მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 12:6

5. So we, being many, are one body in Christ, and every one members one of another.6. Having then gifts differing according to the grace that is given to us, whether prophecy, let us prophesy according to the proportion of faith;7. Or ministry, let us wait on our ministering: or he that teacheth, on teaching;
Romans თავი 12
6. Having then gifts differing according to the grace that is given to us, whether prophecy, let us prophesy according to the proportion of faith;
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ვეტყჳ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს გრძნობ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო მაქუს ჩუენ ნიჭი მადლითა მით ღმრთისაჲთა მოცემულითა ჩუენდა თითოსახედ; გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ სასწაულად სარწმუნოებისა, გინა რომელი მსახურებდეს — მსახურებითა მით; გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს — ნუგეშინის-ცემითა; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი წინამძღუარ იყოს — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა; განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; ძმათმოყუარებით მოყუარებით ურთიერთას სურვიელად მოყუარე იყვენით; პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით. მოსწრაფებასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; სასოებითა გიხაროდენ; ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდეთ; უცხოთმოყუარებასა შეუდეგით; აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,3-15).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....

სრულად ნახვა
თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითოსახედ: გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა; გინა თუ, რომელი ჰმსახურებდეს, —მსახურებითა მით; გინა, რომელი ასწავებდეს, — სწავლითა მით; გინა, რომელი ნუგეშინის-სცემდეს, — ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა (12,6-9).:

თარგმანი: ყოველივე ზეგარდამოსა მადლსა მიაჩემა, და ნიჭ წოდებითა — მადლით და არა მოსაგებელად საქმეთა მოცემულობაჲ მისი განაცხადა; ხოლო თითოსახეობაჲ ამისთჳს თქუა, რაჲთა არა მცირედ და დიდად, არამედ თითოსახედ ოდენ უწოდდეთ და ყოველსავე დიდად სახელ-ვსდებდეთ, ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ ჩუენდა მოცემულსა, რამეთუ დაღაცათუ მადლით მოგუეცემის წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ საზომსა ეძიებს სარწმუნოებისასა, რომლისათჳს იგივე და ერთი მადლი მაშინ უმდიდრეს აჩუენებს ძალსა და მოქმედებასა თჳსსა, რაჟამს პოოს გუამი, ღირსებით განმზადებული შეწყნარებად და პყრობად მისსა მის შორის. ხოლო ესე საცნაურ არს, ვითარმედ მსახურებაჲ ზოგადი სახელი არს ყოველთა მადლთაჲ, რამეთუ მსახურებისათჳს მოეცემის ყოველი, და ყოველსავე მას მოცემულსა თანამდებ არს კაცი, რაჲთა ჯეროვნად ამსახუროს ღმერთსა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ზემოჲთ დააწესა უმცირესი და ქმოჲთ შეუდგინნა უდიდესნი, რომელ იან სწავლაჲ და ნუგეშინ, რაჲთა არარას მათგანსა ზედა ვზ, არამედ ყოველსავე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის