📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).
თარგმანი: ერთად კაცად პირველსა მას კაცსა უწოდს, ადამს, რომლისა მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა სიკუდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა ვებაძვენით ურჩებასა მისსა, და ესრეთ ყოველთა შევსცოდეთ.
სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: რაჲთა არავინ უსამართლოებაჲ დასწამოს ღმერთსა, ვითარმედ: "ადამ ერთმან ცოდა და მან მის ძლით ჩუენ ყოველთა ზედა მოაწია სიკუდილი", — ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "ყოველთა შესცოდეს", რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, უკუეთუმცა არა პირველად თანა-ზიარებულ ვიყვენით ურჩებასა და ცოდვასა მისსა, არამცა ზიარ-ქმნულ ვიყვენით სიკუდილსა და ხრწნილებასა მისსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არა შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა (5,13).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ცოდვიდეს პირველ შჯულისაცა, არამედ არა შეერაცხებოდა მათ ეგოდენ, ვინაჲთგან ჯერეთ არა იყო მბრძანებელი, ვითარმედ: "ესე რაჲმე ყავთ, ამას რასმე ნუ იქმთ"; ვინაჲცა შემთხუევაჲ იგი სიკუდილისაჲ არა ეგოდენ ცოდვათათჳს კაცად-კაცადისათა, რაოდენ გარდასლვისა მისთჳს ადამის მიერისა შეემთხუეოდა.
სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: მე ვჰგონებ, ვითარმედ ცოდვად გარდასლვასა მას ოდენ უწოდს შჯულისა, მოსეს მიერ მოცემულისასა, და ბრძანებათა მათ შაბათობისა და წინადაცუეთისათა, ამის რაჲსმე ჭამად და იმის რაჲსმე არა-ჭამად განწესებისათა, რომელი-ესე არა იყო ჯერეთ პირველ შჯულისა დაწესებულ. ამისთჳსცა, დაღაცათუ ვიეთმე მიერ იქმნებოდის, ცოდვად არა შეირაცხებოდის. ხოლო ესევითარნი ცოდვანი, რომელთათჳს ბუნებითი შჯული გუამხილებს, უკუეთუ ვინ იქმოდის, ცოდვად შეერაცხებოდის და დაისაჯებოდის, ვითარ-იგი არიან კაცისკლვაჲ და პარვაჲ, [· · ·], მამათმავლობაჲ და მსგავსნი ამათნი. და წამებენ ესევითარისა ამისთჳს დაშჯილნი კაენ და ლამექ, წყლით-რღუნისანი იგი და სოდომელნი, რამეთუ ესევითართა ცოდვათათჳს, დაღაცათუ არა მოსეს-მიერი, არამედ თჳთ ბუნებითი დადებულ იყო შჯული; რამეთუ დამბადებელმან შობასავე თანა დასხნა კაცისა შორის მეცნიერებანი ჯეროვანთა და უჯეროთა საქმეთანი, ვითარცა წამებენ წმიდანი მამანი, რომელთაგანი დიდი გრიგოლ ნოსელი იტყჳს "კაცისა შესაქმესა" შინა, ვითარმედ თჳთ მცნებაჲცა იგი ადამის დამაყენებელი ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა — შჯულადვე სახელ-იდების, რომლისა გარდასლვაჲ შჯულისა გარდამავალობად შეერაცხა.
მოციქულისაჲ: არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისსა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ (5,14).
თარგმანი: ვითარ-იგი ჩუენ გულისჴმა-ვჰყოფთ, საგონებელ იყო თქუმად ადამისითგან ქრისტესამდე სუფევაჲ სიკუდილისაჲ, და ეგრეთცა იტყჳს მიფარულად-რე, რამეთუ მოსედ უწოდს ყოველთა მათ ჟამთა მოსეს მიერ მოცემულისა შჯულისათა, რომელთა შინა სუფევდა სიკუდილი, ადამისითგან ვიდრე ქრისტესამდე, რომელმან დაჰჴსნა იგი.
ხოლო ვითარ მსგავს იქმნა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ გარდასლვასა მას ადამისსა? ანუ ვითარ სახე არს ადამ მერმეთა მათ ჟამთაჲ? (რამეთუ მერმედ ჟამად ქრისტესა უწოდს). ამიერ ცხად არს, ვითარმედ ვითარცა-იგი სიკუდილითა ადამისითა ყოველნი მოსწყდეს, ეგრეთვე წინაუკუმო; სიკუდილითა ქრისტესითა ყოველნი ცხონდეს. და ვითარ-იგი გემოჲს-ხილვაჲ ადამისი და მათცა [დამშჯელ ექმნებოდა, რომელთა არა ეცოდა, ... ... მისი], ეგრეთვე ქრისტე მათცა განამართლებს სარწმუნოებითა, რომელთა არცა ერთი რაჲ ოდეს ექმნეს კეთილი.
მოციქულისაჲ: არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ, და ეგრეცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რავდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართმცა აღემატა (5,15).
თარგმანი: ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ უმეტესი შეუძლო ქმნად მადლმან ქრისტესმან უფროჲს შეცოდებისა მის ადამისისა, რამეთუ საშჯელი ერთისა მისგან ადამისსა ყოველთა ზედა კაცთა განეფინა, ხოლო მადლი და ნიჭი ღმრთისაჲ ესოდენ ზეშთა-გარდაემატა, ვიდრემდის არა ხოლო თჳთ მის ადამის და ყოველთა ადამიანთა შეცოდებაჲ ოდენ აღჴოცა, არამედ სიმართლეცა ყოველთა შორის განჰფინა. ხოლო შენ იხილე, თუ რაოდენ ფრიადი სიშორე არს შორის ცოდვათა აღჴოცისა და სიმართლითა აღვსებისა.
მოციქულისაჲ: და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად (5,16).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა სწორად ერთისა მის შეცოდებულისა, ერთსა ვისმე ოდენ მიეცემის ნიჭი განმართლებისაჲ, არამედ ფრიად უფროჲს მრავალთა ზედა განეფინების, რამეთუ ადამის შეცოდებამან იგი ოდენ წარწყმიდა შვილთა მისთა თანა, ხოლო ქრისტეს ვნებათა ძლიერებამან არა ხოლო შემდგომთა ამათ ზედა და ახლისა შჯულისათა, არამედ ძუელთა მათცა და ადრევე წარწყმედილთა გამოჴსნაჲ და ცხორებაჲ მიანიჭა.
სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: არა ხოლო ამით უზეშთაეს იყო ქრისტეს მიერი ჴსნაჲ ადამის-მიერსა მას წარწყმედასა, რაოდენ უმეტეს არს ცხორებაჲ სიკუდილსა, და უხრწნელებაჲ — ხრწნილებასა, არამედ ამითცა, რამეთუ ადამის-მიერსა მას წარწყმედასა განმაძლიერებელ და თანამოქმედ ექმნნეს შეცოდებანი შვილთა მისთანი, რამეთუ არათუმცა ყოველნი მიდევნებულ იყვნეს ცო]დვასა, არამცა ესოდენ უფლებულ იყო ყოველთადა სიკუდილი და ხრწნილებაჲ, ხოლო ქრისტეს მადლი თჳნიერ ჩუენისა შემწეობისა ყოველთა ზედა განეფინა. და ამას ცხად ჰყოფს მადლი აღდგომისაჲ, რომელი არა მორწმუნეთა ოდენ, არამედ ურწმუნოთაცა მიემადლა ვითარ-იგი არიან ჰურიანი და წარმართნი. ვინაჲცა უზეშთაეს არს არა-მოქენე თანა-შეწევნისა ჩუენისად ჩუენ მიერ თანაშეწევნულსა და განძლიერებულსა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რავდენ უფროჲს რომელნი-იგი უმეტესსა მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ, ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესსა (5,17).
თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ერთისა ადამის შეცოდებამან ესოდენი სუფევაჲ მისცა სიკუდილსა, რაოდენ უფროჲს ჩუენ ყოველთა მოგუემადლოს ცხორებასა შინა სუფევაჲ ერთისა მისგან იესუ ქრისტესსა, რომელნი-ესე უმეტესსა მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მოვიღებთ. კეთილად თქუა ნამეტნავი მადლისაჲ, რამეთუ არა ხოლო ცოდვისა დაჴსნაჲ მოვიღეთ მადლისაგან, არამედ ფრიად ნამეტნავი ამისსა, რამეთუ სატანჯველისაგან ვიჴსნენით და ყოველი სიბოროტე განვიძარცუეთ და ზეგარდამო ვიშვენით და აღვდეგით სამარისაგან, დაფლულნი ესე ძუელისა მის კაცისანი. ვიჴსნენით, განვმართლდით, განვწმდით და ვიქმნენით ძმა მხოლოდშობილისა, თანამკჳდრ და ერთჴორც მის თანა; და ვითარ-იგი გუამისა ასოები თავისადა, ეგრეთ დამოკიდებულ ვართ მისდა. ამას ყოველსა სამართლად უწოდა მოციქულმან ნამეტნავი მადლისაჲ.
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა, რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი (5,19).
თარგმანი: კუალად მასვე საქმესა მათვე სიტყუათა მიერ მიმო-განსთქუამს, ვითარცა სასწაულსა ზეშთა ბუნებისასა, რომელსა ადვილად დაგუარწმუნებს სახითა ამით, ვითარმედ: უკუეთუ ერთმან მიწისაგანმან ყოველნი განხრწნილ ყვნა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ყოველნი უხრწნელ ყვნეს ერთმან მან ზეცისამან.
ხოლო საძიებელ არს ვიეთგანმე, ვითარმედ: "უკუეთუ პირველმან მან კაცმან ცოდა და ცოდვისა ძლით მოკუდავ იქმნა, არა შეუტყუებელ არს მის ძლით მოკუდავ-ყოფაჲ მისგან შობილთა მათცაჲ, ხოლო მისისა შეცოდებისა მიერ მრავალთა ცოდვილ-ყოფაჲ? ესე გამოსაძიებელ არს და შეუტყუებელ". ვინაჲცა მე ვიტყჳ, ვითარმედ: ვინაჲთგან სიკუდილი ცოდვისა ნაყოფ არს, ამისთჳს აქა მოციქულმან მოკუდავთა შემოსლვისა წილ ცოდვილთა შემოსლვაჲ თქუა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ სიკუდილი ცოდვისა განსაპატიჟებელი არს. და ამას მრავალგზის იტყჳს, ვითარმედ ცოდვისათჳს მოკუდავ ვიქმნენით. ხოლო ამას არღარა განაცხადებს, თუ რაჲსათჳს ესე ესრეთ იქმნა. ამისთჳსცა ჩუენ აღუჴსნით მის მიერ აღუჴსნელად დატოვებულსა ამას და განუმარტებთ, ვითარმედ არა ხოლო არა გუევნო მოკუდავებითა, არამედ მრავლით კერძო სარგებელ გუეყო-ცა, უკუეთუ ოდენ განვიფრთხოთ. პირველად უკუე ესე, რაჲთა არა უკუდავითა გუამითა ვცოდვიდეთ. მეორედ, რაჲთა მოკუდავებისა მიერ ბევრეულთა მიზეზთა მოვიპოებდეთ სიბრძნისმოყუარებისათა. ამას თანა და პირველ ამათსა, მრავალნი სხუანი კეთილნი მოვიხუენით ? სიკუდილისა მიერ, რამეთუ ამის მიერ შეიმზადნეს ღუაწლნი და გჳრგჳნნი ყოველთა წმიდათანი.
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯული შორის-შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ; და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი; რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეთცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (5,20-21).
თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: შჯულმან თანა-განვლო, რამეთუ ამისთჳს არა თქუა, თუ შჯული მოგუეცა, რაჲთა "თანა-განვლითა" წუთ-ჟამობაჲ მისი მოგუასწავოს. ხოლო რაჲთაჲ ესე აწინდელი არა მიზეზთა თქუმისაჲ არს, არამედ საქმეთა შემთხუევისაჲ, რამეთუ არა ამისთჳს მოეცა შჯული, რაჲთა განამრავლოს, არამედ რაჲთა განაქარვოს ცოდვაჲ, არამედ უდებებამან და ურჩებამან შჯულისა მიმღებელთამან განმაქარვებელი იგი ცოდვისაჲ განმამრავლებელ მისსა ყო, რაჟამს მრავალთა მათ და წულილადად მოცემულთა მცნებათა შჯულისათა გარდამავალობაჲ შემატება იქმნა ცოდვისა.
ხოლო შენ იხილე განმრავლებასა თანა ცოდვათასა გარდამატებაჲ მადლისაჲ; ვითარ არა ხოლო აღჴოცაჲ ცოდვათაჲ, არამედ უხუებაჲცა ნიჭთაჲ მოართუა კაცთა; და განიხილე შორის შჯულისა და მადლისა, ვითარ-იგი დასართველ ექმნა საშჯელისა, ხოლო ესე - შეძინება ნიჭისა. და კუალად განიხილე, ვითარ გარდასლვაჲ იგი შჯულისაჲ და მის ძლით განმრავლებაჲ ცოდვისაჲ ყო გარდამატება მადლთა, უღონოთაგან ღონისა მყოფელმან ღმერთმან, რაჟამს სხუებრ კურნებად ვერ შესაძლებელსა მას სენსა კაცთასა, მკურნალად მოუვლინა ძე ოქსი მხოლოდშობილი, რომლისა მოსლვამან არა ხოლო ცოდვათაგან მიჴსნნა, არამედ ბევრეულთაცა ცოდვა[თა ... სახე... და სიკუდილი... სახედ (მხე)დრისა, რაჲთა... ოდენ... (ბუნ)ებითმან მან მეუ(ფემან)] და ყოველთა განმამართლებელმან უფალმან ყოს სუფევაჲ მადლისაჲ სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ; და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? — ნუ იყოფინ (6,1).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, — "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი", — რაჲთა არა ჰგონონ უგუნურთა, ვითარმედ ურიდებად ცოდვისა აწუევს, ამისთჳს აწ თჳთვე იკითხავს: "და-მე-ვადგრეთა ცოდვასა ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს?" — და იგივე მიუგებს: "ნუ იყოფინ!" — რაჲთა განაცხადოს, ვითარმედ ყოვლად უჯერო არს მოგონებაჲცა ეგევითარისაჲ.
მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? (6,2).
თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელნი-ესე მოვკუდებით ცოდვითა, ვითარ მერმე ვცხონდებით მას შინა? — რამეთუ ცოდვასა შინა სიკუდილი ესე არს, ანუ ამისთჳს, რომელ: "მისდა კერძოდ განკუთნვისა განჩინებაჲ მოვიღეთ ყოველთა", რომელ არს მოკუდავ ყოფაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ. ანუ ესრეთ: "მოვკუდებით ცოდვითა, რამეთუ მას შინაღა რაჲ ვიყვნეთ, მორწმუნე ვიქმნებით და ნათელს-ვიღებთ", რომელი-ესე უფროჲს სათქუმელ არს. ხოლო ცოდვითა მოკუდომაჲ ესე არს, რაჟამს გამოცდილებითა სიბოროტისა მისისაჲთა არღარა ვჰმორჩილობდეთ მას.