწესრიგოდ ტრიალებს, ან მძაფრ ყვირილს, რომელიც სუნთქვის ძალდატანებული ბიძგის გამო გაურკვეველია? განა ამათგან ზოგი გზაჯვარედინებზე მეძავ ქალთა საქმე არ არის, ზოგი კი თეატრებში მყვირალთა? მაშ, როგორ კადნიერდები, რომ ამ ანგელოზებრივ დიდებისმეტყველებას დემონების თამაშობანი შეურიო?
და როგორ არ გრცხვენია იმ ხმისა, რომელსაც წარმოთქვამ, როცა ამბობ: „ჰმონეთ უფალსა შიშით და გიხაროდეთ მისით ძრწოლით“ (...