მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 5:12

11. And not only so, but we also joy in God through our Lord Jesus Christ, by whom we have now received the atonement.12. Wherefore, as by one man sin entered into the world, and death by sin; and so death passed upon all men, for that all have sinned:13. (For until the law sin was in the world: but sin is not imputed when there is no law.
Romans თავი 5
12. Wherefore, as by one man sin entered into the world, and death by sin; and so death passed upon all men, for that all have sinned:
თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია (5,12).:

თარგმანი: მრავალსახედ გამოაჩინა ზემო განმართლებაჲ ჩუენი მოცემითა მით სულისა წმიდისაჲთა და სიკუდილითა მით ბოლოდშობილისაჲთა. აწ კუალად ამას პირსა იწყო თქუმად, ვითარმედ ესრეთცა ჯერ-იყო და სამართალ, რაჲთა, რომელნი-ესე ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვილ და მოკუდავ ვიქმნენით, ვინაჲთგან ურჩებასა მისსა მივემსგავსენით, კუალად ერთისავე კაცისა მიერ, რომელ არს უფალი ჩუენი, ვცხოვნდით-მცა და განვმართლდით და უკუდავ ვიქმნენით, და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მოვიდა უფალი და მან მხოლომან მიჴსნნა ჩუენ მონებისა მისგან სიკუდილისა.

თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).:

თარგმანი: ე მა კაცსა უწოდს, ადამს, მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა უდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა ვებაძვენით ურჩებასა მისსა, და ესრეთ ყოველთა შევსცოდეთ.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: რაჲთა არავინ უსამართლოებაჲ დასწამოს ღმერთსა, ვითარმედ: "ადამ ერთმან ცოდა და მან მის ძლით ჩუენ ყოველთა ზედა მოაწია სიკუდილი", — ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "ყოველთა შესცოდეს", რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, უკუეთუმცა არა პირველად თანა-ზიარებულ ვიყვენით ურჩებასა და ცოდვასა მისსა, არამცა ზიარ-ქმნულ ვიყვენით სიკუდილსა და ხრწნილებასა მისსა.

სააღდგომო ეპისტოლე 2012 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ.

ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. „როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ “ () ძველი აღთქმის წმიდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ, რადგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღისთვის შეუფერებელნი იყვნენ. ასე რომ, ყველასთვის დაიხშო სასუფევლის კარი.

უფლის სამართალი და კანონზომიერება ითხოვდა, რომ ამ ცოდვის საპირწონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღესრულებინა; ხოლო რადგან კაცთა შორის და, ზოგადად, ქმნილებათა შორის, ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა, გმინავდა სამყარო, ჯოჯოხეთი და სიკვდილი კი ზეიმობდა.

და აი, აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. „სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...არდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.

ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... „ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი“ ().

დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.

მაცხოვარმა მოციქულებს მისცა განსაკუთრებული ძალა ცოდვილთა მიმართ: „ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჴსნათ ქუვყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (). ეს მადლი მოციქულებიდან მათი საქმის გამგრძელებლებს - ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას გადაეცა და დღემდე მოდის.

აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...იკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა არის ადამიანსა და ღმერთს შორის და კაცთა შორის უთანხმოებისა და შუღლის მიზეზი.

„ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (), - წერს პავლე მოციქული. ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ნებაზე; რომელ გზას აირჩევს იგი: კეთილ საწყისს, თუ ბოროტების მოჩვენებითი მომხიბვლელობა ჩაითრევს თავის მოევში.

ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: „უცოდველობის შესაძლებლობას“ და „ცოდვის შესაძლებლობას“. მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა „უცოდველობის შესაძლებლობის“ მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით უნდა გადაზრდილიყო „ცოდვის შეუძლებლობაში“, მაგრამ ყოველივე ეს მოისპო ადამ და ევას მიერ ღვთის მცნების დარღვევის გამო.

თუ პირველ ადამიანს შეეძლო „უცოდველობის შესაძლებლობის“ „ცოდვის შეუძლებლობამდე“ ამაღლება, ჩვენ იესო ქრისტეს მეოხებით მოგვენიჭა ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერი განწმედით „უცოდველობის შესაძლებლობამდე“, ანუ სამოთხის ადამამდე ამაღლების საშუალება.

სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმ...

სრულად ნახვა