მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 5:17

16. And not as it was by one that sinned, so is the gift: for the judgment was by one to condemnation, but the free gift is of many offences unto justification.17. For if by one man's offence death reigned by one; much more they which receive abundance of grace and of the gift of righteousness shall reign in life by one, Jesus Christ.)18. Therefore as by the offence of one judgment came upon all men to condemnation; even so by the righteousness of one the free gift came upon all men unto justification of life.
Romans თავი 5
17. For if by one man's offence death reigned by one; much more they which receive abundance of grace and of the gift of righteousness shall reign in life by one, Jesus Christ.)
თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რავდენ უფროჲს (5,17).:

თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ დაცემითა მით ადამისითა ერთისა მისთჳს სიკუდილმან სუფევაჲ მიიღო, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა-ესე მადლი ღმრთისაჲ მოვიღეთ და ნიჭი და სიმართლე, არღარა დაგემონნეთ სიკუდილსა, არამედ ცხოველ ვიყვნეთ და ვსუფევდეთ ცხორებასა მას შინა, უკუეთუ ოდენ არა ნებსით თჳსით შთავვარდეთ წარსაწყმედელსა.

თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რავდენ უფროჲს რომელნი-იგი უმეტესსა მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ, ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესსა (5,17).:

თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ერთისა ადამის შეცოდებამან ესოდენი სუფევაჲ მისცა სიკუდილსა, რაოდენ უფროჲს ჩუენ ყოველთა მოგუემადლოს ცხორებასა შინა სუფევაჲ ერთისა მისგან იესუ ქრისტესსა, რომელნი-ესე უმეტესსა მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მოვიღებთ. კეთილად თქუა ნამეტნავი მადლისაჲ, რამეთუ არა ხოლო ცოდვისა დაჴსნაჲ მოვიღეთ მადლისაგან, არამედ ფრიად ნამეტნავი ამისსა, რამეთუ სატანჯველისაგან ვიჴსნენით და ყოველი სიბოროტე განვიძარცუეთ და ზეგარდამო ვიშვენით და აღვდეგით სამარისაგან, დაფლულნი ესე ძუელისა მის კაცისანი. ვიჴსნენით, განვმართლდით, განვწმდით და ვიქმნენით ძმა მხოლოდშობილისა, თანამკჳდრ და ერთჴორც მის თანა; და ვითარ-იგი გუამისა ასოები თავისადა, ეგრეთ დამოკიდებულ ვართ მისდა. ამას ყოველსა სამართლად უწოდა მოციქულმან ნამეტნავი მადლისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის