მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 10:19

18. But I say, Have they not heard? Yes verily, their sound went into all the earth, and their words unto the ends of the world.19. But I say, Did not Israel know? First Moses saith, I will provoke you to jealousy by them that are no people, and by a foolish nation I will anger you.20. But Esaias is very bold, and saith, I was found of them that sought me not; I was made manifest unto them that asked not after me.
Romans თავი 10
19. But I say, Did not Israel know? First Moses saith, I will provoke you to jealousy by them that are no people, and by a foolish nation I will anger you.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ, ნუუკუე ისრაჱლმან არა იცნაა? პირველად მოსე ეტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა-ნათესავსა მას ზედა, და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ (10,19).:

თარგმანი: კუალად იტყჳს, ვითარმედ, დაღაცათუ მრავალთა ვქადაგეთ, თქუას ვინმე: "ნუუკუე ისრაჱლმან ვერ გულისჴმა-ყოა ძალი ქადაგებისაჲ?" არამედ უკუეთუ წარმართთა გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველ ამისსა არცა ერთი რაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ასმიოდა, ჰურიათამცა ვითარ ვერ გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველად თჳთ შჯულისმდებელმან მათმან მოსე წინამოსწავებით ჰრქუა გალობასა მას შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "მე გაშურვო თქუენ არა-ნათესავსა მას"; ესე იგი არს, ერსა მას ზედა ესოდენ უგულისჴმოსა, რომელი არცაღა თუ ნათესავად აღრაცხილ არს გარღარეულისა მისთჳს უგულისჴმოებისა და კერპთმსახურებისა, რომელთა მოქცევაჲ მებრ კმა-გეყოფვოდა თქუენ ადგილად გამოძიებისა და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს თქუენ განითხეოდეთ და იგინი შეწყნარებულ იქმნებოდეს. ამით მხოლოდ ჯერ-იყო სინანულად მოქცევაჲ თქუენი, უკუეთუმცა არა ნებსით დაგევიწყა წინამოსწავებაჲ შჯულისმდებელისაჲ.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ: ნუ-უკუე ისრაჱლმან არა იცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე ვაშურვო მათ არა-ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განვარისხნე იგინი (10,19).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე უწყით, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ ამის ქადაგებისაჲ, გარნა ნუ-უკუე ისრაჱლმან არა იცნაა ქადაგებაჲ იგი? და ვითარ იქმნა ესე, რომელ წარმართთა იცნეს და ჰრწმენა, რომელთა პირველ არაჲ ასმიოდა, და ისრაჱლმან ვერ იცნა, რომელსა ესოდენი პირველ ასმიოდა! რამეთუ აჰა ესერა შჯულის-მდებელი იტყჳს, ვითარმედ: ვაშურვო მათ არა-ნათესავსა მას ზედა; ხოლო არა-ნათესავად წარმართთა იტყჳს, ვითარმედ არა საჴმარნი, არცა ღირსნი ნათესავად წოდებად და ნათესავნი უგულისჴმონი. ხოლო რაჟამს ესევითარნი-იგი მოიქცენ ჩემდა, წმინდა და ბრძენ ვყვნე მე იგინი, და ვაშურვო ჰურიათა, რაჲთა ნუ-უკუე შეშურდეს მათი კეთილი, და მოიქცენ იგინიცა ჩემდა. არამედ ჰურიათა ესეცა საქმე შეურაცხ-ყვეს და არავე მოიქცეს, არამედ დაბრმეს ნებსით თჳსით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის