თარგმანი წმიდისა კჳრილესი: რომელსა ჟამსა? — ესე იგი არს, ვითარმედ მას ჟამსა, რაჟამს იხილა ეშმაკისა საცთური, სრულიად განფენილი სოფელსა შინა, და კაცთა ნათესავი სრულიად მოუძლურებული მისთა მათ მძლავრობათაგან, და ცხორებისა კაცთაჲსა სასოებაჲ სრულიად წარკუეთილი, მაშინ მიუთხრობელითა მით სიყუარულითა მისითა, რომელი აქუს კაცთა მომართ, თავს-იდვა სიკუდილი ჩუენთჳს, რომელნი-ესე უღმრთო ვიყვენით. რამეთუ კაცისა სიმართლისა და კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუ-უკუე თავს იდვა-მცა ვინ სიკუდილი (დაღაცათუ არცა ესე სადა იქმნების, გარნა, ვინ უწყის, ნუ-უკუე იქმნა-მცა ესე!), ხოლო ცოდვილისა და ურჩისათჳს ვინმცა თავს-იდვა? გარნა ღმერთმან ინება, რაჲთამცა ფრიადი იგი სიყუარული თჳსი, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, გამოაჩინა. ამისთჳს მისცა ძე თჳსი სიკუდილად.
Romans 5:8
7. For scarcely for a righteous man will one die: yet peradventure for a good man some would even dare to die.8. But God commendeth his love toward us, in that, while we were yet sinners, Christ died for us.9. Much more then, being now justified by his blood, we shall be saved from wrath through him.
Romans თავი 58. But God commendeth his love toward us, in that, while we were yet sinners, Christ died for us.
პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა
მოციქულისაჲ: ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდეს, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, იკადრის ვინმე სიკუდილი. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა (5,6-8).:
თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. რავდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! (5,8-9).:
სრულად ნახვამოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა, რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაცა ვდგათ და გიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა (5,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიადი რაჲმე წარმოთქუა სარწმუნოებისათჳს, ამისთჳს აწ დასძენს კეთილთა საქმეთა მიერისა განმართლებისათჳსცა, რამეთუ ესე არს სარწმუნოებასა თანა ქონებაჲ მშჳდობისაჲ, რაჲთა არღარა მიმედევნნეთ ცოდვასა, რამეთუ ცოდვანი არიან მიზეზ ღმრთისმბრძოლობისა. ხოლო მშჳდობისა ქონებაჲ ღმრთისა მიმართ ესრეთ მოიგებვის, რაჲთა შეუდგეს კაცი მცნებათა მისთა და არღარა მბრძოლ იყოს მისსა, მოქმედებითა ცოდვათაჲთა, რამეთუ რომელმან-იგი პირველთა ცოდვათაგან გჳჴსნნა და სარწმუნოებად [თჳსა მოგჳძ...], მის მიერვე ადვილ არს ამიერითგან უცოდველად დაცვაჲ ჩუენი. ხოლო შენ იხილე, ვითარ მადლი რაჲ თქუა, აწინდელნი კეთილნი მოგუაჴსენნა, მონიჭებულნი ჩუენდა ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ვდგათ...
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 17.06.2018
მამა თეოდორე გიგნაძე
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის