მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 14:13

12. So then every one of us shall give account of himself to God.13. Let us not therefore judge one another any more: but judge this rather, that no man put a stumblingblock or an occasion to fall in his brother's way.14. I know, and am persuaded by the Lord Jesus, that there is nothing unclean of itself: but to him that esteemeth any thing to be unclean, to him it is unclean.
Romans თავი 14
13. Let us not therefore judge one another any more: but judge this rather, that no man put a stumblingblock or an occasion to fall in his brother's way.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროჲსღა ესე განიკითხეთ, რაჲთა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა (14,12-13).:

თარგმანი: ესე სიტყუანი ზოგად ორთავე მიმართ არიან, რაჲთა არცა სარწმუნოებით მიმღებელი იგი ჭამადთაჲ განიკითხვიდეს ჯერეთ ჰურიაებრთა წესთა მიდევნებულსა მას, არცა კუალად რეცა მმარხველი იგი დაშჯიდეს ამას, ვითარცა ნაყროვანსა, არამედ კრძალულ იყვნენ, რაჲთა არა დაბრკოლება-სცენ ურთიერთას.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნურაღამცა უკუე ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ ესე საჯეთ უფროჲსად, რაჲთა არა შეამთხჳოთ დაბრკოლებაჲ გინა საცთური ძმასა. ვიცი და მრწამს უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით, გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ. ხოლო უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ (14,13-15).:

თარგმანი: ესე ორთავე მიმართ არს, — რომელი განუკითხველად ჭამდა და რომელი ერიდებოდა; რამეთუ იგი მისისა არა-ჭამისათჳს დაბრკოლდებოდა და ესე კუალად — მისისა მხილებისაგან. ამისთჳს ორთავე ეტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ზედა ესე საჯეთ, რაჲთა არა დააბრკოლებდეთ ურთიერთას, რამეთუ არარაჲ არს ღმრთისა დაბადებული ბუნებით შეგინებულ, არამედ გონებისაებრ მიმღებელისა იქმნების წინაშე მისა შეგინებულ.

აყუედრებდეს მტკიცედ მორწმუნენი იგი მათ, რომელნი ერიდებოდეს ჭამადთა, ვითარმედ: ჰურიებისათჳს იქმთო ესრეთ, და არა მარხვისათჳს. ხოლო მოციქულსა არა ენება არა ფრიად დიდთა მათ ცთომათა ზედა დიდად ყუედრებაჲ ესევითართაჲ მათ; ნუ-უკუე სულმოკლე იქმნენ და სრულიად ჰურიებასა მიექცენ. ამისთჳს იტყჳს: ვიცი და მრწამს, ვითარმედ არა შეგინებულ არიან ჭამადნი ეგე, რომელთა შჭამ მორწმუნე ეგე, არამედ კეთილადცა იქმ, რომელ შჭამ. გარნა უკუეთუ იხილო, ვითარმედ მისგან ძმაჲ იგი უძლური სრულიად წარწყმდების, ნუ ყუედრებასა ოდენ ჰრიდებ, არამედ განგებულებით ჭამასაცა ერიდე, თუ არა — შორს ხარ სიყუარულისაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის