📋 სარჩევი
თარგმანი: დიდი ქებაჲ წარმოთქუა ფიბესი, და ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომელი-იგი თანადამდგომ ექმნა და განუსუენა სანატრელსა მას სულსა პავლესსა.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ ქრისტეს მიმართ (16,3-5).
თარგმანი: ესენი არიან მეპრატაკენი იგი, რომელნი იყოფოდეს კორინთეს პავლეს თანა, ხოლო დიდად აქებს მათ, ვითარმედ "თანა-შემწეთა ჩემთა", რამეთუ თანა-შეეწეოდეს სწავლასა შინა და ჭირთა და განსაცდელთა, რომელთა "სულისა ჩემისათჳს", ესე იგი არს განსუენებისათჳს სულისა ჩემისა" მოუდრიკნეს ქედნი მათნი. რასა მოუდრიკნეს? — გარნა ჭირთა, გუემათა და მახჳლსაცა, რამეთუ არა მე ოდენ მადლიერ ვარო მათდა, არამედ ყოველნი წარმართთა ეკლესიანი, გინა თუ სწავლისათჳს მათ მიერისა, გინა თუ მისაცემლითა ნუგეშინისცემისათჳს, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა კითხვაჲ არქუთო, რამეთუ ყოველი სახლი მათი კრებულად საღმრთოდ ექმნა მათ. ამისთჳს ყოველთა კითხვასა მიუმცნებს.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ; კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას (16, 6-7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ თავისა თჳსისათჳს ოდენ დაშურა, რაჲთა ცხონდეს, არამედ თქუენთჳსცაო, და მოციქულისა საქმე აღასრულა.
მოციქულისაჲ: ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაცა იყვნეს ქრისტეს მიმართ (16,7).
თარგმანი: ნათესავად მათ სახელ-სდებს, რომელნი სათნოებითა მსგავს მისა იყვნეს და არა თუ ჴორციელად ნათესავნი იყვნეს მისნი.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა ქრისტეს მიერ; კითხვაჲ არქუთ ორბანოს, თანაშემწესა ჩემსა ქრისტეს მიერ, და სტაქჳს, საყუარელსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტოვულესგანთა მათ. კითხვაჲ არქუთ ეროდიანეს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისესგანთა მათ უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას საყუარელსა, რომელი ფრიად მაშურალ არს უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ რუფოს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასაცა მისსა და ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატროვას, ერმას და მათ თანათა მათ ძმათა. კითხვაჲ არქუთ ფილოლოღოს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი, გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მოძღურებისა მის, რომელი-იგი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითართა მათ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონიან, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი. ხოლო თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ იყავნ. მიხარის თქუენთჳს. მნებავს უკუე თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო ბოროტისათჳს. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ. გიკითხავს თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკა და იასონ და სოსიპატროს, თანაშემწენი ჩემნი. გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ. გიკითხავს თქუენ გაიოს, მოსტუმრე ჩემი და ყოველთა ეკლესიათაჲ. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ და კუარტოს, ძმაჲ ჩემი. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,8-24).
ესე ებისტოლე მიუწერა კორინთით და წარსცა ფიბეს მიერ, მსახურისა კენქრელთა ეკლესიისა. არს ამას შინა ბერძულითა ფილაფოზთა სათუალავითა მუჴლი ՙჩ̂კ.