📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ვიტყჳ უკუე, ნუ განიშორა-მე-ა ღმერთმან ერი თჳსი? — ნუ იყოფინ! და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისსა, ტომისაგან ბენიამენისსა. არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაჲსწარ იცნა (11,1).
თარგმანი: ამას ადგილსა დაჰჴსნა სხუაჲ იჭჳ, უძჳრესი ყოველთა იჭუთაჲ, ვითარ თუმცა უღონო იყო მოქცევაჲ ჰურიათაჲ, ვითარცა ერთგზის განჴდილთაჲ, დაღათუ ენებოს მოქცევაჲ; ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს, ვითარმედ: თჳთ მე, რომელსა-ესე აწ სახელ-მედების მოძღუარ წარმართთა, ერთი ვარ მოქცეულთა ჰურიათაგანი. რამეთუ, უკუეთუმცა განეშორნეს, არამცა ჰყოფდა მათგანთა მოძღუარ, მოციქულ და ქადაგ. ვინაჲცა არა მე მარტოჲ ვარ, არამედ ჩემ თანა მყვანან ერნი, წინაჲსწარ ცნობილნი მისგან, რომელ არიან ხუთ ათასნი და ბევრნი.
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი, ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: უფალო, წინაჲსწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს, და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ. და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. არამედ, რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის: დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისსა (11,2-4).
თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას მოციქულსა, ვითარმედ "შენ ხარა ერი, ანუ შენ ზედა გინა შენ თანა ხუთ ათასთა და ბევრთა სრულ-იქმნებიანა აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართნი, ქჳშისა და ვარსკულავთა მსგავს ყოფად სიმრავლითა ნათესავთა და შვილთა მისთა?" — ამისთჳს წიგნისაგან მეფეთაჲსა, მეორისა და მესამისა, შემოართუამს სიტყუათა საწამებელთა, ვითარმედ: უკუეთუ იყვნეს ვინმე ეგოდენ ფარულად ღმრთისმსახურ, რომელთაჲ ვერცა თუ დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან ელია არა უწყოდა, და მარტოდ დაშთომასა თჳსსა ჰგონებდა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენ უმეცარ იყვნეთ სიმრავლესა აწ მყოფთა ცხოვნებულთასა!
მოციქულისაჲ: ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა, ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან. უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად. უკუეთუ კულა საქმეთაგან, — არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე (11,5-6).
თარგმანი: იხილე ორკერძოვე, ვითარ სწორად დაიცავს ჩუენსა თჳთმფლობელობასა და მადლისა შემძლებელობასა; რამეთუ "რჩევითობაჲ" ამას საცნაურ ჰყოფს, ვითარმედ არა გამოუცდელად მიენიჭების მადლი, არამედ მათ, რომელნი შემძლებელ იყვნენ ჯეროვნად პყრობად მისსა, ხოლო მადლით — ამისთჳს, რამეთუ ყოველივე კეთილი და თჳთ შემწყნარებელობაჲ იგი მადლისაჲ მადლისაგანვე ღმრთისა მოგუეცემის, რომელი მაშინ შეეწევის თჳთმფლობელსა ნებასა ჩუენსა, რაჟამს იხილოს იგი ნებსით აღმრჩეველ კეთილისა. ამისთჳსცა ვინაჲთგან ყოველსავე ზედა მადლი ღმრთისაჲ წინა-ძღჳს, სამართლად განჰჴდის იგი საქმესა. რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების, უკუეთუ არა მადლმან ღმრთისამან განამართლოს. ამისთჳს, ვინაჲთგან წინაჲსწარ მეცნიერი არს, მათ მიეცემის, რომელთა ენებოს მიღებაჲ მისი, რამეთუ უნებლიეთ არავის აიძულებს, და ამით სახითა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაიცავს. ხოლო ვინაჲთგან თჳნიერ მისსა არარაჲ წარემართების, ამისთჳს დაღაცათუ რაჲმე იყოს კნინოდენი საქმე, ყოველსავე მას განჰჴდის რაჲთა მადლით ცხოვნებულნი იგი არაოდეს აღზუავნებოდინ, არცა თჳსთა საქმეთა მინდობითა სიმაღლით დავცემოდინ და წარწყმდებოდინ. და ამით სახითა კეთილსა ჩუენსა სამარადისოდ დაიცავს ნაყოფშუენიერებითა მით სიმდაბლისაჲთა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა? ხოლო რჩევითი იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს, ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ; თუალნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცთურ მათდა. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე (11,7-10).
თარგმანი: კუალად ამასცა საძიებელსა ჰურიათა მაგიერ შემოიღებს და ცხად ჰყოფს მათსა მას თავსა შორის თჳსსა ქონებულსა განზრახვასა, ვითარმედ ჰნებავს ძიებაჲ, ხოლო არა ჯეროვნად ეძიებენ, რამეთუ ამისთჳს ვერ მიემთხჳნეს, რომელ ენება ოდენ მიმთხუევაჲ, არამედ არა ჴელ-ჰყოფდეს-ცა ღონისძიებად, სლვად გზათა, მიმყვანებელთა მისსა. ამისთჳსცა დაშთომილთა მათ ჰურიაობასა შინა კადნიერად ამხილებს სიტყჳთა ესაიაჲსითა, და დააშჯის სიბრმესა, ვითარმედ: "მისცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ". მიცემაჲ ესე მიშუებად გულისჴმა-ყავ, რამეთუ მარადის მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" ჩუეულ არიან წერილნი წოდებად. ხოლო სულ მწუხარებისა აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტებად მიდრეკილსა და ჩუეულებითა უწესოებათაჲთა განყინულსა სულსა იტყჳს, ვითარცა უქმ-ქმნილსა კეთილისა და ბოროტისაგან, რომლისათჳსცა უქმ ყვნეს ჰურიათა ღმრთივ მოცემულნი იგი ორღანონი თუალთა და ყურთანი, არა ხედვად და არცა სმენად დიდებულებათა უფლისათა. რამეთუ, მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა არა ცხონდენ მათ მიერ. ამისთჳსცა მოციქულმან ვითარ-იგი სიბრმისა მათისათჳს ესაიაჲსგან, ეგრეთვე ტანჯვისა მათისათჳს დავითის სამეოცდამერვისა ფსალმუნისაგან შემოიღო წამებაჲ, რომელი-ესე უკუანაჲსკნელ შეემთხჳა, რაჟამს ყოველი საშუებელი სულისა და ჴორცთაჲ სატანჯველად შეერაცხა, და იქმნნეს ადვილად წარსატყუენველ ყოველთა მიერ. ხოლო ვინაჲთგან მისაგებელ ცოდვათა იყო ყოველივე იგი, ამისთჳს მისაგებელ სახელ-სდებს ტანჯვათა მათთა, რომელთაგანი დაბნელებაჲ თუალთაჲ ფრიად რაჲმე ჯეროვან არს, ვინაჲთგან არა ინებეს მათ განცდაჲ მზისა სიმართლისაჲ. და შედრეკა ზურგისა მათისა არს სამარადისოჲ მონებაჲ ჰრომთაჲ.
ჳკუმენისი: სიტყუანი ესე დავით წინაჲსწარმეტყუელისანი —არა არიან წყევა, არამედ მოსწავება ყოფადთა, ვითარცა ყოფილთა.
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? - ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართთაჲ იქმნა საშურვებელად მათდა (11,11).
თარგმანი კეთილად განეკრძალე, რაჲთა არა შემთხუევით გულისჴმა-ჰყო ლიტონად დაფარული ძალი სიტყუათაჲ ამათ. არამედ პირველად გიღირს, რაჲთა იხილო გონებაჲ მეტყუელისა ამათისაჲ, ვითარმედ, რაჟამს ფრიად კადნიერებით ამხილა ჰურიათა, აწ კუალად მცირედ ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა სრულიად სასოებაჲ წარიკუეთონ, ვითარმედ არა აღუდგომლად დაცემულ არიან, არამედ ჯერეთ აქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ, მოქცევაჲ სარწმუნოებად ქრისტესსა. ვინაჲცა კუალად წინასწრობითა წარმართთაჲთა აღაშურვებს მათ და აღაბაძვებს მოქცევად ქრისტეს მიმართ.
ხოლო თქუას ვინმე: "უკუეთუმცა არა იგინი დაცემულ იყვნეს ურწმუნოებითა, ჩუენ წარმართთაჲ აღდგომაჲ არა იქმნებოდაა?" —არა ვიტყჳ, ვითარმედ ყოვლად არა იქმნებოდა, არამედ არა ესრეთ მსწრაფლ იქმნებოდა, რაჲთამცა ვიქმნენით უკუანანი წინა, შემდგომნი —პირველ, მებოძირთანი — მეინაჴე, მეათერთმეტისანი — სწორ პირველთა; რამეთუ ჩუენ ზედა აღესრულებიან ყოველნი ესე იგავნი სახარებისანი; ვინაჲთგან "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარო" (), და "მივედით, — ნუ ლიტონითა მისლვითა, — არამედ უფროჲსღა მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), რამეთუ მათდა მოვიდა უფალი, მათ მიუვლინნა მოციქულნი, ხოლო იგინი რაჲ ჯუარის-მცუმელ იქმნნეს, მათ წილ ჩუენ გჳწოდა, და აწ ჩუენ ვართ პირმშო პირმშოთა მათ, ოდესცა მოიქცენ; დაღაცათუ მოციქული მითვე პირველითა ჩუეულებითა ჰურიასა პირველად იტყჳს, და მერმე — წარმართსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! (11,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჟამერთ დაყოვნებამან ჰურიათა რწმუნებისამან და ჰურიასტანით განსხმამან ქადაგთამან განამდიდრა სოფელი მრავალთესლთა წარმართთა მიერ, რაოდენ არა უფროჲს სავსება ექმნეს სოფელსა შემდგომად წარმართთასა მოქცევაჲ ჰურიათაჲცა. ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მოციქული, რაჲთა ნუგეშინის-სცეს და არა სასოწარკუეთილ ყვნეს იგინი და აღაშურვნეს წარმართთა მოსლვად სარწმუნოებად. უკუეთუ არა, ესე ცხად არს, ვითარმედ, რაოდენცამცა ძლეულ და დაცემულ იყვნეს იგინი, ვერ ცხონდებოდეს წარმართნი მხოლოდ დაცემითა ოდენ მათითა, არათუმცა შეეწყნაა სარწმუნოებაჲ, ვითარ-იგი კუალად არცა ჰურიანი დაეცემოდეს წოდებითა წარმართთაჲთა, არათუმცა თჳთ ურწმუნო და მბრძოლ ღმრთის ქმნილ იყვნეს.
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რავდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო, ვაშურვო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი (11,13-14).
თარგმანი: ორთა მიზეზთათჳს იტყჳს სიტყუათა ამათ: რაჲთა არცა ჰურიანი ჰგონებდენ, ვითარმედ სიძულილით ამხილებს მათ; არცა კუალად წარმართნი ჰგონებდენ, ვითარმედ ღირს რაჲმე არიან ქებისა. და მის ძლით ზუაობდენ. ამისთჳს დაამდაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ: თქუენ გეტყჳ, წარმართთა, სიტყჳთა ქებისაჲთა, არა სხჳსა რაჲსათჳსმე, გარნა ამისთჳს, რამეთუ მოციქულებაჲ თქუენი რწმუნებულ არს ჩემდა, და ვიიძულები ქებად და დიდებად თქუენდა, ვითარცა მოწაფეთა ჩემთა, რაჲთა ვადიდო მსახურებაჲ ესე ჩემი. [ამას თანა, რაჲთა ნუუკუე და (ვაშურვო)] ჰურიათაგანთა, რომელთა ჴორცად ჩემდა უწოდ, რაჲთა ამით ქებითა შთაუთესო შური კეთილისაჲ და ესრეთ ვაცხოვნნე იგინი.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი — დაგება სოფლისა, რავდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან! (11,15).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემორე ძაგებითა შეაწუხნა, აწ კუალად ქებითა აღაშენებს ჰურიათა. და მათთჳს ეტყჳს წარმართთა, ვითარმედ: უკუეთუ განვრდომამან მათმან მოწოდებითა თქუენითა განამდიდრა სოფელი, რაჟამს ერთისა წილ ჰურიათა ნათესავისა თესლად-თესლადი წარმართთაჲ შეეძინნეს სარწმუნოებასა, რაჲღამცა იყო აწ მოქცეულთაჲ მათ შეწყნარებაჲ ღმრთისა მიერ? რაჲღა სხუაჲ, თჳნიერ ცხორებაჲ მკუდართაგან? ვითარ თუმცა მომკუდარნი ცოდვითა კუალად განცხოველდებოდეს ღმრთისა მიერ.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, —და თბეცა. და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, — და რტონიცა მისნი (11,16).
თარგმანი: დასაბამად და ძირად აწინდელსა ამას ადგილსა აბრაჰამს უწოდს და წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართა და ყოველთავე ძუელსა შინა სათნო-ყოფილთა, ხოლო რტოდ და თბედ — მათ, რომელნი მათისა მის ნათესავისაგან მორწმუნე იყვნენ; რაჲთა კადნიერ ყვნეს მოსლვად სარწმუნოებად, ვითარცა შვილნი მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთანი.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთისხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა, და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთისხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ ძირი იგი შენ გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას — შენ (11,18).
თარგმანი: დაღათუ აქა ვიეთიმე თქუა გარდატეხაჲ, არამედ ესე ნუგეშინის-ცემისათჳს ქმნა ჰურიათაჲსა, რაჲთა არა სასოწარკუეთილ იქმნნენ; რამეთუ ზემორე ნეშტისასა ოდენ იტყოდა ცხოვნებასა, ხოლო აქა ვიეთსამე იტყჳს წარწყმედასა, ესე იგი არს, უმცირესთასა. გარნა შენ იხილე, ვითარ თჳთ მებრ სიტყუაჲ ესე, წარმართთა დასამდაბლებელი, ჰურიათა უფროჲსად მომწყლველ ექმნების, რაჟამს ესმას თჳსი ძირისაგან გარდატეხაჲ, და სხუათაჲ, არა ხოლო ლიტონად დამყნაჲ, არამედ თანაზიარ სიპოხისა მის ქმნაჲ, რომელი-ესე ამას გამოაჩინებს, ვითარმედ არარაჲთ უდარეს არიან ბუნებითთა მათ რტოთა აწ დამყნილნი იგი, არამედ ყოველივე სიპოხე და სიმტკიცე ძირთაჲ მათ მიუღებიეს.
და კუალად, სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "ნუ ექადი", არა ესრეთ ლიტონ არს, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "ნუ დაექადი". ამას ეტყჳს, ვითარმედ: ნუღარა ზედა-დაურთავ სიქადულსა ქუე-მდებარესა იმას; რამეთუ "ნუ უყივი" და "ნუ ექადი" ამით განიყოფებიან "ნუ დაჰყივისა" და "ნუ დაექადისაგან", რამეთუ, რაჟამს უყიოდის ვინმე გინა ექადდეს, ზე-მდგომარისა მიმართ ჰყოფს, ხოლო "დაყივილი" და "დაქადილი" ესე — ქუე-მდებარისა მიმართ იქმნების. ამით ყოვლითა დაჰქენჯნის მათ, რაჟამს უჩუენოს ქუემდებარეობაჲ მათი, და ვითარმედ სიქადულისა ღირსი უქმნიეს წარმართთა. დაღაცათუ არა ჯერ-არს, რაჲთა დაექადდენ ქუე-მდებარეთა მათ ზედა და ძირისაგან გარდატეხილთა. ხოლო ესე ღონისძიებითი შეწევნაჲ არს ჰურიათაჲ, რაჲთა ზოგს-რე წარმართთა დაქენჯნითა ნუგეშინის-სცეს მათ მოციქულმან, რომელთაგანი ერთი ესე მოიპოვა, ვითარმედ: არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას — შენ. ამას მკურნალნიცა ჰყოფენ და უღონოთა ღონეთაგან სიტყუათა ნუგეშინისცემისათა შეუკრებენ სნეულსა. უკუეთუ არა, რაჲ არს ესე "თქუენ რტოთა გარდატეხილთადა"? უკუეთუ მე ძირსა მას თაყუანის-ვსცემ, ვითარცა წმიდასა და მართალსა, ხოლო თქუენ, მიერ გარდატეხილთა და განყრილთა, გაყუედრებ, ვითარცა უცხოჲ, ზიარ-ქმნული სიპოხისა მისისაჲ.
მოციქულისაჲ: სთქუა უკუე: "გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა". კეთილ; იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა. ნუ ჰმადლოი, არამედ გეშინოდენ (11,19-20).
თარგმანი: რასა-ესე წარმართთა მაგიერ იტყჳს, თჳთვე ეწამების, ვითარმედ: "კეთილ, ეგრეთ არს თქუმული ეგე". ამისსა შემდგომად მიზეზსა იტყჳს მათისაცა განვრდომისა და ჩუენისაცა ცხორებისასა, ვითარმედ: დაღაცათუ სხუაჲ რაჲმე გესმეს მიზეზი, ყოველი მოპოვნებით თქუმულ არს; რამეთუ მათ დაცემა ექმნა ურწმუნოებაჲ, ხოლო ჩუენ აღდგომა — სარწმუნოებაჲ; ამისთჳს ჩუენ გჳჴმს შიში, თავისუფალი ზუაობისაგან, ნუ-სადა კუალად დავეცნეთ, ხოლო მათ — არა წარკუეთაჲ სასოებისაჲ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე არცა შენ გრიდოს (11,21).
თარგმანი: განსწავლასა შინა წარმართთასა ზედა-მიწევნით განაქიქებს განსაცდელსა ჰურიათასა, და კუალად, რაჲთა არა შეაწუხნეს წარმართნი, ამისთჳს, ვითარცა იჭჳთ, ეტყჳს მათ მტკიცისა საქმისათჳს: "ნუუკუე არცა შენ გრიდოს".
მოციქულისაჲ: აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ; დაცემულთა მათ ზედა — სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო, და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა (11,22-23).
თარგმანი: ღმრთისა მიმართ მიაგდებს საქმესა და მადლისა მიმართ მისისა, რამეთუ არავისთა საქმეთაგან, თჳნიერ მხოლოდ მადლისა მიერ მისისა იტყჳს ცხოვნებასა, ხოლო შემდგომად ცხოვნებისა ჩუენ ზედა დასდებს ტჳრთსა დადგრომისა და არა-დადგრომისასა სიტკბოებასა მას შინა, რამეთუ შემდგომად სარწმუნოებით განმართლებისა გჳჴმს მოგებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რაჲთა მათ მიერ ვეგნეთ სიტკბოებასა შინა ღმრთისასა, მარადის მივლტოლვითა კაცთმოყუარებისა მიმართ მისისა, რამეთუ არცა ჩუენი დგომაჲ დაუცემელ არს, არცა მათი დაცემაჲ აღუდგომელ, არამედ ჩუენ უკუეთუ უკრძალველ ვიყვნეთ, კუალად მოვეკუეთებით; რამეთუ არა ღმერთი, არამედ ჩუენ თჳთ ვართ მომკუეთელ თავთა ჩუენთა; და იგინი, უკუეთუ განიფრთხონ და მოიქცენ, კუალად დავე-ემყნნენ; არა თავით თჳსით, არამედ ღმრთისა მიერ, ყოვლისავე შემძლებელისა, რამეთუ დაცემისა და მოკუეთისა ჩუენ ვართ მოქმედ, ხოლო აღდგომისა და დამყნისა — ღმერთი.
მოციქულისაჲ: უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე, ველურისა ზეთისხილისა, და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთისხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნნენ თჳსსავე მას ზეთისხილსა! (11,24).
თარგმანი: ბუნებითთა საქმეთაგან სასოებასა მისცემს ჰურიათა, სახითა ამით ზეთისხილისაჲთა, ვითარმედ შემძლებელ არს სარწმუნოებად მოსლვითა ცხორებაჲ მათი; ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უმეტესი რაჲმე აქუს ჰურიაობისაგან მოქცეულსა, უფროჲს წარმართობისაგან მოქცეულთაჲსა, ამისთჳს არარას უმეტესსა იტყჳს მათთჳს, არამედ: "იგინიცა და-ვე-ემყნნენო". ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ უმეტეს ველურისა მის დამყნილისასა აქუნდეს შინაურთა მათ დამყნილთა.
მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, რაჲთა არა იყვნეთ თავით თჳსით ბრძენ: რამეთუ სიბრმე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს, და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს (11,25-26).
თარგმანი: ესე არს სასწაული სრულიადისა უმეცრებისაჲ, რაჟამს კაცი თჳსსა სიბრძნესა დაამტკიცებდეს, და უფროჲსღა გამოძიებასა შინა ესევითართა საიდუმლოთასა, რომელ არს ესე, ვითარმედ: სიბრმე არა ჟამად-ჟამად არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კერძოდ შეჰყვა ისრაჱლსა. ესე იგი არს, ვითარმედ არა ყოველნი დაბრმეს, არამედ ზოგნი; რამეთუ იყვნეს მათ შორის ურწმუნონი მოქცეულნი, და რომელთა მორწმუნე-ყოფაჲ ეგულებოდა. ხოლო სავსება წარმართთა არიან ყოველნი წარმართნი, რომელთა ეგულების მოსლვაჲ სარწმუნოებად, რაჟამს-იგი ყოველნი შემოჴდენ, მაშინღა ჰურიაობასა შინა დაშთომილნიცა იგი მოუჴდენ სარწმუნოებასა, რამეთუ მათთჳს წერილ არს: "დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა მათ შორის განჰმზადო პირი მათი" ().
გენადისი: ესრეთ იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუ დიდისა რაჲსმე და საკჳრველისა მეეჭუელ ხართ, რომელნი-ეგე თავთა თჳსთა აცთუნებთ, არამედ ისწავეთ შემოკლებულად საიდუმლოჲ ესე საზარელი: კერძოდ დაბრმობილობასა და ცხორებისაგან განვრდომილებასა, თჳნიერ სხუათა მათ რჩეულთასა ურწმუნოებასა შინა დაშთომილთა მათ ისრაიტელთასა თქუენთჳს თავს-იდებს ღმერთი: რამეთუ, რაჟამს თქუენ ყოველნი შემოხვიდეთ, მაშინ კუალად მათცა ყოველთა შეიწყნარებს მადლი საღმრთოჲ, ვითარცა წამებს ესაიაჲსიცა იგი სიტყუაჲ წერილისაჲ.
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი, და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართი აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,26-27).
თარგმანი: ესაიაჲსი არს სიტყუაჲ ესე, რომელი ჴმამაღლად ქადაგებს, არა სინით, არამედ სიონით მომავალსა მჴსნელსა, რომელმან მოაქციოს ცოდვათაგან სახლი იაკობისი, და მოიყვანოს სარწმუნოებად თჳსსა. ხოლო, რაჲთა არა პირველ მოქცეულთა ჰურიათა მიაჩემოს ვინმე სიტყუაჲ ესე, ამისთჳს სასწაულსაცა დასდებს მის ჟამისასა: არა რაჟამს წინა-დაიცჳთონ, არცა რაჟამს მსხუერპლნი შეწირნენ, არამედ რაჟამს მიემთხჳნენ მიტევებასა ცოდვათასა, რომელ არს მადლი ნათლისღებისაჲ.
მოციქულისაჲ სახარებისა მისგან — მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან — საყუარელ მამათათჳს (11,28).
თარგმანი: ამით სახითა მტერ თქუენდა არიანო ჰურიანი, — წარმართთა მტეხს რამეთუ, რაჟამს თქუენდა მომართ მოიცვალა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, მის ძლით უმეტეს გეშურვნეს თქუენ და განდგეს სახარებისაგან, ხოლო ამით სახითა — საყუარელ თქუენდა, რამეთუ მამათაჲთგან და პაპთაჲთგან რჩეულ და საყუარელ არიან ღმრთისა, ვითარცა შვილნი მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთანი.
მოციქულისაჲ: რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი, რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთცა ესენი ურჩ ექმნნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,28-31).
თარგმანი: ამას ადგილსა აჩუენებს, ვითარმედ პირველად წარმართნი იწოდნეს ღმრთისა მიერ, და რაჟამს არა ისმინეს, მაშინღა ჰურიანი გამორჩეულ იქმნნეს. ეგრეთვე აწ, რაჟამს ჰურიანი ურჩ ექმნნეს, წარმართთა უწოდა, და მეორედ წოდებულთაღა ირწმუნეს, რაჲთა ყოველსავე ზედა შეუნანებელ იყვნენ მადლნი და ჩინებანი ღმრთისანი, ხოლო არა თუ განჴდასა ამას ზედა ჰურიათასა ჰყოფს დასასრულსა, არამედ კუალად მათცა შეიწყალებს და მოქცევასა ღირს ჰყოფს. და ორთავე ურთიერთას აღაშურვებს, რაჲთა ორნივე შეიწყალნეს და აცხოვნნეს: ესენი —მათ მიერ, და იგინი — ამათ მიერ.
მოციქულისაჲ: რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს (11,32).
თარგმანი: შეყენებაჲ ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: ამხილა და განუცხადა ბრალი ურჩებისაჲ, რაჲთა ზოგად ყოველნი მოიქცენ და შეწყალებულ იქმნენ.
მოციქულისაჲ: ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! (11,33).
თარგმანი: გულსა მოიგონა რაჲ მოციქულმან დასაბამითგანი სიღრმე სიბრძნით განგებულებათა ღმრთისათაჲ, უღონო იქმნა რაჲსამე სიტყუად მისსა მიმართ, ვინაჲცა მხოლოდ დაუკჳრდა ოდენ, რამეთუ არა ხოლო ცნობაჲ, არამედ ძიებაჲცა უღონო არს განკითხვათა მისთაჲ, და შეუძლებელ — გამოკულევაჲ გზათა მისთაჲ, რომელ არიან საიდუმლონი ჴორცთშესხმისანი.
მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას, ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად-მიეგო მას? (11,34-35).
თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა საკჳრველ ჰყოფს სიტყუათა თჳსთა, ვითარმედ მან მხოლომან უფალმან იცის თავი თჳსი, და არავის ზედა ქველის-მოქმედებს თანამდებობით, არამედ მარადის იგი არს დასაბამი ნიჭთა მინიჭებიაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ მისგან და მის მიერ და მისსა მიმართ არს ყოველი; მისსა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (11,36).
თარგმანი: მისგან — ესრეთ, რამეთუ იგი არს მომპოვნებელი კეთილთაჲ, ხოლო მის მიერ — რამეთუ იგი არს შემოქმედი ყოველთა არსთაჲ, ხოლო მისსა მიმართ — რამეთუ იგი იპყრობს და განაგებს და ჰმართებს ყოველთა.
ვინაჲთგან უკუე ესოდენ დიდ-დიდნი და უცნაურნი საქმენი წარმოთქუნა ღმრთისანი, დიდებისმეტყუელებით სრულ-ყო სიტყუაჲ თჳსი, და თქუა ესრეთ, ვითარმედ "მისსა". ვისსა მისსა? — გარნა თუ მომპოვნებელისა შემოქმედისა და მპყრობელისა ყოველთა არსთაჲსა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.