მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 11:14

13. For I speak to you Gentiles, inasmuch as I am the apostle of the Gentiles, I magnify mine office:14. If by any means I may provoke to emulation them which are my flesh, and might save some of them.15. For if the casting away of them be the reconciling of the world, what shall the receiving of them be, but life from the dead?
Romans თავი 11
14. If by any means I may provoke to emulation them which are my flesh, and might save some of them.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რავდენ-ესე ვარ წარმართთა მოციქულ, მსახურებასა ამას ჩემსა ვადიდებ. და რაჲთა ვაშურვო ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნო ვინმე მათგანნი? (11,13-14).:

თარგმანი: ამას ჰურიათათჳს იტყჳს, რაჲთა არა თქუან, თუ სიძულილისა მათისათჳს თქუა, რაჲ-იგი თქუა ზემო, და რაჲთა დაამდაბლოს წარმართთაგანთა გონებაჲ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ, წარმართთა, ამის ორისა მიზეზისათჳს გადიდებ — პირველად, რამეთუ ესე მსახურებაჲ რწმუნებულ არს ჩემდა, რაჲთა თქუენ გიქადაგებდე და ამისთჳს გაქებ თქუენ, ვითარცა ჩემთა მოწაფეთა; და მერმე ამისთჳს, რაჲთა ჰურიანი, რომელთაცა ჴორცად ჩემდა სახელ-ვსდებ, ვაშურვო თქუენითა ქებითა, და ნუ-უკუე მოიქცენ, და ვაცხოვნნე მათგანნი ვიეთნიმე. ხოლო განაბრწყინვებს წარმართთაგანთაცა ამით პირითა, რამეთუ მიზეზად ჰურიათა მოქცევისა სახელ-სდებს მათ, რამეთუ ჰურიანი თჳსითა წარწყმედითა იქმნეს მიზეზ წარმართთა ცხორებისა. ხოლო წარმართნი თჳსითა სარწმუნოებითა არიან მიზეზ მათისა ცხორებისა.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რავდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო, ვაშურვო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი (11,13-14).:

თარგმანი: ორთა მიზეზთათჳს იტყჳს სიტყუათა ამათ: რაჲთა არცა ჰურიანი ჰგონებდენ, ვითარმედ სიძულილით ამხილებს მათ; არცა კუალად წარმართნი ჰგონებდენ, ვითარმედ ღირს რაჲმე არიან ქებისა. და მის ძლით ზუაობდენ. ამისთჳს დაამდაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ: თქუენ გეტყჳ, წარმართთა, სიტყჳთა ქებისაჲთა, არა სხჳსა რაჲსათჳსმე, გარნა ამისთჳს, რამეთუ მოციქულებაჲ თქუენი რწმუნებულ არს ჩემდა, და ვიიძულები ქებად და დიდებად თქუენდა, ვითარცა მსახურებაჲ ესე ჩემი. [ამას თანა, რაჲთა ნუუკუე და (ვაშურვო)] ჰურიათაგანთა, რომელთა ჴორცად ჩემდა უწოდ, ამით ქებითა შთაუთესო შური კეთილისაჲ და ესრეთ ვაცხოვნნე იგინი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის