თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მოვიდე თქუენდა, უწყი, ვითარმედ გპოვნე აღსავსედ ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სავსებაჲ კურთხევისაჲ სახარებისა ქრისტესისაჲ —უნაკლულოებასა ყოველთა კეთილთაგან მოასწავებს.
ჳკუმენისი: გინა თუ ესრეთცა, ვითარმედ უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, აღმავსებელ ვექმნე სულთა თქუენთა ყოვლითა კეთილითა სარწმუნოებისა ქრისტესითა და საქმეთა კეთილთაჲთა.