მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 3:21

20. Therefore by the deeds of the law there shall no flesh be justified in his sight: for by the law is the knowledge of sin.21. But now the righteousness of God without the law is manifested, being witnessed by the law and the prophets;22. Even the righteousness of God which is by faith of Jesus Christ unto all and upon all them that believe: for there is no difference:
Romans თავი 3
21. But now the righteousness of God without the law is manifested, being witnessed by the law and the prophets;
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს (3,21).:

თარგმანი: უჩუენა მათ, ვითარმედ არარაჲ სარგებელ ეყოფვის შჯულისაგან, და მოიყვანნა სურვილად, თუ ვითარ ცხოვნდენ. და აწ უჩუენებს მათ ქრისტეს სარწმუნოებასა და ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ იტყჳთ თუ — ვინაჲთგან შჯულითა ვერ ვცხონდებით, თჳნიერ შჯულისა ვითარ ვცხონდეთ, — მე გითხრა: სიმართლითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი თჳნიერ შჯულისა მოგუეცა, რამეთუ, ვინაჲთგან ღმერთი არს მომცემელ, ნუღარა იჭუეულ ხარ, ჵ კაცო.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს, წამებული შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო სიმართლე ღმრთისაჲ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა (3,21-22).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არა ახალშემოღებული რაჲმე არს, არცა უცხოჲ ქადაგებაჲ ესე ქრისტესი, არამედ პირველითგან საიდუმლოდ მყოფი, და შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა მოსწავებული, ხოლო აწ, ჟამსა თჳსსა გამოჩინებული, და არა ერთისა ვისმე ნათესავისა, არამედ ყოვლად ყოველთა ზედა მიფენილი, რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ, რამეთუ ვინაჲთგან ძლიერი სული საჴმარ არს, რაჲთა მტკიცედ ჰრწმენეს, ამისთჳს დიდად და მხოლოდ შესაწირავად კმა-იყოფს სარწმუნოებასა, და ყოველთა განამართლებს ღმერთი მამაჲ ძისა მიერ თჳსისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

სხუაჲ თარგმანი გენადისი: არა ლიტონად უთქუამს, ვითარმედ ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა, არამედ "ყოველთა მიმართი" ჰურიათათჳს თქუა, რომელთა-იგი ქონებითა შჯულისაჲთა თავთა შინა თჳსთა ჰქონდეს მიზეზნი ცხორებისანი, და მერმეღა შესძინებს: "ყოველთა ზედა", ესე იგი არს ზოგად ჰურიათა და წარმართთა. კუალად მათგანცა და მათგანცა მორწმუნეთა იტყჳს, ვითარმედ მართლდებიან, რომელთა შეუორგულებელად ჰრწმენეს განმამართლებელი იგი ყოველთაჲ უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის