მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 71:17

16. I will go in the strength of the Lord GOD: I will make mention of thy righteousness, even of thine only.17. O God, thou hast taught me from my youth: and hitherto have I declared thy wondrous works.18. Now also when I am old and grayheaded, O God, forsake me not; until I have shewed thy strength unto this generation, and thy power to every one that is to come.
Psalms თავი 71
17. O God, thou hast taught me from my youth: and hitherto have I declared thy wondrous works.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარადიული შობა და თანაარსი ძე:

...არამედ: „აღმოსვლის წინ“; არა „ბუნებამდე“, რადგან მზის ბუნებამდე არაფერი მომხდარა, არამედ „მზის აღმოსვლამდე“, რათა დილა გამოაჩინოს. სხვაგან კი, როცა მის ბუნებამდე ამბობს, „აღმოსვლის წინ“ კი არ ამბობს, არამედ „მზის წინ“, როგორც ამბობს: „უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი“ () და „წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე“ (). ამიტომ, როგორც სხვაა „მზის წინ“ და სხვაა „მზის აღმოსვლის წინ“: ერთი მზის ქმედებასა და დილას აღნიშნავს, მეორე კი ბუნებას; ასევე აქაც, ღამის ჩვენება რომ ნდომოდა, არ იტყოდა „მთიების წინ“, არამედ „მთიების აღმოსვლის წინ“. სხვაგვარადაც: ქრისტემ ეს ფსალმუნი არა ჴორცისამებრ განგებულებას, არამედ სულისამებრ შობას მიაკუთვნა.

რადგან იუდეველებს უთხრა: „ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს?“; და რადგან მათ თქვეს: „დავითისი“ (), ფსალმუნი დაუმატა და თქვა: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ (); და კვლავ: **„...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...რთმეტე ფსალმუნის შედგენას აპირებდა, იგი სოლომონს მიაწერა; მაგრამ შემდგომ ბევრად უფრო დიდი რამ იგალობა, ვიდრე სოლომონის ღირსებას შეეფერებოდა, უფრო კი - ვიდრე მთელი ადამიანური ბუნებისთვის შეიძლებოდა შესაფერისი ყოფილიყო. რადგან სიტყვებს: „უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი“ () და „უწინარეს მთვარისა არს საყდარი მისი“ ()2, და სხვა ამგვარს, თვით ძალიან უგუნურთაგანაც ვერავინ იტყოდა, ადამიანურ ბუნებაზეა ნათქვამიო. ასევე იაკობმაც, როდესაც წინასწარ აუწყებდა იმას, რასაც ახლა ესაია იტყვის, და ამაზე მეტსაც, წარმართთა მოწოდებასთან ერთად სიკვდილიც თქვა, აღდგომაც და ის დროც, როდესაც ქრისტე უნდა მოსულიყო. არც მან წარმოადგინა ეს ყველაფერი გაშიშვლებულად, არამედ სათქმელი შვილის სახელის ნიღბით დაფარა და ასე წინასწარ აუწყა: გარეგნულად თითქოს იუდას მომავალს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ, როგორც საქმეთა დასასრული მოწმობს, წინასწარ აუწყებდა იმას, რაც ქრისტეს უნდა აღესრულებინა. რადგან იუდა არც **„მოლოდება...

სრულად ნახვა