მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 15:25

24. Whensoever I take my journey into Spain, I will come to you: for I trust to see you in my journey, and to be brought on my way thitherward by you, if first I be somewhat filled with your company.25. But now I go unto Jerusalem to minister unto the saints.26. For it hath pleased them of Macedonia and Achaia to make a certain contribution for the poor saints which are at Jerusalem.
Romans თავი 15
25. But now I go unto Jerusalem to minister unto the saints.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ესერა აღვალ იერუსალჱმად მსახურებად წმიდათა, რამეთუ ჯერ-იჩინა მაკედონიამან და აქაიამან ზიარება რაჲსმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა (15,25-27).:

მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალთა საქმეთათჳს ამხილა და აბრალა, აწ მცირედ ახარებს სიტყჳთა, ვითარმედ: მრწამს და ვიცი, რამეთუ სავსე ხართ ყოველთა კეთილითა და სიბრძნითა. გარნა მეცა, ვინაჲთგან მოციქულად წარმართთა...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა (15,25).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "არღარა მაქუს ადგილი და მსურის მისლვად თქუენდა", და იგი ჯერეთ ჰყოვნიდა-ვე, რაჲთა არა კიცხევად შეჰრაცხონ, ამისთჳს მიზეზსაცა ეტყჳს დაყოვნებისასა; ესე იგი არს მსახურებად წარვლინებაჲ იგი. ხოლო რომლისაჲ პავლე მსახურ არს, გულისჴმა-ყავ-ღა, თუ რაბამ იყო საქმე იგი მსახურებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის