თარგმანი: ვითარ შემოჴდეს ერთისა შეცოდებითა მრავალნი ცოდვილნი? გარნა ესრეთ: ერთად, რამეთუ მისითა ცოდვითა შემოჴდა შჯული სიკუდილისაჲ; და კუალად, რამეთუ ვინაჲთგან პოვა ცოდვამან ადამის მიერ გზაჲ, ყოველთავე ზედა მიიწეოდა ნათესავთა მისთა, რამეთუ ყოვლნი ურთიერთას ბაძვითა და სწავლითა იქმოდეს ცოდვასა და ვერვინ უძლო დაყენებად ცოდვისა მის, რომელმან პოვა გზაჲ ადამისგან, არამედ ყოველნი შეიწყნარებდეს მას და ამისთჳს შემოჴდეს ადამის მიერ მრავალნი ცოდვილნი, რამეთუ მის მიერ პოვა ცოდვამან გზაჲ და დაწყებაჲ, და ყოველნივე თჳსად მიიზიდნა, ვიდრემდის მოვიდა უფალი და დაჰჴსნა იგი.
Romans 5:19
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).
თარგმანი: ერთად კაცად პირველსა მას კაცსა უწოდს, ადამს, რომლისა მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა სიკუდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა ვებაძვენით ურჩებასა მისსა, და ესრეთ ყოველთა შევსცოდეთ.
სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: რაჲთა არავინ უსამართლოებაჲ დასწამოს ღმერთსა, ვითარმედ: "ადამ ერთმან ცოდა და მან მის ძლით ჩუენ ყოველთა ზედა მოაწია სიკუდილი", — ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "ყოველთა შესცოდეს", რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, უკუეთუმცა არა პირველად თანა-ზიარებულ ვიყვენით ურჩებასა და ცოდვასა მისსა, არამცა ზიარ-ქმნულ ვიყვენით სიკუდილსა და ხრწნილებასა მისსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არა შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა (5,13).
თარგმანი: ესრეთ...
...ორ. 15,55)!
იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურველს, ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის, და, ამასთან, ცასა და მიწას ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი „მეორე ადამად“ იწოდება. „როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (), - ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; „ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები“ ().
ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდულმოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება ს...