მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 11:15

14. If by any means I may provoke to emulation them which are my flesh, and might save some of them.15. For if the casting away of them be the reconciling of the world, what shall the receiving of them be, but life from the dead?16. For if the firstfruit be holy, the lump is also holy: and if the root be holy, so are the branches.
Romans თავი 11
15. For if the casting away of them be the reconciling of the world, what shall the receiving of them be, but life from the dead?
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი — დაგება სოფლისა, რაჲ-მე-ღა იყოს შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდრეთით? (11,15).:

თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს პირსა, ვითარმედ: უკუეთუ განვრდომაჲ მათი მიზეზ ცხორებისა ექმნა სოფელსა, რაჲ ვინ თქუას მისთჳს, უკუეთუ შეეწყნარნენ იგინი ღმერთსა; რაჲ-მე ყოფად არს; სხუაჲ რაჲმცა იყოო, გარნა აღდგომაჲ მათი მკუდრეთით; რამეთუ აწ მკუდარნი არიან ცოდვათა მიერ, ხოლო უკუეთუ შეეწყნარნენ ქრისტესა, მაშინ იქმნას აღდგომაჲ მათი სიკუდილისა მისგან, და ცხორებაჲ საღმრთოჲ.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი — დაგება სოფლისა, რავდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან! (11,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემორე ძაგებითა შეაწუხნა, აწ კუალად ქებითა აღაშენებს ჰურიათა. და მათთჳს ეტყჳს წარმართთა, ვითარმედ: უკუეთუ განვრდომამან მათმან მოწოდებითა თქუენითა განამდიდრა სოფელი, რაჟამს ერთისა წილ ჰურიათა ნათესავისა თესლად-თესლადი წარმართთაჲ შეეძინნეს სარწმუნოებასა, რაჲღამცა იყო აწ მოქცეულთაჲ მათ შეწყნარებაჲ ღმრთისა მიერ? რაჲღა სხუაჲ, თჳნიერ ცხორებაჲ მკუდართაგან? ვითარ თუმცა მომკუდარნი ცოდვითა კუალად განცხოველდებოდეს ღმრთისა მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის