მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 16:7

6. Greet Mary, who bestowed much labour on us.7. Salute Andronicus and Junia, my kinsmen, and my fellowprisoners, who are of note among the apostles, who also were in Christ before me.8. Greet Amplias my beloved in the Lord.
Romans თავი 16
7. Salute Andronicus and Junia, my kinsmen, and my fellowprisoners, who are of note among the apostles, who also were in Christ before me.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ (16,7).:

მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).

თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა მიერ მომეცა მე.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესსა წარმართთა მიმართ (15,16).

თარგმანი: კუალად დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმედ არა ხოლო სიტყუასა მოძღურებისასა, არამედ ვერცაღა მოჴსენებისასა კადნიერ-ვიქმნებოდე მოწერად, არათუმცა წარმართთა მიმართი სახარებაჲ რწმუნებულ იყო ჩემდა იესუ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა (15,16).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ნაცვალად მღდელობის მოღუაწისა ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ მემსხუერპლე სახარებისა მის ღმრთისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სხუათა - სხუაჲ, და...

სრულად ნახვა
თავი კ შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩემსა, რომელი-იგი არს მსახური ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, საქმე თუ რაჲმე უჴმდეს, რამეთუ იგიცა მრავალთა თანადამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (15, 32-33; 16, 1-2).
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაცა იყვნეს ქრისტეს მიმართ (16,7).:

თარგმანი: ნათესავად მათ სახელ-სდებს, რომელნი სათნოებითა მსგავს მისა იყვნეს და არა თუ ჴორციელად ნათესავნი იყვნეს მისნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის