თარგმანი: რომლისა ჰურიისა, ანუ რომლისა წარმართისათჳს ჰყოფს სიტყუასა აწინდელსა ამას ადგილსა? — ცხად არს, ვითარმედ —მათთჳს, რომელნი-იგი პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს, რამეთუ არღა მოაწევს სიტყუასა ამას ჟამთა ამათ მომართ მადლისათა, არამედ ჯერეთ პირველთა მათ ჟამთა შინა იქცევის სიტყუაჲ მოციქულისაჲ; შორით განმზადებს და დაჴსნის განყოფილებასა შორის ჰურიათა და წარმართთა [· · ·] [...ბის ამისთჳს წრ... ... ...]მედს წარმართთა და პირველ მამულისა შჯულსა შინა მყოფთავე ჰურიათა თანა შეაერთებს და აღიღებს მათგან ლოდსა და კლდესა შესაბრკოლებელსა, რაჲთა, რაჟამს მადლსა შინა ყოს ესე, არა უჩნდეს მათ საძნაურ და ტჳრთ. ხოლო წარმართ უწოდს არა თუ კერპთმსახურთა, არამედ წარმართთაგანთა ღმრთისმსახურთა, რომელნი პირველ ჰურიათა შჯულის მიღებისა ყოველსავე ჰყოფდეს შჯულსა სჳნიდისისასა; ვითარ-იგი იყო მელქისედეკ და მისთანანი, იობ და კორნილიოს. ამათ ყოველთა შეერთებისათჳს იტყჳს, ვითარმედ საღმრთოდ ცხოვნებულთა მათ შორის არა არს შფოთი და ჴდომაჲ დიდებისათჳს...
Romans 2:10
9. Tribulation and anguish, upon every soul of man that doeth evil, of the Jew first, and also of the Gentile;10. But glory, honour, and peace, to every man that worketh good, to the Jew first, and also to the Gentile:11. For there is no respect of persons with God.
Romans თავი 2