თარგმანი: ესეცა დიდი ქებაჲ არს, რაჟამს წამებდეს ჭირთა შინა და ღუაწლთა თანამდგომობასა და ვიდრე სიკუდიდმდე ყოვლისავე თავს-დებასა, წარსამართებელად სახარებისა, ხოლო თანამდგომობასა და შეწევნასა იტყჳს ანუ ქადაგებითა სიტყუასა მოძღურებისასა ანუ მინიჭებითა მათდა საჴმართაჲთა, რომლისათჳს არა ხოლო მოციქული, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი მადლიერ იყვნეს, ხოლო სახლად-სახლადობაჲ კრებულთა მათთაჲ ორ სახედ გულისჴმა-იყოფების: ანუ რამეთუ ესოდენ რჩეულ იყვნეს, ვიდრეღა სახლი მათი ეკლესია ყვეს; ანუ ესოდენ მორწმუნე იყვნეს ყოვლით სახლეულითურთ, ვიდრემდის თჳთ სახლებიცა კაცად-კაცადისა მათისაჲ ეკლესია იყო, ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: სახლად-სახლად ეკლესიანი მათნი. ესე იგი არს, ვითარმედ ანუ თჳს-თჳს შეექმნა ეკლესიები სახლთა შინა მათთა, ანუ თჳთ სახლები თითოეულისა მათისაჲ მიმსგავსებულ იყო ეკლესიასა ღმრთისასა სიმდიდრითა წესიერებისაჲთა.
Romans 16:5
4. Who have for my life laid down their own necks: unto whom not only I give thanks, but also all the churches of the Gentiles.5. Likewise greet the church that is in their house. Salute my wellbeloved Epaenetus, who is the firstfruits of Achaia unto Christ.6. Greet Mary, who bestowed much labour on us.
Romans თავი 165. Likewise greet the church that is in their house. Salute my wellbeloved Epaenetus, who is the firstfruits of Achaia unto Christ.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი (16,3-5).:
თავი კ შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩემსა, რომელი-იგი არს მსახური ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, საქმე თუ რაჲმე უჴმდეს, რამეთუ იგიცა მრავალთა თანადამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (15, 32-33; 16, 1-2).
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ ქრისტეს მიმართ (16,3-5).:
სრულად ნახვათარგმანი: დიდი ქებაჲ წარმოთქუა ფიბესი, და ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომელი-იგი თანადამდგომ ექმნა და განუსუენა სანატრელსა მას სულსა პავლესსა.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი მოუდრიკნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიისაჲ ქრისტეს მიმართ (16,3-5).
თარგმანი: ესენი არიან მეპრატაკენი იგი, რომელნი იყოფოდეს კორინთეს პავლეს თანა, ხოლო დიდად აქებს მათ, ვითარმედ "თანა-შემწეთა ჩემთა", რამეთუ თანა-შეეწეოდეს სწავლასა შინა და ჭირთა და განსაცდელთა, რომელთა "სულისა ჩემისათჳს", ესე იგი არს განსუენებისათჳს სულისა ჩემისა" მოუდრიკნეს ქედნი მათნი. რასა მოუდრიკნეს? — გარნა ჭირთა, გუემათა და მახჳლსაცა, რამეთუ არა მე ოდენ მადლიერ ვარო მათდა, არამედ ყოველნი წარმართთა ეკლესიანი, გინა თუ სწავლისათჳს მათ მიერისა, გინა თუ მისაცემლითა ნუგეშინისცემისათჳს, და სახლად-სახლად კრებულსა მათსა...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის