📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისასა. და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა (9,30-31).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე აღასრულე, არამედ მისგანცა დაეცი და წყევასა ქუეშე იქმენ, ხოლო ამათ მორწმუნეთა წარმართთა შჯული არა იცოდეს და იქმნეს აღმასრულებელ მისა, რამეთუ ჰრწმენა ქრისტე, რომელსა იგი მოასწავებდა.
მოციქულისაჲ: რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან შჯულისა (9,32).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ენება სიმართლისა პოვნაჲ ჰურიათა, არამედ ვერ მიემთხჳნეს. ამისთჳსო, რამეთუ ჰგონებდეს თუმცა განმართლდეს საქმეთა მიერ შჯულისათა, რომელ-ესე შეუძლებელ არს.
მოციქულისაჲ: რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა, ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს (9,32-33).
თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ არა ერთ-კერძოჲ არს ღმერთი, არამედ ყოველთა მორწმუნეთა მისთა აცხოვნებს, რამეთუ ურწმუნოთა, წინააღმდგომად თჳსისა ბუნებისა, ექმნების ფიცხელ და შებრკოლებისა კლდე, ხოლო მორწმუნეთა ბუნებისაებრ თჳსისა ეჩუენების — სახიერ და ტკბილ.
მოციქულისაჲ: ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად (10,1).
თარგმანი: ეგულების ჰურიათადა დიდად ბრალობაჲ და რაჲთა არავინ თქუას მათ შორის, თუ: მტერობისა მათისათჳს ტყუვილსა იტყჳს. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: უფროჲსად მიყუარანო და მნებავს მათი ცხორებაჲ, და ამისთჳს ვიტყჳ სიტყუათა ამათ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ვეწამები მათ, ვითარმედ შური ღმრთისაჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით. რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა (10,2-3).
თარგმანი: მომადლებისა მათისათჳს იტყჳს ამას, ვითარმედ ვეწამებიო, რომელ არა კაცთათჳს განყოფილ არიან ქრისტესგან, არამედ ჰგონებენ თუ: საღმრთოჲ შური გუაქუს. გარნა უგულისჴმოებით არს გულისსიტყუაჲ მათი, რამეთუ არა ჭეშმარიტისა მის კეთილისა ისწრაფიან ცნობად, არამედ თჳსი იგი გულისსიტყუაჲ მიუდრეკელად აქუს ცუდი იგი და არა დაემორჩილნეს ჭეშმარიტსა მას სიმართლესა და ძალსა ღმრთისასა —ქრისტეს.
მოციქულისაჲ: და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს, რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. რამეთუ მოსე ესრეთ დაწერა სიმართლისა მისთჳს შჯულისაგანისა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა. ხოლო სარწმუნოებისაგანი სიმართლე ესრეთ იტყჳს (10,3-6).
თარგმანი: თჳსად სიმართლედ ჰურიათაჲსა ძუელსა შჯულსა იტყჳს, რომელი მათ შეერაცხა სიმართლედ, და ვერ შემძლებელ არს იგი განმართლებად კაცისა თჳნიერ ქრისტეს სარწმუნოებისა, რამეთუ ქრისტეს სარწმუნოებითა სრულ იქმნების იგიცა.
მოციქულისაჲ: ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ: ვინ აღვიდეს ცად? ესე იგი არს ქრისტესი გარდამოყვანებაჲ. ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ. არამედ რასა-იგი იტყჳს — "მახლობელ არს სიტყუაჲ ეგე გულსა შენსა და პირსა შენსა" — ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ, ვითარმედ: აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, — სცხოვნდე. რამეთუ გულსა ჰრწამს სიმართლედ და პირითა აღიარებ საცხორებელად. რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს მისი, არასადა ჰრცხუენეს (10, 6-11).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მოიგონებ თუ —ვითარმცა იყო საქმე ესე, თუმცა მოვიდა ღმერთი ქუეყანად და შთავიდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა-მცა მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ, და აღვიდა მითურთ ზეცად; ნუ იგონებ ამას, რამეთუ ესე ქრისტეს დამდაბლებაჲ არსო.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს (10,12-13).
თარგმანი: არა არსო განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, ვითარმცა ერთი უადვილე ცხოვნდებოდა და ერთი უძნელე. არამედ ყოველთა სწორად შეიწყნარებს ქრისტე, რომელიცა მიიქცეს მისა. და რომელიცა უვარჰყოფდეს მას, ყოველივე წარწყმდების.
მოციქულისაჲ: ვითარ უკუე ხადონ, რომელი-იგი არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? (10,14).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელი ღაღადებს, ვითარმედ: ყოველმან, რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, არა ჰრცხუენეს. გარნა ჰურიანი არა ხადიან სახელსა ქრისტეს უფლისასა, რომელსა იგი მოასწავებს, რამეთუ ვითარ ხადონ, რომელი არა ჰრწმენა? ამისთჳს უკუე თავთა თჳსთა აბრალებედ, რამეთუ არა ინებეს ცხორებაჲ, და ნუ სხუასა ვის. რამეთუ ღმერთსა ენება, რაჲთამცა ცხოვნდეს, ხოლო მათ ნებსით თჳსით დაუჴშეს თავთა თჳსთა კარი ცხორებისაჲ, რამეთუ არა ჰრწმენა ქრისტე, არცა ისმინნეს სიტყუანი მისნი.
მოციქულისაჲ: ანუ ვითარ-მე ქადაგებენ, არა თუ ვინმე წარავლინნეს? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კაცთა კეთილსა (10,15).
თარგმანი: გამოაჩინებს, ვითარმედ არა თჳსითა ჴელმწიფებითა მივიდა ქადაგებად, არამედ ღმრთისა მიერ მივლინებითა. ამისთჳს პირველ ქადაგებდაო ამას წინაჲსწარმეტყუელი.
მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის. რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? (10,16).
თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ — უკუეთუ ღმრთისა მიერ მივლინებულნი ხართ, რად არა ყოველთა ისმინეს ჴმაჲ თქუენისა ქადაგებისაჲ? — ამისთჳს თჳთვე თქუა ესე და მოიღო სიტყუაჲცა ესაიაჲსი მოწამედ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ესეცა სულმან პირველითგანვე იცოდა და თქუა, რამეთუ ვინაჲთგან კაცნი თჳთმფლობელნი ვართ, ამისთჳს ღმერთსა იძულებით არავისი ჰნებავს მოქცევაჲ.
მოციქულისაჲ: აწ უკუე სარწმუნოებაჲ სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა. არამედ ვთქუათ-მე: ნუ-უკუე არა ესმაა? და ვითარ, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა — სიტყუანი მათნი (10,17-18).
თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი მარადის სასწაულთა ითხოვდეს, ამისთჳს მიზეზად პოვა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და ამით შეარცხუენს მათ, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ჯერ-არს სასწაულთა ძიებაჲ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სასმენელითა იქმნების და არა სასწაულთა მიერ. ხოლო ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სასმენელითა არს, ნუ-უკუე ჰურიათა არა ესმაა? და ვითარ არა ესმაო, ვინაჲთგან ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი. მაშა ჰურიათა, რომელთა შორის იყო ძირი ქადაგებისაჲ, არამცა ასმიოდაა?
მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ: ნუ-უკუე ისრაჱლმან არა იცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე ვაშურვო მათ არა-ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განვარისხნე იგინი (10,19).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე უწყით, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ ამის ქადაგებისაჲ, გარნა ნუ-უკუე ისრაჱლმან არა იცნაა ქადაგებაჲ იგი? და ვითარ იქმნა ესე, რომელ წარმართთა იცნეს და ჰრწმენა, რომელთა პირველ არაჲ ასმიოდა, და ისრაჱლმან ვერ იცნა, რომელსა ესოდენი პირველ ასმიოდა! რამეთუ აჰა ესერა შჯულის-მდებელი იტყჳს, ვითარმედ: ვაშურვო მათ არა-ნათესავსა მას ზედა; ხოლო არა-ნათესავად წარმართთა იტყჳს, ვითარმედ არა საჴმარნი, არცა ღირსნი ნათესავად წოდებად და ნათესავნი უგულისჴმონი. ხოლო რაჟამს ესევითარნი-იგი მოიქცენ ჩემდა, წმინდა და ბრძენ ვყვნე მე იგინი, და ვაშურვო ჰურიათა, რაჲთა ნუ-უკუე შეშურდეს მათი კეთილი, და მოიქცენ იგინიცა ჩემდა. არამედ ჰურიათა ესეცა საქმე შეურაცხ-ყვეს და არავე მოიქცეს, არამედ დაბრმეს ნებსით თჳსით.
მოციქულისაჲ: ესაია იკადრებს და იტყჳს (10,20).
თარგმანი: კადრებაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ კადნიერებით და ჴმა-მაღლად ღაღადებს.
მოციქულისაჲ: ვეპოე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს (10,20).
თარგმანი: წარმართთათჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი მე არა მეძიებდეს, ვეპოე მათ და მოუწოდე, და მოვიდეს იგინი სარწმუნოებად.
მოციქულისაჲ: ხოლო ისრაჱლისათჳს ესრეთ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი მიმართ ურჩისა და მაცილობელისა (10,21).
თარგმანი: ეჰა დიდი შესმენაჲ ჰურიათაჲ, რამეთუ, რაჲთა არა იტყოდინ, ვითარმედ — და ჩუენ რად არა გუეპოვა და გამოგუეცხადა, ვინაჲთგან არცა წარმართნი ეძიებდეს და ეპოა მათ? — ამისთჳს გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესი მათ ზედა ქმნა, რამეთუ განეპყრნეს ჴელნი თჳსნი უფალსა მათდა მიმართ და იგინი არა ისმენდეს მისსა. ხოლო "დღე ყოვლად" იტყჳს ყოველსა მას ჟამსა განკაცებისა მისისასა, გინა თუ ვინაჲთგან ეგჳპტითცა გამოიყვანნა.