📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს, ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა, რამეთუ რავდენნი-იგი წინაჲსწარ დაიწერნეს, ჩუენდა სამოძღურებელად წანაჲსწარ დაიწერნეს, რაჲთა მოთმინებითა და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს (15,3-4).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტეს მაგიერ არს მამისა მიმართ, ვითარმედ: არარაჲ უცხოჲ-ქმნილ არს, მამაო, არამედ ვითარცა-იგი პირველთა ჟამთა მრავალთა უგულებელს-გყვეს შენ, და შენ მრავალნი გგმობდეს, ეგრეთვე მაშინდელთა მათ შენთა შეურაცხისმყოფელთა და მგმობართა გმობანი და ყუედრებანი აწ ჩემ ზედა, ძესა შენსა, მოვიდეს.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისა და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ-ყოფილსა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, რაჲთა მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი მამათაჲ (15,5-8).
თარგმანი: აღთქუმაჲ ყო ღმერთმან აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: შენ მოგცე ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ და ნათესავისა შენისაგან იკურთხნენ ყოველნი წარმართნი, ხოლო ამისა შემდგომად მოსცა შჯულიცა მოსეს მიერი ნათესავსა აბრაჰამისსა, რაჲთამცა უმეტესად სათნო-ეყვნეს ღმერთსა. ხოლო იგინი არა იქმნეს დამმარხველ შჯულისა მის, და ამისთჳს გამოჩნდეს თანამდებ რისხვისა და ღირს პატიჟისა და ესრეთ იქმნებოდა დაჴსნაჲ აღთქუმათა მათ ღმრთისაჲ, რომელნი ქმნნა მამადმთავართა მიმართ, რაჟამს ნათესავი მათი არა ღირს ყო კეთილთა მათ. მაშინ მოვიდა ძე ღმრთისაჲ და ჰმსახურა ყოველთავე შჯულისა საქმეთა, რომელთა შორის იყო წინადაცუეთაჲცა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, ესე იგი არს, რაჲთა ჭეშმარიტ და მტკიცე იყვნენ აბრაჰამის მიმართ აღთქუმანი ღმრთისანი, რამეთუ, რაჟამს მსახურებითა მით შჯულისაჲთა და ჯუარცუმითა განათავისუფლნა ყოველნი წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, არა ტყუილ იქმნა აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ იქმნა მსახურ წინადაცუეთისა, ესე იგი არს, ვითარმედ იქმნა ნათესავ აბრაჰამისა და აღასრულა შჯული და წინადაცუეთაჲ, და ყოველი რაჲ აღასრულა, ესრეთ დაჰჴსნა წყევაჲ და დააცხრვო რისხვაჲ ღმრთისაჲ, და ადვილ ყო ყოველთა, რომელთა ენებოს, მოღებაჲ აღთქუმათა მათ ღმრთისათა, არამედ არა თუ ამისთჳს ქმნაო, რაჲთა ეგოს შჯული იგი და წინადაცუეთაჲ, არამედ რაჲთა დაჰჴსნას იგი და განგათავისუფლოს შენ, ჵ ჰურიაო, მისისა წყევისა და ჴელმწიფებისაგან, რამეთუ, ვინაჲთგან შენ გარდაჰჴედ შჯულსა, ამისთჳს მან აღასრულა იგი; არა თუ რაჲთა შენცა აღასრულებდე მას, არამედ რაჲთა შენ განსთავისუფლდე მისისა თანამდებობისაგან და აღთქუმასა მამათასა ღირს იქმნე.
მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი — წყალობისათჳს დიდებად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. და მერმე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა: და კუალად იტყჳს: აქებდით ყოველი თესლები უფალსა, და უგალობდით მას ყოველი ერი. და მერმე იტყჳს ესაია: და იყოს ძირი იგი იესესი და რომელი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა (15,9-13).
თარგმანი: რაჲთა არა ზუაობდენ წარმართთაგანნი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა, არამედ წყალობით ოდენ ცხონდეს, რაჲთა იდიდოს ღმერთი მოწყალებისა თჳსისათვის, დაღათუ არცა რაჲ ჰურიათა ერგო აღთქუმისაგან, არათუმცა ქრისტე მოსრულ იყო.