მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 4:22

21. And being fully persuaded that, what he had promised, he was able also to perform.22. And therefore it was imputed to him for righteousness.23. Now it was not written for his sake alone, that it was imputed to him;
Romans თავი 4
22. And therefore it was imputed to him for righteousness.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა; მისცა დიდებაჲ ღმერთსა და გულსავსე იქმნა, ვითარმედ, რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა. ამისთჳსცა შეერა[ცხა მას სიმართლედ (4,20-22).:

თარგმანი: კეთილად თქუა: არა შეორგულდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არცა თუ მცირედ იჭუნეულ იქმნა, არამედ შეუორგულებელად და მტკიცედ ჰრწმენა. ხოლო გან თქ სარწმუნოებითა, ამას ად ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი ძლიერებაჲ უჴმს შეუორგულებელად მქონებელსა სარწმუნოებისასა, და უფროჲსღა — ესოდენ დიდისა სარწმუნოებისასა, რომელ არღარად სხუად, არამედ მყის ქმნულად შეჰრაცხა აღთქუმული იგი, და ვითარცა აწვე მიცემულისათჳს, მადლობაჲ შეწირა კეთილთა მომცემელისა მის; და არღარა თუ ჰრწმენა, არამედ გულსავსეცა იქმნა ყოვლისავე შემძლებელობისათჳს ღმრთისა; ვინაჲცა ამის მიერ განმართლდა.

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ (4,22).:

თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებისა მიერ იქმნა განმართლებაჲ მისი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: რაჟამს ჰრწმენა და აკურთხა ღმერთი, მაშინ შეერაცხა მას სიმართლედ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის