მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა მისთჳს სულისა. და "ჩინებული" რაჲ თქუას, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ზეგარდამოჲთა წოდებითა ჩინებულ არს; ხოლო ჩინებულ არს არა სხუად რადმე, თჳნიერ მოციქულებად.

მოციქულისაჲ: რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა, რომელი-იგი წსწარ აღუთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მის მიერ, წიგნთა მიერ წმიდათა (1,1-2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "სხუაჲ ვინმე სხუად, და სხუაჲ სხუად რადმე, ხოლო მე მახარელად გამორჩეულ და განჩინებულ ვარ". და ღმრთად უწოდს მომავლინებელსა მისსა ქრისტესა, რამეთუ ჯეთ არღა ცხად იყო ყოველთა შორის ქადაგ, ვითარ-იგი მამისა, ეგრეთვე ძისა ებისაჲ; ვინაჲთგან ძუელ მიერ წიგნთა წინაჲთვე ქადაგებუ იყო ღმერთი მამაჲ. ხოლო აწ ესე იტყჳს, ვითარმედ: არარას შემაწუხებელთაგან ვიტყჳ, ვითარ-იგი წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ ღმრთად ვქადაგებ ძესა განჴორციელებლსა. და ესე ნუ ვის ჰგონიეს ჩემ მიერად ახლისმეტყუელება, არამედ ძუელითგანვე ხარებულად; არა ხოლო პირებითა, არამედ წიგნებით წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, რომელნი-იგი არა ყოდეს, არამედ აღსწერდეს-ცა მისთჳს.

ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა ად, გამოჩნდა ძედ ღმრთისა, ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს ჩუენისაჲთა (1,3-4).

თარგმანი: ვინაჲ საცნაურ არს, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს განჴორციელებული ესე? — პირველად უკუე წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა; მეორედ — სახითა ით უთესლოდ მუცლადღებისაჲთა, რაჟამს დაჰჴსნნა შჯულნი ბუნებათანი, იშვებოდა რაჲ ნათესავისაგან აბრაჰამისსა; მესამედ — ძალითა სასწაულთაჲთა, რომელთა ჰყოფდა; მეოთხედ — სულისა მისგან სიწმიდისა, რომელი მოჰფინა ჩუენ ზედა, რამეთუ ჭეშმარიტად ღმრთისა შემსგავსებული არს ნიჭი ესე. მეხუთედ — აღდგომითა მით, რომლითა-იგი მან პირველად აღადგინა თავი თჳსი, ვითარცა უფალმან და მეუფემან ყოველთამან.

მოციქულისაჲ: რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს (1,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თჳსთა წარმატებათაგან მომიღებიეს მადლი მოციქულებისაჲ, არამედ ყოველივე —მადლისა და ნიჭისა მისისაჲ არს, და არა ჩემ მიერ შრომით მოგებული. რამეთუ, დაღაცაისა მიერ წერილ არს გამორჩე საქმესა მოციქულებისასა, არამედ საქმე თითოეულისაჲ მოციქულმან მამისა და ძისა და სულისა წმიდისად. ხოლო შენ, გესმოდის რაჲ მოციქულისაგან, ვითარმედ: "დასამოლად სარწმუნოების", ჴმა-ყავ, ვითარმედ არა ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ ბასა და არსებასა მისსა, არამედ მხოლოდ სარწმუნოებით და მორჩილებით მოქმედებაჲ ნებათა და ბრძანებათა მისთაჲ. ხოლო ყოველთა წარმართთა მიმართ მიწერაჲ ამის ქადაგებისაჲ ნუვის საკჳრველ უჩნნ, რამეთუ, არა ხოლო მათ ადგილთა, რომელთა , არამედ ლეთა მისთაჲ, ყოველთა შორის იგივე ქადაგ ძისა მხოლოდშობილისა, რომლისათჳს აწ გუასწავებს, ვითარმედ არა არსებისა მისისა გამოძიებაჲ, არამედ სახელისა მისისა მიმართ ოდენ რწმუნებაჲ მოცემულ არს ჩუენდა შემეცნებად და ზედა-მიწევნით უწყებად.

მოციქულისაჲ: რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტჱსნი. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა (1,6-7).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს ზუაობასა ჰრომთასა და ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, ამითმცა ჰმატდით სხუათა წარმართთა, არამედ თქუენცა მათ თანავე წოდებულ ხართ". ესე იგი არს, არა თჳთ მოსრულობაჲ, არამედ მის მიერვე მოყვანებულობაჲ, რომლისა მიერ არა არს თუალთ-ღება მდიდრისა მიმართ და გლახაკისა. რამეთუ ყოველთა ზოგად უწოდს, და ზოგად შეიწყნარებს ყოველთა მოსრულთა მისსა. ამისთჳს პირველად იტყჳს "საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა", რაჲთა უწყოდი, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ მოგუცემს ჩუენ სიწმიდესა. და კუალად, ამისთჳს ზედაჲს-ზედა აქცევს სიტყუასა მას ჩინებულობისასა, რაჲთა მოგუაჴსენნეს ქველისმოქმედებანი ღმრთისანი ჩუენდა მომართ, რომელმან-იგი პირველ მოსლვად ჩუენდამდე ჯერ-იჩინა თჳთ-წოდებით მიანებაჲ ჩუენი მისსა.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,7).

თარგმანი: ვინაჲთგან ვინ განმართლდების საქმეთაგან თჳნიერ მადლისა მისისა, ამისთჳს მადლსა და მშჳდობასა ზოგად სა მიერ მოცემულად დაუმტკიცებს მათ და სახელითა მამისაჲლებისა მადლსა მოასენებს, მოგუცა ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა — უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა (1,8).

თარგმანი: ჯერ-იყო მადლობისა მიერ ქმნაჲ დასაბამსა სიტყჳსასა, ხოლო მადლობაჲ ჯერ-არს არა ხოლო თჳსთა წარმატებათა ზედა, არამედ მოყუსისათაცა, რომელ-ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ. გარნა შენ იხილე მოციქულისაჲ, თუ ვითარ ყოველთა ღმერთსა თჳსად განიკუთნავს აწინდელსა ამას ადგილსა, და ჰმადლობს მას არა თავით თჳსით, არამედ იესუ ქრისტეს მიერ. ესე იგი არს, — ღმერთსა მამასა ღმრთისა ძისა მიერ, რომელმან მომიყიდნა ჩუენ თჳსითა სისხლითა და ეგრეთ დამაგნა მამასა თჳსსა. ხოლო ჰმადლობს ამისთჳს, რამეთუ ყოველთა შორის განსმენილ იქმნა სარწმუნოებაჲ დიდისა მის ქალაქისა ჰრომისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა, სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ მარადის ლოცვათა შინა ჩემთა (1,9-10).

თარგმანი: სამართლად შემოიყვანებს მოწამედ ღმერთსა, მეცნიერსა დაფარულთასა, ვინაჲთგან ეგულების დაფარულთა გულისა თჳსისათაჲ უწყებაჲ სხუათაჲ, ხოლო ვინაჲთგან მრავალსახედ იქმნების თითოეულისა მიერ მონებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს თავსა თჳსსა ამას განუკუთნავს, ვითარმედ: სახარებითა და ქადაგებითა ძისა მისისაჲთა მსახურ ვარ მისსა. და ამას არა თავით თჳსით ვჰყოფ, არამედ ზეგარდამო მოცემულითა მადლითა სულისაჲთა, რამეთუ არა ჴორციელ, არამედ სულიერ არს მსახურებაჲ ესე ჩემი. ამისსა შემდგომად გჳჩუენებს, ვითარმედ დიდ ნაწილ სიყუარულისა არს სამარადისოდ ჴსენებაჲ ვისიმე, და უფროჲსღა —ლოცვათა შინა.

მოციქულისაჲ: და ვევედრები, რაჲთა აწღა თუ სადმე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა, რის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მიგცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა (1,10-11).

თარგმანი: მილვასა მივიდოდა, არამედ თჳნიერ ნებისა ღმრთისა არა ენება ქმნ ამის, რამეთუ ამისთჳს დროებდა მრავალჟამეულისა მის მათდა მისლვისა თჳსისა წადილსა აღსრულებად, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: აწღა სადმე, ესე იგი არს მყოვარ, და შემდგომად მრავლისა ბებისა, ჰჱთუმცა აწღა წარმემართა ხილვაჲ თქუენი, რომლისა ქმნად არა ესრეთ ლიტონად მოსწრაფე ვარ, არამედ, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი (ესე იგი არს სწავლისა და მოძღურებისაჲ) დასამტკიცებელად თქუენდა (ცხად არს, ვითარმედ — არღა დამტკიცებულთა), ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ "მი-რაჲმე-გცე"-ობითა დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმცა ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: "მცირედი რაჲმე მიგცე თქუენ ვინაჲცა შენ ისწავე, ვითარმედ არა ლიტონად მიცემასა, არამედ გარდაცემასა უქადებს. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ჩემი რაჲმე მოგცე, არამედ, რომელ-იგი მოვიღე, მისგან გარდამოგცე.

მოციქულისაჲ: ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთასი იგი სარწმუნოებაჲ ჩემი და თქუენი (1,12).

თარგმანი: უკუეთუ ნაცვალად "ხოლო არსისა" ესრეთ სთქუა, ვითარმედ: "ესე იგი არს", უცხადეს არს ძალი სიტყჳსაჲ. და რაჲთა ზემოჲთ-რე წარმოვთქუა უსაკუთრესი სიტყუაჲ სამოციქულოჲ:

"მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა გარდმო-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი, ესე იგი არს, თანანუგეშინისცემულ-ყოფაჲ თქუენ შორის, ურთიერთასითა სარწმუნოებითა თქუენითა და ჩემითა". რამეთუ არა მცირე მადლი არს შეურყეველად დგომაჲ სარწმუნოებასა ზედა. ხოლო განმტკიცებაჲ რაჲ აჴსენა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი რეცა შერყეულად სახელდებისათჳს, ამისთჳს დაჰრთო "თანა-ნუგეშინის-ცემულ ყოფაჲ" , რაჲთა .

მოციქულისაჲ: არა მნებავს მოაქამდე, რაჲთა რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის , წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანამდებ ვარ, და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო (1,13-15).

თარგმანი: იხილე საზომი მონებრივისა მორჩილებისაჲ. ამას იტყჳს, ვითარმედ: "დავეყენე". ხოლო ამას არღარა დაჰრთავს, თუ —რაჲსათჳს? რამეთუ არა გამოეძიებს-ცა, არამედ ირწმუნებს ოდენ ბრძანებასა მეუფისასა, რომელი- ჩუენცა გჳჴმს, რაჲთა გამოუძიებელად ვჰმორჩილობდეთ ბრძანებათა ღმრთისათა. რამეთუ, ნუუკუე აცა ჰგონებდეს ვინმე, , ნუუკუე არა საღმრთო იყო მისლვაჲ იგი მისი და ამისთჳს დაეყენა; ნუ იყოფინ! ვინაჲთგან იგი ამისთჳს მივიდოდა, რაჲთა ნაყოფი რაჲმე აქუნდეს მათ შორის (ესე იგი იყო სარწმუნოებად ღმრთისა მოყვანებაჲ მათი, რომელი-ესე დიდ არს და სათნო ღმრთისა). ხოლო შენ იხილე, ვითარ დაამდაბლებს მზუაობრობასა ჰრომთასა, რომელთა-იგი უზეშთაეს სხუათასა შეერაცხნეს თავნი მათნი. ამისთჳს აწ მოციქულმან სხუათავე წარმართთა თანასწორ ყვნა იგინი, ვითარმედ: ვითარ-იგი უცხო-თესლთა და ბარბაროზთა, ეგოდენვე თქუენდა თანამდებ ვარ ქადაგ-ყოფად, და არარას უმეტესობასა მოგცემ თქუენ სამეუფოობისათჳს ქალაქისა, არამედ ზოგად სწორებით ხარებითა ყოველთაჲთა თანამდებად ჩემდა მოცემულსა მას მცნებასა აღვასრულებ ბრძენთა ზედა და უგუნურთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, [რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა (1,16).

თარგმანი]: და კადრებაჲ იგი . აწ მოციქული პირველად ამას ასწავებს ჰრომთა, პირველ თქუმისა მათ არცა ერთსა სირცხჳლ უჩნ. ამისსა შემდგომად მცირედ-მცირედ აღიყვანებს და აღამაღლებს ქადაგებასა თჳსსა და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ სიმდიდრესა და სიბრძნესა და ძლიერებასა . აღზუავებულთა მაგათ არა მრცხუენის მე ქადაგებაჲ სახარებისაჲ. რაჲსათჳს-მე? — გარნა ამისთჳს, "ლი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად არა ყცთა, არამედ ყოველთა მორწმუნეთა . ხოლო ურწმუნოთა სახარებისაუმარხავს ძალსა მტანჯვბისასა, ვითარ-იგი მორწმუნეთა —ხოვარებისასა.

"ჰურიათა პირველად და მერმე წარმართთა". გულისჴმა-ყავ, ვითარმედ წესითა სიტყჳსაჲთა მიცემს ჰურიათა უპირატესობასა და არა ძალითა საქმისაჲთა, რამეთუ მისვე და ერთისა მადლისაგან მიიღეს ჰურიათა და წარმართთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი-სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს (1,17).

თარგმანი: რაჲთა არა, რაჟამს სიმართლე და მაცხოვარებაჲ გესმას, აქა ოდენ ჰგონებდე მიმთხუევასა მისსა, ამისთჳს დაჰრთო "გამოცხადნების", რომლითა ამას მოასწავებს, ვითარმედ ყოვლისავე განცხადებაჲ არა ამის ჟამისაჲ არს, არამედ მერმისა მის საუკუნოჲსა დამარხულ არს. ხოლო ღონე და გზა მიმთხუევისვე მორჩილები შეწყნარება სახარებისა ქრისტესისაჲ. რამეთუ მას შინა გამოცხადნების სიმართლე .

რასა შინა? რწმუნოებით და სარწმუნოებით და და არა ოფლთა გინა შრომათაგან, არამედ ზეგარდამოჲსა ნიჭისაგან მოე, ერთი ოდენ ესე , რომელ არს სარწმუნორწმუნოებით სარწმუნოებად, ესე იგი არს სარწმუნოებითა მოგოს სასოებაჲ მერმეთაჲ მათ. გულისჴმის-ყოფაჲ შეეტყუების ერთსა მას სიტყუასა, ვითარმედ: სარწმუნოებითი-სარწმუნოებად. რაჲთა წარგზავნნეს კაცთა გონებანი ანუ წინაჲსწარმეტყუელთა წიგნებისაგან მოციქულთა ქადაგებისა მიმართ, ანუ საწუთროთაგან — საუკუნეთა მიმართ; გინა თუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ: ჰურიანი და წარმართნი ცვალნეს; პირველნი იგი - მოსეს-მიერისა, ხოლო მეორენი — ბუნებითისა შჯულისაგან სარწმუნოებად ქრისტესსა.

ესე რაჲ თქუა მოციქულმან, უწყოდა ვიეთგანმე ურწმუნოდ აღჩენაჲ სიტყჳსაჲ ამის, თუ: ვითარ მეძავთა და მემრუშეთა და გრძნეულთა, არა ხოლო შენდობაჲ, არამედ სიმ ართლეცა მიენიჭების ქრისტეს მიერ? ამისთჳს ძუელთა წიგნთა წამებაჲ შემოიღო ამბაკუმის მიერ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (). და მცირითა ამით სიტყჳთა განაღო უფსკრული მრავალსახეთა მათ თხრობათაჲ, რომელ აღმოგჳკითხვან, თუ რაოდენნი ცხონდეს სარწმუნოებითა.

მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუით აქუნდა (1,18).

მოცხადთა ღმრთისა საჲთა, ხოლო ესენი — ბითა რისხვისა , რამეთუ სიცრუით აქუნდა ჭეშმარიტებაჲ, არს ღმრთისმსახურებ, და ძალსა მას ღმრთისმეცნიერებისასა სიცრუით წარაგებდეს კერპთმსახურებასა ზედა. ამისთჳსცა მსგავსად მათსა დაისაჯნენ, რომელთა-იგი ერწმუნის საფასე სამეუფოჲ და ებრძანის, რაჲთა წარაგონ იგი სადიდებელად მეფისა, ხოლო მათ წარაგიან იგი შესაწევნელად მტერთა მეფისათა და ავაზაკთა და კაცისმკლველთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ (1,19).

თარგმანი: ვითარ ცხად არს? — გარნა თუ აგებულებისაგან ქმნულთაჲსა, რამეთუ უეჭუელად ქმნული ამას ქადაგებს, ვითარმედ უვის მას შემოქმედი, რომელი-ესე ღმერთმან გამოუცხადა კაცთა სიკეთისა და დიდებულებისა მიერ დაბადებულთაჲსა, უეჭუელად ყოფაჲ დამბადებელისაჲ. ამისთჳს, რომელნი-იგი შესცთეს, მეცნიერებით ცოდეს და არა უმეცრებით.

მოციქულისაჲ: რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და საყრდისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ (1,20).

თარგმანი: უხილავისა წილ მისისა ესე უსაკუთრეს არს, რაჲთა განმრავლებულად და არა სამარტოოდ იტყოდი, ვითარმედ: უხილავნი მისნი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვებიან — სამარადისოჲ მისი ძალი და ღმრთეებაჲ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: უხილავნი მისნი, რომელ არიან ანგელოზნი და ყოველნი ძალნი ზეცისანი, არა ღმრთისავე თანა დაუწყებელ, არამედ დასაბამსავე , ესე იგი არს გონებითა გულისჴმა-იყოფების, რამეთუ () დდ სახილველობითა ოდენ, იხილო, უეჭუელად გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არიან მას შინა ხურნი და ესრეთ, ხილუსგან დაბადებულისა უხილავნი იგი ძალნი გონებითა იხილნე, და ესრეთ, ხილულთა მიერ და უხილავთა განისწავლო ცნობად დამბადებელისა. და ამათისა დაწყებულობისა და რომელთამე განხრწნადობისაგანცა გეუწყოს მისი დაუსაბამოჲ და სამარადისოდ დაუსრულებელი ძლიერებაჲ, ღმრთისა ყოველთა მცვალებელსა და თჳთ ყოველსავე მინა უცვალებელისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მგებელ, რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას გინა ჰმადლობდეს (1,20-21).

თარგმანი: ესე არა ამისთჳს ყო ღმერთმან, რაჲთა სიტყუაჲ მიუღოს მათ, არამედ ამისთჳს, რაჲთა ესოდენისა მისგან დიდებულებისა ქმნულთაჲსა იცნან შემოქმედი. ხოლო მათ, დაღაცათუ იცნეს და უწყოდეს, ვითარმედ უეჭუელად არს შემოქმედი შექმნულთაჲ და დამბადებელი დაბადებულთაჲ, არამედ არა ღმრთეებრ ადიდებდეს, არცა ჰმადლობდეს მას, რაჟამს პატივი დამბადებელობისა მისისაჲ დაბადებულთა მისთა მიაჩემეს, და უსულოთა მათ ჰმონებდეს სულიერნი იგი.

მოციქულისაჲ: არამედ ამაო იქმნნეს გულისზრახვითა მათითა და დაუბნელდა უგულისჴმოჲ გული მათი. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ, და განცოფნეს (1,21-23).

თარგმანი: ა გულის გულისჴმა- გონებათა მათ და სარწმუნოებასა და მიწდომაჲ მიუწდომელისაჲ მის და დაუტევ ნივთთა შინა შემო უნივთოჲსაჲ მის და უ, რაჟამს სარწმუნოებაჲ განიშორეს და გამოძიებასა მიეყრდ თქუეს: ვინაჲ საცნაურ არს, ვითარმედ ცაჲ და ქუეყანაჲ მას დაუბადებ ვინ არს მამაჲ ღმრთისაჲ; ანუ არს მიზეზი არსებისაჲ, გინა თსებაჲ მისი? ესე გულისსიტყუანი ბელ ბნელისა ექმნნეს და ბნელეს გული მათი, რომელსა მოციქუ სამართლად უგულისჴმო უწდა, ვითარცა არა-მიმღებელსა ყოვლისა სარწმუნოებით შეწყნარებისასა, რამეთუ ბრძენ ეგონნეს თავნი თჳსნი და განცოფნეს, რაჟამს არცა ერთი რაჲ ჰგონეს საქმეთაგანი, რომელსა იგინი მიწთომად ვერ შემძლებელ იყვნენ. და რაჲმცა იყო უცოფეს მსახურებისა კერპთაჲსა, რომლითა ცვალეს დიდებაჲ, ესე იგი არს აღსაარებაჲ და მსახურებაჲ ღმრთისაჲ მსახურებად კერპთა.

დიდებად ღმრთისა უწოდს მოციქული ძალსა დამბადებელობისა, წინაჲსწარ მცნობელობისა და წინაჲთვე განმგებელობისა მისისასა, რომელი-ესე მათ კერპთა მიაჩემეს, მსგავსებასა კაცთა და პირუტყუთა, მფრინველთა, ოთხ სახელდებულთა მათ თჳსთა მათ და საკუთართა საქმეთა ღმრთისათაჲ მიჩემებაჲ ეშმაკთა და პირუტყუთა ქუეყანისათა, რამეთუ თჳთ მებრ განხრწნადობ კაცობრივი კმა არს სამხიბელად, ხოლო კუალად განხრწნადისა მისთჳს მსგავსებისა ქმნაჲ და პატივსა ღმრთისასა მისდა მიჩემებაჲ — რაოდენისაღა სიცოფისა გამომაჩინებელ არს! და კუალად, რაჟამს არა ხოლო კაცთა, არამედ პირუტყუთაცა და მავალთა ვინმე უ, ესე არს დასასრული საჲ და უკუანაჲსკნელი გილისაჲ.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა არაწოდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა (1,24).

თარგმანი: სიტყუაჲ ესე "მიცემისაჲ" მიშუებისა ნაცვალად დადებულ არს. რამეთუ რაჟამს ღმერთმან დაუტევნა და განაშიშულნა იგინი შეწევნისა თჳსისაგან, მიერითგან ეუფლა მათ სატანა, და მან მისცნა, რასა-იგი მისცნა; და უფროჲსღა თჳთ განსცეს თავნი მათნი გულისთქუმასა გულთა მათთასა, რამეთუ ვითარცა-იგი მჴედართმთავარნი არღარა ჰმართებდიან რაჲ გუნდსა მჴედრობისასა, არამედ თჳსაგან განეშორნიან და დაუტევნიან იგინი, ესრეთ ითქუმინ, ვითარმედ მათ განსცნეს იგინი მტერთა ბანაკსა. ეგრეთვე, რომელი ღმერთმან დაუტევოს მართებისაგან და საჭეთპყრო, ესევითარი-იგი მიცემულ არს ჴელთა მტერთასა, და უფროჲსღა, თჳთ მიუცემიეს თავი თჳსი მათდა, ურწმუნოებითა გონებისაჲთა და ბილწებითა საქმეთაჲთა თჳთ განაშოროს მან თავი თჳსი, ბილწებისაჲთა აღვსებულმან, და გინებად ჴორცთა თჳსთა განმდრეკელმან.

ვინაჲცა ესრეთ უსაკუთრესად ითქუმის სამოციქულოჲ ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა, არაწმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა თავთა მათთა შორის. ესე იგი არს, ვითარმედ თჳთ იქმნნეს მიზეზ ბილწებად განცემისა თავთა თჳსთაჲსა, რაჟამს თავთა შინა თჳსთა გინებულ ყვნეს ჴორცნი მათნი — ტაძარნი სულისა წმიდისანი.

მოციქულისაჲ: რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივ-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამინ (1,25).

თარგმანი: კუალად გარდაცვალებასა იტყჳს ჭეშმარიტებისასა სიცრუედ. ჭეშმარიტება არს სახელი ღმრთისა ყოველთა შემოქმედისაჲ, ხოლო სიცრუედ გარდაცვალებაჲ მისი არს, რაჟამს ჭეშმარიტი იგი სახელი ღმრთეებისა მისისაჲ ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა აჩემოს ვინმე, რომელ არიან კერპნი, და ჴელითქმნულთა მათ ჰმონებდეს ნაცვალად ყოველთა შემოქმედისა. გარნა, დაღაცათუ მან ცვალოს, არამედ იგი უცვალებელადვე ჰგიეს და არს ღმერთი ყოველთაჲ მარადის კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არარაჲ თამე განდგომილებითა, არამედ იგი ყოველსავე შინა მოუკლებელად არს და ჰგიეს უკუნისამდე.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან (1,26-27).

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა თუ უღმრთოებად მიდრეკილებისა მათისათჳს დატევებულ იქმნნეს ღმრთისაგან, და მყის, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუს უცხო-ქმნულსა ღმრთისაგან, აღივსნეს სირცხჳლითა გინებისაჲთა. ხოლო ბუნებისა წესთა გარდაცვალებაჲ ესე არს, რაჟამს შჯულიერისა ვინ ქორწინებისა წესი გარდაცვალოს სიძვად, ანუ ბუნებითი — გარეშედ ბუნებისა, მამათმავლობად, ვითარ-ესე აწ მოციქული შეასმენს მათ, რომელნი არა ხოლო შჯულსა ღმრთისასა, არამედ ბუნებითსა მასცა შჯულსა წესიერისა მეუღლებისასა გარდამავალ იქმნნეს; რომელთა განჴურვებაჲ რაჲ თქუა, გარდარეულებაჲ სიბორგილისა მათისაჲ მოასწავა, ვინაჲცა არა სხუად რად, არამედ სარცხჳნელად სახელ-სდვა საქმესა მას ბილწებისა მათისსა, რამეთუ თჳთ ბუნებისა კაცთაჲსა შემარცხუენებაჲ შეგინებისაჲ, ვსებული ნაყოფი არს პთმსახურებისაჲ, -იგი კუალად-საგებელ უწოდს მოციქული, რამეთუ ვინაჲთგან საუკუნოჲსა მისთჳს მოსაგებელისა , ამისთჳს აქაჲთა კუალად-გებითა საცთურისაჲთა მუნებს მერმეთა მათ სატანჯველთა მოსაგებელსა, რომელი მიე მოქმედთა ესევითარისათა.

მოციქულისაჲ: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროებისა, აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა: სიძვითა, უკუთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა, ცუნდრუკებითა (1,28-29).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ მეცნიერებით იყო ცთომაჲ იგი მათი და არა უმეცრებით, არამედ ნებსით განეშორებოდეს წყალობათა ღმრთისათა, და მისგან რაჲ განეშორებოდეს, ყოველთა კეთილთა მიზეზისაგან სამართლად ყოვლითა ბოროტითა აღვსებულ იქმნნეს, რამეთუ გარე-მიქცევაჲ ღმრთისაჲ შემოიყვანებს კაცისა შორის გონებასა გამოუცდელსა, რომელ არს ბრძოლაჲ არაწმიდათა ეშმაკთაჲ. და ესევითარსა მას გარე-მიქცევასა ღმრთისასა მიცემად ჩუეულ არიან სახელის-დებად წმიდანი წერილნი. ხოლო ბოროტთა მათთჳს ერთბამად წოდებითა და კუალად თჳსაგან თჳსად-თჳსად სახელის- [ვითარმედ: აღსავსენი ყოვლითა სიცრუვითა, თჳს-თჳს, შემდგომითი-შემდგომად წარმოუთქუამს სახელი მათი].

სხუაჲ თარგმანი გენადისი: ერთი სახელითა სიცრუვისაჲთა ზოგად ყოველსა შეცოდებასა სახელ-სდვა, და ეგრეთღა იწყო შემდგომითი-შემდგომად აღრიცხუვად თითოეულისა:

უკეთურებად უწოდს მზაკუვარებით ვისთჳსმე შემზადებულსა საფრჴესა. ხოლო ანგაჰრებად — სამარადისოსა გულისთქუმასა უმეტესისა შეკრებისასა. ხოლო ბოროტებად — მოსწრაფებასა მოყუსისა ბოროტის-ყოფისასა, ხოლო შურად — მწუხარებასა კეთილთა ზედა მოყუსისათა. ხოლო კაცის-კლვად — წყურიელობასა მკლველობისასა, ხოლო ჴდომად — ძლევის მოყუარებასა და ბრძოლასა მძაგებლობად ვისსამე აღზრზენილსა; ხოლო ზაკუვად — განმხრწნელობისათჳს ძმათაჲსა მოპოვნებულსა სივერაგესა და მანქანებასა; ხოლო ბოროტის -ჩუეულებად — მრავალ ჟამ ქმნასა სიბოროტისასა; ხოლო ცუნდრუკებად, გინათუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — მჩურჩნელობად, რაჟამს ჩურჩნით მიმო-განსთქუმიდეს მის ჟამისათა რათმე უჯეროებათა.

მოციქულისაჲ: ძჳრისმეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო (1,30-31).

თარგმანი: ყოველნივე ესე შემდგომითი-შემდგომნი ვნებანი ბოროტ არიან, ხოლო არარაჲ არს მათგანი უძჳრეს ამპარტავანებისა, რაჟამს ცოდვასა შინა ჯერეთ ამპარტავანებდეს-ვე, რამეთუ, უკუეთუ რტავანებაჲ აჩუენოს, მყის ცარიელდების კეთილთაგან, საშჯელისა თანამდებ არს იგი, ცოდვასა შინა მზუაობარ იყოს ლაღ. ხოლო მომპოვნებელობაჲ ბოროტისაჲ, შემთხუევითა, არამედ მეცნიერებით სამარადისოჲთა წურთითა მოქმედებენ მას, რაჲთა ყოველნივე ზოგად საძულელ უჩნდენ და გარემიაქცევდეს მათ.

სხუაჲ, თარგმანი გენადისი: პირველი იგი მჩურჩნელობაჲ ვიეთთჳსმე, ხოლო შემდგომი ესე ძჳრის-მეტყუელებაჲ ზოგად ყოველთათჳს ბოროტის-მეტყუელებასა სახელ-ედების, რაჟამს კაცი ზოგად ყოველთა მგმობარ იყოს. ხოლო ღმრთის შემაწუხებელ არს ყოველი ღმრთისმოძულე. ხოლო მაგინებელ — ლაღი და ურცხჳნო-ქმნული; ხოლო ამპარტავან — იგი, რომელი მაღლოოდის მათ ზედა, რომელთა არა აქუნდეს, მისთჳს რაჲ-იგი თჳთ აქუნდეს; ხოლო ლაღ — იგი, რომელსა, რაჲ-იგი არა აქუნდეს, ესრეთ იქადოდის, ვითარმცა აქუნდა; ხოლო მომპოვნებელ ბოროტისა — იგი, რომელი ძუელად ქონებულთა ბოროტთა ზედა დღითი-დღე დაჰრთვიდეს უახლესთა; ხოლო მამა-დედათა ურჩ - იგი, რომელი არა ხოლო უცხოთა, არამედ ვიდრე თჳსთა მშობელთამდეცა მიაწევდეს სიბოროტესა თჳსსა; ხოლო უგულისჴმო - იგი, რომელსა დაეთრგუნოს მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, რომლისასა არარაჲ უუგუნურეს არს; ხოლო უწესო, გინა თუ უსაკუთრეს არს თქუმად, ვითარმედ უაღთქუმო — იგი, რომელი არა დაიცვიდეს აღთქუმასა თჳსსა ვისსამე მიმართ; ხოლო უყუარულ - იგი, რომელი ფიცხელ იყოს და დაუმშჳდებელ; ხოლო უწირავ - იგი, რომელი არა მოიმდოვრებოდის ძღუნითა გინა შესაწირავითა, არამედ იყოს დაუგებელ და ძჳრის .

მოციქულისაჲ: ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ მოქმედნი ღირს არიან სი, (1,32).

თარგმანი: კუალადცა აჩუენებს, ვითარმედ მეცნიერებით ცოდვიდეს იგინი, ხოლო სამართლად ღმრთისა — მცნებათა მისთა უწოდს. გარნა რაჲ-მე არს სამართალი ღმრთისაჲ? არამედ ესე, ვითარმედ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილსა. რამეთუ ესრეთ არს სამართალი და მცნებაჲ ღმრთისაჲ.

ხოლო შენ იხილე კუალად სხუაჲ შესმენაჲ მათი, ვითარ არა ხოლო თჳთ მარტონი მოქმედებდეს ბოროტსა, არამედ სხუათაცა თანა-სათნო-ეყოფვოდეს, და აღშჭურვიდეს მოქმედებად ბოროტისა მოყუასთა თჳსთა.

სხუაჲ, თარგმანი ისიდორესი: ვიეთმე ვერ გულისჴმა-ყვეს აწ თქუმული ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ, არამედ უგულისჴმოებითა ძალისაჲთა ცვალეს შემდგომობაჲ მისი წესისიგან თჳსისა, და ესრეთ დაწერაჲ უმჯობეს ჰგონეს, ესრე სახედ თარგმანებითა, ვითარმედ: "ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილსა, და არა ხოლო მოქმედნი ამისნი, არამედ იგინიცა, რომელნი თანა-სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ ესევითარისათა", ვითარ-თუ-მცა უმეტეს იყო ქმნაჲ, და უდარეს — თანა-სათნო-ყოფაჲ. ხოლო მე არცაღა თუ თჳთ სიტყუასა ამას სამოციქულოჲსა წიგნისასა შეჴდი ცთომილებასა, ვერცა თანა-წარვჰჴდები მათგან ვერ გულისჴმა-ყოფისა, არამედ სამოციქულოსა სიტყუასა ვიპყრობ უცვალებელად, და ჩემსა გულისჴმის-ყოფასა წინა-დაუდებ მათ, რომელნი მიემთხუეოდინ. ვიტყჳ უკუე, ვითარმედ: ვინაჲთგან თჳთ ცოდვასა სხუათა ცოდვისა ქებაჲ . რამეთუ, რომელი ცოდვიდეს და ცოდვასა მას შინა სა დაჰქენჯნიდეს, ესევითარსა რომელსამე ჟამსა მოქცევაჲცა და სინანული. დიდად შეეწევ ბრალობაჲ თავისა თჳსისაჲ; ხოლო აქებდეს ცოდვასა და უკეთურებასა, დააკლებს თავსა თჳსსა სინანულისა შემწეობასა; რამეთუ -იგი ცოდვასა ზედა აბრალებდეს ვსა თჳსსა ესევითარი იგი და იძლევის (ანუ ჴორცთა ლავრებისაგან, ანუ ჩუეუბისა ბოროტისაგან), ხოლო ცოდვისა მაქებელობაჲ ნამდჳლვე რწნილისა ცნობისაჲ არს და უკურნებელისა სულისაჲ. ამისთჳს ფრიად უფროჲს პირველისა მის დაესაჯების უუშჯულოესობაჲ.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ვერ სიტყჳსმიმგებელ ხარ, ჵ კაცო, ყოველი რომელიცა შჯი, რამეთუ, რომლითა შჯი მოყუასსა, თავსა თჳსსა დაიშჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა შ (2,1).

თარგმანი: უწყოდა ქალაქისაჲ მის ჰრომთაჲსაჲსა, ვითარმედ უპყრიეს მთავრობაჲ სოფლისაჲ. ამისთჳსცა მთავართა მიმართ ცვალა სიტყუაჲ თჳსი, რომელი-ესე ზოგად შეეტყუების მოქალაქეთა და მდაბიოთა, რამეთუ, რომელი თჳთ ბოროტსა იქმოდის და დაშჯიდეს მსგავსად მისსა მოქმედთა ბოროტისათა, ესევითარი იგი პირველად თავისა თჳსისა ზედა ჰყოფს განჩინებასა მას ბჭობისასა; და არა ხოლო ბჭობისა, არამედ დაშჯისასაცა.

მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ საშჯელი ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს ესე (2,2).

თარგმანი: ა არა ცხადად იქმნებიან, რამეთუ მრავალნი თანამდებობანი და უბრა. სა დაშჯის, ოდესცა ინებოს განშ.

მოციქულისაჲ: ამას სადმე [ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ, და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).

თარგმანი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ: დაღაცათუ მე ვცოდავ, არამედ ვინაჲთგან სხუათა ვაყენებ ცოდვისაგან, ამის მიერ მაქუს სასყიდელი. არამედ ისმინენ ესევითარმან უფლისაგან უკუე ესრეთ, ვითარმედ: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (), და მოციქულისაგან ესრეთ, ვითარმედ: "ვინაჲთგან თჳთ თავისა შენისა საშჯელსა ვერ განერი, ღმრთისასამცა ვითარ განერი?" რამეთუ ამით, რომლითა სხუაჲ დასაჯე, უპირატეს მისსა თავი შენი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().

მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნა (2,4-6).

თარგმანი: ამის, რაჲთა, შეურაცხ-ყოფისა, დროებაჲ და ჟამი სინანულისაჲ. ხოლო, უკუეთუ ესე შეურაცხ-ჰყო თჳთ მოიზიდავ თავისა შენისა რისხვასა სიფიცხითა მაგით შენითა. რამეთუ, ვინმცა იყო უფიცხესი მისსა, რომელი არცა სულგრძელებისაგან შეიკდემდეს, არცა რისხვისაგან შეიშინებდეს. ესევითარი იგი თჳთ დაიუნჯებს თავისა თჳსისა რისხვასა, და ესრეთ მიემთხუევის ნამუშაკევსა ბოროტისა გონებისასა. ხოლო შენ, რაჲთა არა, გესმას რაჲ რისხვაჲ ღმრთისაჲ, ვნებად ჰგონო იგი, ამისთჳს დაჰრთო "გამოჩინებაჲ მართლმსაჯულობისასჲ", რამეთუ სადა მართლმსაჯულობაჲ იყოს, მუნ ვნებაჲ ვერარაჲ უფლებს, ვინაჲთგან ესე არს უმეტეს გამომაცხადებელი მართლმსაჯულობისაჲ, რაჲთა მიაგოს თითოეულსა საქმეთა მათთაებრ.

მოციქულისაჲ: მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა (2,7).

თარგმანი: ვინაჲთგან არა კმა არს სარწმუნოებაჲ ოდენ, არამედ საქმენიცა სახმარ არიან, ამისთჳს მოთმინებაჲ რაჲ აჴსენა, სიმჴნით დგომად გუასწავებს განსაცდელთა მიმართ, ვითარცა მეძიებელთა ცხორებისა საუკუნოჲსათა, ხოლო სახელითა მით უხრწნელებისაჲთა განგჳღებს კარსა აღდგომისასა და გუასწავებს მოლოდებასა მერმისა ცხორებისასა.

მოციქულისაჲ: ა და მორჩილთ, რისხვაჲ და გულ იწროებაჲ, ყოველსა, მოქმედსა ბოროტისასათა პირველად და მერმე წარმა (2,8-9).

თარგმანი: პირველად გჳჩუენებს, ვითარმედ ჴდომისა მიზეზ იქმნების მვნებაჲ ცოდვისაჲ, რომლისა მუშაკთა ჴდომისაგანად უწოდს. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: ურწმუნოთა ჭეშმარიტებისათა და მორწმუნეთა სიცრუისათა. და გულისჴმის-ყოფაჲ ძალისა მათისაჲ ესე არს, ვითარმედ ნებსით და არა უმეცრებით ირწმუნეს აღრჩევაჲ სიცრუისაჲ და დატევებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. რამეთუ რწმუნებაჲ და არა რწმუნებაჲ ნებსით და აღრჩევით იქმნების. ხოლო ყოველი სული ამისთჳს თქუა, რაჲთა უწყოდი, ვითარმედ ვერვინ განერეს მისგან; ვერ მეფე, ვერცა ძლიერი მოქმედი ბოროტისაჲ. ჰურიაჲ პირველად ამისთჳს, რამეთუ, რაოდენცა ვინ უმეტესსა მოძღურებასა და სწავლასა მიმთხუეულ იყოს, ეგოდენ უმეტესსა ტანჯვასა მიემთხუევის გარდასლვისა მისისათჳს და ცოდვასა შთავრდომისათჳს; და ეგრეთღა წარმართი, რამეთუ უსწავლელად ცოდავს.

მოციქულისაჲ: დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა. რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა (2,10-11).

თარგმანი: რომლისა ჰურიისა, ანუ რომლისა წარმართისათჳს ჰყოფს სიტყუასა აწინდელსა ამას ადგილსა? — ცხად არს, ვითარმედ —მათთჳს, რომელნი-იგი პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს, რამეთუ არღა მოაწევს სიტყუასა ამას ჟამთა ამათ მომართ მადლისათა, არამედ ჯერეთ პირველთა მათ ჟამთა შინა იქცე მედს წარმართთა და პირველ ლისა შჯულსა შინა მყოფთავე ჰურიათა თანა შეაერთებს და აღიღებს მათგან ლოდსა და კლდესა შესაბრკოლებელსა, რაჲთა, რაჟამს მადლსა შინა ყოს ესე, არა უჩნდეს მათ საძნაურ და ტჳრთ. ხოლო წარმართ უწოდს არა თუ კერპთმსახურთა, არამედ წარმართთაგანთა ღმრთისმსახურთა, რომელნი პირველ ჰურიათა შჯულის მიღებისა ყოველსავე ჰყოფდეს შჯულსა სჳნიდისისასა; ვითარ-იგი იყო მელქისედეკ და მისთანანი, იობ და კორნილიოს. ამათ ყოველთა შეერთებისათჳს იტყჳს, ვითარმედ საღმრთოდ ცხოვნებულთა მათ შორის არა არს შფოთი და ჴდომაჲ დიდებისათჳს და პატივისა, არამედ მშჳდობაჲ და ერთობაჲ. და დაღაცათუ პირველად სახელ-ედვას ჰურიასა (აღმასრულებელობისათჳს ორთა შჯულთა — სჳნიდისისასა და მოსეს მიერსა), არამედ მის თანავე შეირაცხოს წარმართიცა, შჯულითა მით სჳნიდისისაჲთა ოდენ მარტოდ შემეცნებული ღმრთისა, რომელი-იგი ყოვლად თუალუხუავ არს და მართლმსაჯულ ყოველსავე შინა.