მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: თჳთ მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელთა მიერ ვცხონდით, შემოიყვანებს აწ მვედრებელად ჩუენდა. და რაჲთა არა, გუესმეს რაჲ მსხუერპლ ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ, ვჰგონებდეთ, ვითარმედ გუაწუევს დაკლვასა მათსა, ამისთჳს მყის ზედა-დაჰრთავს "ცხოველსა"; რამეთუ ესრეთ იქმნების წარდგინებაჲ ჴორცთაჲ მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, რ თუალნი კრძალულებით ხედდენ არარას ბოროტსა, არამედ ყოველსავე კეთილსა არიან იგინი შესაწირავ. ხოლო ჴელი რაჟამს არარას იქმოდის უჯეროსა, თჳნიერ კეთილსა და მოწყალებასა, ქმნილ არს იგი ყოვლადდასაწუველ. ხოლო ენაჲ, არა-მეტყუელი უჯეროებისაჲ, არამედ მარადის მზრახვალი შჯულსა უფლისასა, არს იგი მსხუერპლ. ხოლო ყურნი რაჟამს არა განეღებოდინ საეშმაკოთა, არამედ დაუჴშველ იყვნენ საღმრთოთა ზრახვათათჳს, მაშინ არიან იგინი შესაწირავ წმიდა და სათნო ღმრთისა, უფროჲს ჰურიაებრივისა მის დაკლვისა პირუტყუთაჲსა, რომლისა მეძიებელ ღმერთი არაოდეს გამოჩნდების.

ხოლო ესე, რომელ პირველ ვთქუენით, მსხუე, ნიერ ესე ხოლო საძიებელ არს, მრად მისსა წარდგენილთა ცთა არცა ერთი რაჲ ზიარებ აქუნდეს სოფლისაჲ და სოფლის მპყრობელისაჲ ასოთა შინა თჳსთა, ვითარცა ჰუნეთა, განსასვენებელთა ყოველთა მეუფისათა. ხოლო მეტყუელი მსახურებაჲ თქუა ნაცვალად სიტყჳერისა და უსისხლოჲსა მსხუერპლისა, რომელ არს სულიერი მსახურებაჲ ღმრთისაჲ, საღმრთოდ მოქალაქობისა მიერ.

მოციქულისაჲ: და ნუ თანა-ხატ-ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (12,2).

თარგმანი: თანახატ-ქმნაჲ ესრეთ გულისჴმა ყავ, რაჟამს კაცი თანა ებოდის ხატად-ხატადთა ამალებათა სოფლისა ამის წარლისათა, რომლისა ხატობითა რომელობაჲ მისი მოა. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ რეს არს: ნაცვათ", რებ... ლეთ... ვითარმედ გ... ...სა თქუენ... გ̃ნბას... კუეთებ... ესრეთ... ცოდვ... და მ̃დის... ...ლისა...

მოციქულისაჲ: რ-იგი ანოჲ და

თარგმანი: ...] შეუდგს ზე გონებათა სა ღმრთისაჲ, რამეთუ თჳს-ეყვ თაგან ქმნაჲ კეთილისაჲ. თილად, სათნოდ და სრულად ახლსა ამას შჯულსა უწოდს, თანაშეტევებითა ამისითა ძუელსა მას თანა და ჰურიათასა, რამეთუ იგიცა ნებაჲ ღმრთისაჲ იყო და კეთილ, ხოლო ვერღარა სათნო და სრულ, არამედ უძლურებისათჳს მათისა შენდობილ, ამისთჳს სათნო და სრულ ახალი ესე არს შჯული. რომელსა შინა იპოების სრულებაჲ ნებისა ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს გრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდან სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა (12,3).

თარგმანი: ვინაჲთგან კმა ჰყოფდა თავსა თჳსსა მვეელად და მარწმუნებელად ეთილისა, ამისთჳს ზემორე მო, ხოლო აქა მადლი ღმრთისაჲ წინაბელად მოჴსენე მოქმედებათა მის მის ვინ

ქულისაჲ: ვითარცა მრავალ ასოებსა მას ყოველსა მე აქუს, ეგრეგუამ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ (12,4-5).

თარგმანი: ვინაჲთგან განყოფასა ზედა მადლთასა მრავალნი აღზუავდეს ამათგანცა და კორინთელთაგანცა, ამისთჳსცა ზემოსა მას ჯეროვანსა განბრძნობასა ესე დაურთო დამამდაბლებელად აღზუავებულთა გონებათა, ვითარმედ: ერთსა ვის რაჲ აქუს თავით თჳსით მოგებული, არამედ თითოეულსა — ვითარცა ღმერთმან განუყო, არა ლიტონად, არცა თუალ-ხუმით, არამედ საზომითა სარწმუნოებისაჲთა. ამისსა შემდგომად ვინაჲთგან ვიეთნიმე ეშურებოდეს-ცა ღირს-ქმნულთა მათ მადლისათა, და კუალად, მიმღებელნი იგი მადლისანი შეურაცხ-ჰყოფდეს ნაკლულევანთა მათ მადლისაგან, ამისთჳს ერთგუამ ყოფითა აღმოჰფხურის მათგან შურსა, ხოლო მრავალ-ასოებითა და არა მისვე და ერთისა საქმისა ქონებითა ასწავებს, რაჲთა არავინ არავის შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ ერთისა მის გუამისა სავსებასა აღასრულებდენ, ვითარცა ზოგად ქრისტესდა დამოკიდებულნი, და ჩუენ ყოველთა — თავისა მიერ ურთიერთას ასოებ-ქმნულნი.

მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითოსახედ: გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა; გინა თუ, რომელი ჰმსახურებდეს, —მსახურებითა მით; გინა, რომელი ასწავებდეს, — სწავლითა მით; გინა, რომელი ნუგეშინის-სცემდეს, — ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა (12,6-9).

თარგმანი: ყოველივე ზეგარდამოსა მადლსა მიაჩემა, და ნიჭ წოდებითა — მადლით და არა მოსაგებელად საქმეთა მოცემულობაჲ მისი განაცხადა; ხოლო თითოსახეობაჲ ამისთჳს თქუა, რაჲთა არა მცირედ და დიდად, არამედ თითოსახედ ოდენ უწოდდეთ და ყოველსავე დიდად სახელ-ვსდებდეთ, ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ ჩუენდა მოცემულსა, რამეთუ დაღაცათუ მადლით მოგუეცემის წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ საზომსა ეძიებს სარწმუნოებისასა, რომლისათჳს იგივე და ერთი მადლი მაშინ უმდიდრეს აჩუენებს ძალსა და მოქმედებასა თჳსსა, რაჟამს პოოს გუამი, ღირსებით განმზადებული შეწყნარებად და პყრობად მისსა მის შორის. ხოლო ესე საცნაურ არს, ვითარმედ მსახურებაჲ ზოგადი სახელი არს ყოველთა მადლთაჲ, რამეთუ მსახურებისათჳს მოეცემის ყოველი, და ყოველსავე მას მოცემულსა თანამდებ არს კაცი, რაჲთა ჯეროვნად ამსახუროს ღმერთსა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ზემოჲთ დააწესა უმცირესი და ქმოჲთ შეუდგინნა უდიდესნი, რომელ იან სწავლაჲ და ნუგეშინ, რაჲთა არარას მათგანსა ზედა ვზ, არამედ ყოველსავე ზედა სწორებით ბლდებოდით. ამას თანა გჳ მიცემასა ზედა მხიარულ ვიყვ, არა ვითარცა დაჭირვებად, არამედ ყოვლად შნებად შერაცხვითა, რომლითა შეგუმატების უხუებით მიმცემელობაჲ. ვინაჲცა მისაცემელსა მას არა მიცემა, არამედ ფრიად უსაკუთრეს გარდაცემა სახელ-ედების, რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისა მიერ მოცემულისაგან გარდასცემ.

ესე გულისსიტყუაჲ შემძენს ჩუენ ზოგად სიმდაბლესა და უშურველობასა, რაჲთა ზედა-ვადგებოდით რწმუნებულსა მას ჩუენდა ტალანტისა განმრავლებასა ფრიადითა მოსწრაფებითა, და მხიარულ ვიყვნეთ ქმნასა ზედა მოწყალებისასა, რაჟამს არა ჩემებითი, არამედ ჭეშმარიტებითი გუაქუნდეს სიყუარული ყოველთა მიმართ, რომლისა შეუორგულებელად პყრობითა წარემართებიან ყოველნივე ესე ზემოწერილნი სათნოებანი.

მოციქულისაჲ: განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა (12,9).

თარგმანი: განშორესაკუთრეს არს სიტყუასა ძულობდით ბოროტსა, ე, ვითარმედ ნუ ხოლო საქმით ქმ სძულობთ, არამედ გონბასაცა მისსა აღ და ყოვლად აღმოიფხუ თქუენთა. ხოლო რაჟამს მა კეთილსა შეეყტონითა შემეთა მ̃რი

მოციქულისაჲ:] ძმათმოყუარებედ მოს[ურნე იყვენით (12,10).

თარგმანი: ვინაჲ]თგ̃ნ იქ დაბი დო მე გჳ წ̃ისსა ძალ-უც მარადის მდუღარე და მჴურვალე ყოფად სულთა ჩუენთა, ვითარცა ცეცხლსა შემწუველსა შეცოდებათასა, და ცხოველსმყოფელსა და განმანათლებელსა სულთასა.

მოციქულისაჲ: უფალსა ჰმონებდით, სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით (12,11-12).

თარგმანი: არა სხჳთა რაჲთმე, არამედ ზემო წარმოთქუმულითა წესითა გჳბრძანებს მონებად უფლისა, რაჲთა საქმით სრულ-ვყვნეთ სიტყუანი მისნი სიმტკიცითა სასოებისა საუკუნეთა მოსაგებელთაჲთა, რამეთუ ამით იქმნების სამარადისოჲ მხიარულებით თავს-დებაჲ ჭირთაჲ.

მოციქულისაჲ: ლოცვასა განკრძალულ იყვენით, საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ; სტუმრისმოყუარებასა შეუდეგით (12,12-13).

თარგმანი: ლოცვისა მიერ გჳბრძანებს მოღებად ძალსა კეთილთა მოქმედებისასა, ხოლო ლოცვად გუამცნებს კრძალულებით და შიშით. ამისსა შემდგომად არა ლიტონად გუეტყჳს, ვითარმედ: "მისცემდით საჴმარსა წმიდათასა", არამედ — ეზიარებოდეთო, რამეთუ ჭეშმარიტად მოიღებს უფროჲს, ვიდრეღა მისცემს ყოველი მიმცე, ვინაჲთგან შენ მისცემ საჴმართა, ხოლო იგინი მოგცემენ კადნიერსა ღმრთისა მიმართ, ოხითა შენთჳს მისსა მიმართ. ამისთჳს შეუდგენს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "სტუმრისმოყუარებასა სდევდით". ესე იგი არს, ნუ ელი, შენ მოქენე რაჲსაცა საჴმრი, რომელსა ნუუკუე და ჰრცხუენოდის: არამედ შენ მოსდევდ თანაწარმავალსა და მოაქციე იგი შენდა, ვითარ-იგი ჰყოფდეს აბრაჰამ და ლოთ.

მოციქულისაჲ: აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,14-15).

თარგმანი: გუასწავა რაჲ თუ ვითარ ჯერ-არს ყოფაჲ ძმათა მიმართ, აწ გუასწავებს, თუ ვიარ ვიყვნეთ მტერთა მიმართ. ხოლო არა იტყჳს, ვითარმედ: "წუ მიაგებთ ბოროტსა" ანუ "ნუ სწყევთ", არამედ რომელი ამათსა უფროჲს არს. აკურთხევდით და ულოცევდით, ნუ ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ უცილობელითა თანა-მოწამებითა საქმეთაჲთა, რაჟამს გიხაროდის მოხარულთა თანა და სტიროდით მტირალთა თანა.

თქუას ვინმე, ვითარმედ: "რაჲსათჳს პირველად უადვილესსა ამცნებს, რომელ არს სიხარული მოხარულთა თანა, და ეგრეთღა — უძნელესსა, რომელ არს ტირილი მტირალთა თანა?" არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ ტირილად მტირალთა თანა თჳთ ბუნებაჲ აიძულებს კაცსა, რაოდენცა ვინ ულმობელ იყოს, ზოგად მტერთათჳსცა და მოყუარეთა; ხოლო მოხარულთა თანა სიხარულსა, და უფროჲსღა, რაჟამს მტერთა კეთილი და სიხარული უხაროდის, — ამას სრულიადი შურისაგან და ძჳრისჴსენებისა თავისუფლებაჲ უჴმს.

მოციქულისაჲ: და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით (12,16).

თარგმანი: რაჲ არს მისვე ურთიერთას ზრახვაჲ? გარნა რაჲთა, რაჲ-იგი შენ გინდეს, რაჲთა გიყონ, შენცა უყოფდე სხუათა.

გინებს თუ, რაჲთა არავინ შეურაცხ-გყოს, ვითარიცა ხარ, ნუცა ვის შენ შეურაცხ-ჰყოფ, ვითარიცა ვინ

კუალად, გლახაკისა თანა მდაბალ იყავ ერთობისათჳს სარწმუნოებისა; ხოლო მდიდარსა ნუ ეშურები სიყუარულისათჳს ძმობისა.

მწუხარესა თანა იგლოვდ, ვითარცა მის თანა მწუხარე, და მოხარულსა თანა იხარებდ ვითარცა მის თანა მოხარული, რაჲთა, რაჟამს არა მაღლისმზრახვალ, არამედ მდაბლისა მის თანა დაჰმსდაბლდებოდი, ჯეროვნად აღგამაღლოს ღმერთმან.

მოციქულისაჲ: ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით, და ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ (12,16-17).

თარგმანი: ესე არს თავით თჳსით ბრძენ ყოფაჲ, რაჟამს კაცი ჰგონებდეს, ვითარმედ: თჳთ კმა-ვეყოფვი თავსა თჳსსა, და არღარაჲ ვისგან მიჴმს ზრახებაჲ. ესევითართა ვაებასა მისცემს წერილი, ვითარმედ: "ვაჲ თავით თჳსით ბრძენთა და წინაშე მათსა მეცნიერთა!" () ხოლო ბოროტისა არა-მიგებად ესრეთ დაგიმტკიცებს, ვითარმედ: უკუეთუ შენ საძაგელ და საწყალობელ გიჩნს მოქმედი ბოროტისაჲ, რად არა ევლტი მსგავსებასა მისსა, არამედ შიგებითა მისდა ნაცვლისაჲთა თანაზიარ იქმნები უღმრთოებისა მისისა!

მოციქულისაჲ: წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა; უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით (12,17-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა — "ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ", აწ იტყჳს, ვითარმედ არა კმა არს ესე ოდენ, არამედ, სიტყჳსაებრ იგავთაჲსა, წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. ესე იგი არს, რაჲთა არცა ერთსა ვის ვსცეთ მიზეზი გმობისაჲ, არამედ უკუეთუ ოდენ შესაძლებელ იყოს ჩუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ვჰყოფდეთ. რამეთუ კეთილად თქუა: "უკუეთუ შესაძლებელ იყოს", ვინაჲთგან რაჟამს სახურებისა შჯულთათჳს -უგებდეთ წინააღმდგომსა; ანუ ოდეს ჴელსა აღუპყრობდეთ დაწუნებულთა და მიმძლავრებულთა, მაშინ ვერ შესაძლებელ არს მშვდობისა ყოფაჲ, და არა ხოლო უცხოთა, არამედ შორის ქმრისა და ცოლისა იქმნების ბრძანებაჲ განყოფისაჲ, ვითარმედ: უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეშორებოდის, განეშორენ. ხოლო რომელსა-ესე აწ იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: რაოდენ შენგან შესაძლებელ იყოს, ნუ სცემ ადგილ დაბრკოლებისა ყოველსა ვის; ესე იგი არს ჰურიასა და წარმართსა. თჳნიერ ამისა, რომელ, რაჟამს ღმრთისმსახურებისათჳს იყოს ღუაწლი იგი, მაშინ დეგ და ჰბრძოდე მტკიცედ, ვიდრე სიკუდიდმდე. არამედ ნუცაღა მაშინ სძულობ ვის გონებითა, დაღაცათუ წინა-განეწყობვოდი სიტყჳთა.

მოციქულისაჲ: ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რიასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაჲ, და მე მივაგო, წღ- იტყჳს უფალი (12,19).

თარგმანი: ვინაჲთგან ესე უსაწადელეს არს ჭირვეულისა, რაჲთა იხილოს შურისგებაჲ მაჭირვებელთაჲ, ამისთჳს ესრეთ ეტყჳს ადგილ-ცემად რისხვისა, ვითარმედ: უკუეთუ შენ შურს-იგებდე, დაგიყენებიეს ძლიერი იგი შურისგებაჲ ღმრთისაჲ, ყოვლად უძლურითა მით შურისგებითა შენითა, ხოლო უკუეთუ შენ არარაჲ მიაგო, მაშინ ადგილ-გიცემიეს ყოვლადძლიერისა მის შურისმგებელისადა, რომელი იტყჳს წიგნსა შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "ჩემი არს შურისგებაჲ, და მე მივაგო" (). ამისთჳსცა, ვინაჲთგან შურისგებაჲ მისი არს, და შენდობაჲ — შენი, შეუნდევ ყოვლითა გულითა, რამეთუ ესე არს ადგილ-ცემაჲ რისხვისაჲ, მისი, რომელმან უწყის ჟამი ჯეროვნისა მიგებისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ, ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას, და სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა (12,20).

თარგმანი: სიტყჳსა მიერ იგავთაჲსა არა ხოლო ბოროტისა მიგებად გუაყენებს, არამედ გამოზრდადცა გუაწუევს შიმშილსა და წყურილსა მტერისასა. ხოლო ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე, ამისთჳს მოჴსენებითა ნაკუერცხალისა შეკრებისაჲთა სწორებით მოშიშ ჰყოფს ბოროტისმოქმედსა მას, არღარა ბოროტისმოქმედებად, ხოლო ქველის-მოქმედსა მას — დაუყენებელად ყოფად მოწყალებისა.

მოციქულისაჲ: ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,21).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემოჲთა მით ნაკუერცხლისა აღგზებითა ჯეროვნად შეაძრწუნა მავნებელი და ნუგეშინის-სცა ვნებულსა, გულსმოდგინებით ქველისმოქმედებად მავნებელისა თჳსისა, აწ კუალად ეტყჳს ვნებულსა მას მავნებელისათჳს, ვითარმედ, დაღაცათუ მას სასჯელი შეემატების, რაჟამს შენ ქველისმოქმედ ექმნე, არამედ აწ ნუვე იძლევი ბოროტისაგან. ესე იგი არს, რაჲთამცა ამით გულისსიტყჳთა უყოფდ მას კეთილსა, რაჲთა შეუმატო საშჯელი, რომელი-ესე არა მძლეობა, არამედ ძლეულება გექმნების ბოროტისა მიერ. ამისთჳს მე დაღაცათუ გარქუ ნაკუერცხლისა აღგზებაჲ, არამედ არავე მნებავს ესრეთ ყოფაჲ შინაგან, რაჲთა სასოებითა უმეტესისა დაშჯისაჲთა ქველისმოქმედ ექმნებოდი მტერთა შენთა, რომელი-ესე ძლეულება შენდა არს ბოროტისა მიერ, არამედ ამით კეთილითა სძლე ბოროტსა, რაჲთა არა ხოლო შენ კეთილისმოქმედ ექმნე საქმით, არამედ ზოგად ღმრთისაგანცა და კაცთაგანცა გენებოს კეთილისყოფაჲ შემაწუხებელისა მის შენისაჲ.