მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 4:13

12. And the father of circumcision to them who are not of the circumcision only, but who also walk in the steps of that faith of our father Abraham, which he had being yet uncircumcised.13. For the promise, that he should be the heir of the world, was not to Abraham, or to his seed, through the law, but through the righteousness of faith.14. For if they which are of the law be heirs, faith is made void, and the promise made of none effect:
Romans თავი 4
13. For the promise, that he should be the heir of the world, was not to Abraham, or to his seed, through the law, but through the righteousness of faith.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი, ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფელსა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა (4,13).:

თარგმანი: ერეთ იტყჳს, ვითარმედ ძუელი იგი შჯული ვერარაჲთ სრულმყოფელ იყო აღთქუმათა მათ აბრაჰამისთა, რამეთუ პირველ შჯულისა მის წინადაცუეთისა მოეცნეს მას აღთქუმანი, ვიდრე-იგი წინადაუცუეთელღა იყო, და მაშინვე ესმა, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, რაჟამს განმართლდა სარწმუნოებითა პირველ წინადაცუეთისა. და უკუეთუ შჯული ვერაჲთ სრულ-მყოფელ იქმნა აღთქუმათა, რაოდენ უფროჲს ვერარაჲთ სრულ-მყოფელ იყოს წინადაცუეთაჲ განმართლებისა მიმართ!

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი, ანუ ნათესავისა მისისაჲ, მკჳდრ-ყოფაჲ იგი მისი სოფელსა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა (4,13).:

თარგმანი: საკჳრველსა სიტყუასა იტყჳს და დამყოფელსა პირისა ჰურიათაჲსა, რამეთუ ამას ეტყჳს, ვითარმედ: ესრეთ ვერ შემძლებელ არს თჳნიერ ქრისტეს სარწმუნოებისა სარგებელად წინადაცუეთაჲ ეგე, რომელსა ზედა ჰზუაობ, ჵ ჰურიაო; არცა გყოფს შენ შვილ აბრაჰამისა, ვიდრეღა არცა თუ ქრისტეს მოსლვისა უწინარეს სარგებელ იქმნა შჯული იგი, აღსრულებად აღთქუმათა მათ აბრაჰამის მიმართ ქმნილთა, არამედ ოდენ სარწმუნოებაჲ. რამეთუ წინადაუცუეთელ რაჲ იყო და პირველ შჯულისა მოეცნეს აღთქუმანი იგი სარწმუნოებისათჳს მისისა, და აღთქუმისა მისთჳს, რომელი პირველ შჯულისა და წინადაცუეთისა მოეცა, მოგეცნეს თქუენ ჰურიათა ყოველნივე ეგე კეთილნი. აწ უკუეთუ თჳთ შჯული აღთქუმათა მათთჳს არადვე სარგებელ იქმნა, და პირველ ქრისტესაცა, მაშა აწ, შემდგომად მოსლვისა, წინადაცუეთილებამანმცა ვითარ განგამართლნა?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის