მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 15:11

10. And again he saith, Rejoice, ye Gentiles, with his people.11. And again, Praise the Lord, all ye Gentiles; and laud him, all ye people.12. And again, Esaias saith, There shall be a root of Jesse, and he that shall rise to reign over the Gentiles; in him shall the Gentiles trust.
Romans თავი 15
11. And again, Praise the Lord, all ye Gentiles; and laud him, all ye people.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი — წყალობისათჳს დიდებად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. და მერმე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა: და კუალად იტყჳს: აქებდით ყოველი თესლები უფალსა, და უგალობდით მას ყოველი ერი. და მერმე იტყჳს ესაია: და იყოს ძირი იგი იესესი და რომელი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა (15,9-13).:

თარგმანი: რაჲთა არა ზუაობდენ წარმართთაგანნი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა, არამედ წყალობით ოდენ ცხონდეს, რაჲთა იდიდოს ღმერთი მოწყალებისა თჳსისათვის, დაღათუ არცა რაჲ ჰურიათა ერგო აღთქუმისაგან, არათუმცა ქრისტე მოსრულ იყო.

თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და კუალად იტყჳს: "იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა". და კუალად იტყჳს: "უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი". და მერმე ესაია იტყჳს: "და იყოს ძირი იგი იესესი, და რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ (15,10-12).:

თარგმანი: აჰა სხუანი წამებანი მეორისა შჯულისაგან და ას და მეათექუსმეტისა ფსალმუნისაგან და წიგნისაგან ესაიაჲსსა შემოღებულნი, რომელთა მიერ ცხად ყო მოციქულმან მრავალთა პირთა მიერ წინა-მოსწავებული იგი შეერთებაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ, რამეთუ ერად ღმრთისა ჰურიათა უწოდის წინაჲსწარმეტყუელი მოსე, და მათ თანა წარმართთა სიხარულად მოუწოდს, და ეგრთვე, ყოველ თესლებ, მგალობელ უფლისა — ყოველთა წარმართთა იტყჳს, და ერ, მაქებელ უფლისა — ჰურიათა, ხოლო ჴმამაღალი ესაია ძირით იესესით აღდგომილსა მას არღარაჲთ სხჳთ, არამედ მთავრობითა წარმართთაჲთა შესწავებულ ჰყოფს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის