მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 16:24

23. Gaius mine host, and of the whole church, saluteth you. Erastus the chamberlain of the city saluteth you, and Quartus a brother.24. The grace of our Lord Jesus Christ be with you all. Amen.25. Now to him that is of power to stablish you according to my gospel, and the preaching of Jesus Christ, according to the revelation of the mystery, which was kept secret since the world began,
Romans თავი 16
24. The grace of our Lord Jesus Christ be with you all. Amen.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,24).:

თარგმანი: ვინაჲ ეწყო საფუძველსა ებისტოლისასა, იგივე ყო სართულად ებისტოლისა. ხოლო მადლი რაჲ თქუას, ქველისმოქმედებათა მოგუაჴსენებს ქრისტესთა, რამეთუ მადლით მოცემულ არს მის მიერთა კეთილთა უხუებაჲ, რომელ არს მოტევებაჲ ცოდვათაჲ. ხოლო თუ ვითარ იქმნების ამის მადლისა ჩუენ თანა ყოფაჲ, ცხად არს, ვითარმედ — მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა, რომელთა მიერ იქმნების ჩუენ შორის მკჳდრობაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი მამამან მოგუცა ძისა მიერ თჳსისა; რამეთუ ვერვინ ბოროტად ქცევითა მაგინებელი თავისა თჳსისაჲ დაიმჭირავს მის შორის მოქმედებასა სულისა წმიდისასა. აწ უკუე, პირველი იგი მონიჭებაჲ მადლისაჲ ქრისტეს მიერ იქმნების, ხოლო დაცვისა მისისა და წარდევნისა ჩუენ ვართ უფალ, რამეთუ უკუეთუ ზეცისასა ვზრახვიდეთ, იგი ჩუენ შორის არს; ხოლო რაჟამს საწუთროჲსასა შევექცეთ, მაშინ წარვსდევნით მას ჩუენგან; ვინაჲცა თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: "სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ამას ვერ ძალ-უც მიღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი" (). აჰა, უცილობელი წამებაჲ, ვითარმედ სოფლიოთა ზრუნვათაგან შეპყრობილი სული არა ხოლო ვერ...

სრულად ნახვა
თავი კ შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩემსა, რომელი-იგი არს მსახური ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, საქმე თუ რაჲმე უჴმდეს, რამეთუ იგიცა მრავალთა თანადამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (15, 32-33; 16, 1-2).
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა ქრისტეს მიერ; კითხვაჲ არქუთ ორბანოს, თანაშემწესა ჩემსა ქრისტეს მიერ, და სტაქჳს, საყუარელსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტოვულესგანთა მათ. კითხვაჲ არქუთ ეროდიანეს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისესგანთა მათ უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას საყუარელსა, რომელი ფრიად მაშურალ არს უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ რუფოს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასაცა მისსა და ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატროვას, ერმას და მათ თანათა მათ ძმათა. კითხვაჲ არქუთ ფილოლოღოს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი, გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მოძღურებისა მის, რომელი-იგი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითართა მათ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონიან, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი. ხოლო თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ იყავნ. მიხარის თქუენთჳს. მნებავს უკუე თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო ბოროტისათჳს. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ. გიკითხავს თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკა და იასონ და სოსიპატროს, თანაშემწენი ჩემნი. გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ. გიკითხავს თქუენ გაიოს, მოსტუმრე ჩემი და ყოველთა ეკლესიათაჲ. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ და კუარტოს, ძმაჲ ჩემი. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,8-24).:

ესე ებისტოლე მიუწერა კორინთით და წარსცა ფიბეს მიერ, მსახურისა კენქრელთა ეკლესიისა. არს ამას შინა ბერძულითა ფილაფოზთა სათუალავითა მუჴლი ՙჩ̂კ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის