მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 1:30

29. Being filled with all unrighteousness, fornication, wickedness, covetousness, maliciousness; full of envy, murder, debate, deceit, malignity; whisperers,30. Backbiters, haters of God, despiteful, proud, boasters, inventors of evil things, disobedient to parents,31. Without understanding, covenantbreakers, without natural affection, implacable, unmerciful:
Romans თავი 1
30. Backbiters, haters of God, despiteful, proud, boasters, inventors of evil things, disobedient to parents,
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სავსე იყვნეს ყოვლითა სიცრუითა: უკეთურებითა, ბოროტებითა, ანგაჰრებითა, სავსე შურითა, კაცისკლვითა, ბოროტის ჩუეულებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ (1,29-30).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ ზომით რაჲმე აქუნდა უკეთურებაჲ, არამედ ყოვლითავე ბოროტითა გარდარეულად სავსე იყვნეს. რამეთუ, რაჟამს ღმრთისა გარემიქცევაჲ იქმნას, სამართლად ყოველნივე ბოროტნი შემოვლენ, რომლისათჳსცა მოციქულმან თქუა, ვითარმედ: ყოვლითავე უკეთურებითა სავსე იქმნეს. და მერმე თითოეულადცა წარმოთქუნა ურჩულოებანი მათნი, და იტყჳს ბოროტებად მოყუსისა ვნებად მოსწრაფებასა, და ამას თანა დააწესებს ანგაჰრებასა — გულისთქუმასა მას უმეტესისა ქონებისასა, და შურსა მას — პირველითგან შემოსრულსა კაცთა შორის ბოროტსა, და სხუათა მათ შემდგომითი-შემდგომთა ბოროტთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტად ღმრთისა დატევებისა სახე იყვნეს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძჳრისმეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო (1,30-31).:

თარგმანი: ყოველნივე ესე შემდგომითი-შემდგომნი ვნებანი ბოროტ არიან, ხოლო არარაჲ არს მათგანი უძჳრეს ამპარტავანებისა, რაჟამს ცოდვასა შინა ჯერეთ ამპარტავანებდეს-ვე, რამეთუ, უკუეთუ რტავანებაჲ აჩუენოს, მყის ცარიელდების კეთილთაგან, საშჯელისა თანამდებ არს იგი, ცოდვასა შინა მზუაობარ იყოს ლაღ. ხოლო მომპოვნებელობაჲ ბოროტისაჲ, შემთხუევითა, არამედ მეცნიერებით სამარადისოჲთა წურთითა მოქმედებენ მას, რაჲთა ყოველნივე ზოგად საძულელ უჩნდენ და გარემიაქცევდეს მათ.

სხუაჲ, თარგმანი გენადისი: პირველი იგი მჩურჩნელობაჲ ვიეთთჳსმე, ხოლო შემდგომი ესე ძჳრის-მეტყუელებაჲ ზოგად ყოველთათჳს ბოროტის-მეტყუელებასა სახელ-ედების, რაჟამს კაცი ზოგად ყოველთა მგმობარ იყოს. ხოლო ღმრთის შემაწუხებელ არს ყოველი ღმრთისმოძულე. ხოლო მაგინებელ — ლაღი და ურცხჳნო-ქმნული; ხოლო ამპარტავან — იგი, რომელი მაღლოოდის მათ ზედა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის