მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 5:1

1. Therefore being justified by faith, we have peace with God through our Lord Jesus Christ:2. By whom also we have access by faith into this grace wherein we stand, and rejoice in hope of the glory of God.
Romans თავი 5
1. Therefore being justified by faith, we have peace with God through our Lord Jesus Christ:
პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ (5,1).:

თარგმანი: ვითარ მოიგებს კაცი მშჳდობასა ღმრთისა მიმართ? — აღსრულებისა მიერ მცნებათა მისთაჲსა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ, რომელი ცოდვიდეს, იგი ბრძოლასა ჰყოფს ღმრთისა მიმართ და არა მშჳდობასა.

თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა, რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაცა ვდგათ და გიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა (5,1-2).:

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიადი რაჲმე წარმოთქუა სარწმუნოებისათჳს, ამისთჳს აწ დასძენს კეთილთა საქმეთა მიერისა განმართლებისათჳსცა, რამეთუ ესე არს სარწმუნოებასა თანა ქონებაჲ მშჳდობისაჲ, რაჲთა არღარა მიმედევნნეთ ცოდვასა, რამეთუ ცოდვანი არიან მიზეზ ღმრთისმბრძოლობისა. ხოლო მშჳდობისა ქონებაჲ ღმრთისა მიმართ ესრეთ მოიგებვის, რაჲთა შეუდგეს კაცი მცნებათა მისთა და არღარა მბრძოლ იყოს მისსა, მოქმედებითა ცოდვათაჲთა, რამეთუ რომელმან-იგი პირველთა ცოდვათაგან გჳჴსნნა და სარწმუნოებად , ის მიერ ამიერითგან უცოდველად დაცვაჲ ჩუენი. ხოლო შენ იხილე, ვითარ მადლი რაჲ თქუა, აწდელნი კეთილნი მოგუაჴსენნა, მონიჭებულნი ჩუენდა ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ვდგათ მტკიცედ. ხოლო სიქადული რაჲ დაჰრთო სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა, მერმეთა მათ კეთილთა სურვილად აღგუძრნა, რაჲთა მათდა მიმართ ცოდვითა უცვალებელად და მტკიცედ ვდგეთ სარწმუნოებასა ზედა და კეთილთა საქმეთა, და ყოველნივე შრომანი ქრისტესთჳს სიქადულად...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...ერ მოფენილი მშვიდობა მომცველია ყოვლისა სიკეთისა: კურთხევისა, ღვთის მოწყალებისა, ცოდვათა მიტევებისა, განმართლებისა, სიმშვიდისა, სიხარულისა, მარადიული ცხოვრებისა... მოციქული პავლე ამის შესახებ ბრძანებს: „აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობაა გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა“ ().

მშვიდობა ღმერთთან ნიშნავს მშვიდობას საკუთარ თავთან და მოყვასთან.

ბრძენთ უთქვამთ: ბუნებით კაცნი ახლობელნი არიან ერთურთისა, თუმცა თვისებანი განაშორებენ მათ. დიად სახეს ფორმა არ გააჩნია.

ალბათ, ამიტომაა ძნელი ადამიანის შეცნობა, იგი ხომ ღვთის ხატადაა შექმნილი. ალბათ, ამიტომ მიაჩნდათ ფილოსოფოსებს უდიდეს სიბრძნედ საკუთარი შინაგანი მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა, რადგანაც სხვა რომ შეიცნო, პირველ რიგში შენს თავს უნდა იცნობდე კარგად.

სული და სხეული - აი, ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შემადგენელი ნაწილნი. სულ ეს არის, თუ კიდევ სხვაც რაიმეა ჯერაც მიუკვლეველი ჩვენთვის? როგორ ავხსნათ, მაგალითად, აზროვნების უნარი, რა არის სიცოცხლე, რას წარმოადგენს გონება, გული?

ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: „გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილ...

სრულად ნახვა