მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 1:29

28. And even as they did not like to retain God in their knowledge, God gave them over to a reprobate mind, to do those things which are not convenient;29. Being filled with all unrighteousness, fornication, wickedness, covetousness, maliciousness; full of envy, murder, debate, deceit, malignity; whisperers,30. Backbiters, haters of God, despiteful, proud, boasters, inventors of evil things, disobedient to parents,
Romans თავი 1
29. Being filled with all unrighteousness, fornication, wickedness, covetousness, maliciousness; full of envy, murder, debate, deceit, malignity; whisperers,
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სავსე იყვნეს ყოვლითა სიცრუითა: უკეთურებითა, ბოროტებითა, ანგაჰრებითა, სავსე შურითა, კაცისკლვითა, ბოროტის ჩუეულებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ (1,29-30).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ ზომით რაჲმე აქუნდა უკეთურებაჲ, არამედ ყოვლითავე ბოროტითა გარდარეულად სავსე იყვნეს. რამეთუ, რაჟამს ღმრთისა გარემიქცევაჲ იქმნას, სამართლად ყოველნივე ბოროტნი შემოვლენ, რომლისათჳსცა მოციქულმან თქუა, ვითარმედ: ყოვლითავე უკეთურებითა სავსე იქმნეს. და მერმე თითოეულადცა წარმოთქუნა ურჩულოებანი მათნი, და იტყჳს ბოროტებად მოყუსისა ვნებად მოსწრაფებასა, და ამას თანა დააწესებს ანგაჰრებასა — გულისთქუმასა მას უმეტესისა ქონებისასა, და შურსა მას — პირველითგან შემოსრულსა კაცთა შორის ბოროტსა, და სხუათა მათ შემდგომითი-შემდგომთა ბოროტთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტად ღმრთისა დატევებისა სახე იყვნეს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროებისა, აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა: სიძვითა, უკუთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა, ცუნდრუკებითა (1,28-29).:

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ მეცნიერებით იყო ცთომაჲ იგი მათი და არა უმეცრებით, არამედ ნებსით განეშორებოდეს წყალობათა ღმრთისათა, და მისგან რაჲ განეშორებოდეს, ყოველთა კეთილთა მიზეზისაგან სამართლად ყოვლითა ბოროტითა აღვსებულ იქმნნეს, რამეთუ გარე-მიქცევაჲ ღმრთისაჲ შემოიყვანებს კაცისა შორის გონებასა გამოუცდელსა, რომელ არს ბრძოლაჲ არაწმიდათა ეშმაკთაჲ. და ესევითარსა მას გარე-მიქცევასა ღმრთისასა მიცემად ჩუეულ არიან სახელის-დებად წმიდანი წერილნი. ხოლო ბოროტთა მათთჳს ერთბამად წოდებითა და კუალად თჳსაგან თჳსად-თჳსად სახელის- [ვითარმედ: აღსავსენი ყოვლითა სიცრუვითა, თჳს-თჳს, შემდგომითი-შემდგომად წარმოუთქუამს სახელი მათი].

სხუაჲ თარგმანი გენადისი: ერთი სახელითა სიცრუვისაჲთა ზოგად ყოველსა შეცოდებასა სახელ-სდვა, და ეგრეთღა იწყო შემდგომითი-შემდგომად აღრიცხუვად თითოეულისა:

უკეთურებად უწოდს მზაკუვარებით ვისთჳსმე შემზადებულსა საფრჴესა. ხოლო ანგაჰრებად — სამარადისოსა გულისთქუმასა უმეტესისა შეკრებისასა. ხოლო ბოროტებად —...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის