მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 3:26

25. Whom God hath set forth to be a propitiation through faith in his blood, to declare his righteousness for the remission of sins that are past, through the forbearance of God;26. To declare, I say, at this time his righteousness: that he might be just, and the justifier of him which believeth in Jesus.27. Where is boasting then? It is excluded. By what law? of works? Nay: but by the law of faith.
Romans თავი 3
26. To declare, I say, at this time his righteousness: that he might be just, and the justifier of him which believeth in Jesus.
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოტევებითა მით პირველ ქმნულთა მათ ცოდვათაჲთა, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა (3,25-26).:

თარგმანი: რამეთუ სასწაული მისისა მის სიმართლისაჲ ესე არსო, რომელ მომკუდარნი იგი ცოდვითა, განგუამართლნა; და მერმე განადიდებს ცოდვასა კაცთასა, ვითარმედ: "ცოდვათა მათო, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა ქმნილთა". ხოლო რაჲ არს ესე? — გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: რაჟამს ჯერ-იყო სინანული, მოგუეცა რაჲ სულგრძელებაჲ ღმრთისა მიერ, და ჟამი სინანულისაჲ, მაშინ ვცოდეთ და ჟამი იგი სულგრძელებისა ღმრთისაჲ გარდავჰჴადეთ ცოდვასა შინა, რომელ-ესე უმეტესისა ტანჯვისა ღირს არს, და რომელთა-ესე ესრეთ შეუნდობელად გუეცოდა, მოგჳტევნა ცოდვანი იგი ბოროტნი, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა ქმნილნი, და გუაცხოვნებს სარწმუნოებითა.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა, თავსდებითა ღმრთისაჲთა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა (3,25-26).:

თარგმანი: ვითარ-იგი გამოსაჩინებელ ფრიადისა სიმდიდრისა არს, რაჟამს არა თჳთ ოდენ მდიდარ მოციქულისაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "მოტევებითა მით პირველქმნულთა მათ ცოდვათაჲთა თავს-დებასა შინა ღმრთისასა". ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოტევებითა პირველთა მათ ცოდვათაჲთა, რომელ ვქმნენით თავს-დებასა შინა ღმრთისასა. ესე იგი არს, ვითარმედ, არა თუ ლიტონად ცოდვანი ოდენ, არამედ იგი ცოდვანი მოგჳტევნა, რომელნი ჩუენ განგუემრავლნეს ჟამთა მათ, ოდეს-იგი ღმერთი განავრცობდა თავს-დებასა და სულგრძელებასა თჳსსა, რაჲთა სინანულად მოგჳყვანნეს ჩუენ ხოლო ჩუენ ჟამთა მათ, სინანულისათჳს მოცემულთა, ვჰყოფდით ჟამ ცოდვათა განმრავლებისა, რომელი-ესე იყო უმეტესად გამომაჩინებელ სიმართლისა მისისა, რამეთუ მაცხოვნნა და განმამართლნა არაღირსნი ცხოვნებისანი, სარწმუნოებითა იესუჲსითა, რაჲთა იყოს იგი არა ხოლო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის