თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....
Romans 12:4
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).
თარგმანი: თჳთ მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელთა მიერ ვცხონდით, შემოიყვანებს აწ მვედრებელად ჩუენდა. და რაჲთა არა, გუესმეს რაჲ მსხუერპლ ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ, ვჰგონებდეთ, ვითარმედ გუაწუევს დაკლვასა მათსა, ამისთჳს მყის ზედა-დაჰრთავს "ცხოველსა"; რამეთუ ესრეთ იქმნების წარდგინებაჲ ჴორცთაჲ მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, რაჲთა თუალნი კრძალულებით ხედვიდენ არარას ბოროტსა, არამედ ყოველსავე კეთილსა არიან იგინი შესაწირავ. ხოლო ჴელი რაჟამს არარას იქმოდის უჯეროსა, თჳნიერ კეთილსა და მოწყალებასა, ქმნილ არს იგი ყოვლადდასაწუველ. ხოლო ენაჲ, არა-მეტყუელი უჯეროებისაჲ, არამედ მარადის მზრახვალი შჯულსა უფლისასა, არს იგი მსხუერპლ. ხოლო ყურნი რაჟამს არა განეღებოდინ საეშმაკოთა, არამედ დაუჴშველ იყვნენ საღმრთოთა ზრახვათათჳს, მაშინ არიან იგინი შესაწირავ წმიდა და სათნო ღმრთისა, უფროჲს ჰურიაებრივისა მის დაკლვისა...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის