მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 6:12

11. Likewise reckon ye also yourselves to be dead indeed unto sin, but alive unto God through Jesus Christ our Lord.12. Let not sin therefore reign in your mortal body, that ye should obey it in the lusts thereof.13. Neither yield ye your members as instruments of unrighteousness unto sin: but yield yourselves unto God, as those that are alive from the dead, and your members as instruments of righteousness unto God.
Romans თავი 6
12. Let not sin therefore reign in your mortal body, that ye should obey it in the lusts thereof.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ-უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა, მორჩილებად გულისთქუმათა მისთა (6,12).:

თარგმანი: ესრეთ ღაღადებს, ვითარმედ: ვინაჲთგან თანა-გაც მკუდარ-ყოფაჲ ცოდვისაგან, ისწრაფეთ, რაჲთა არა სუფევდეს ცოდვაჲ ამიერითგან მოკუდავთა მაგათ ჴორცთა ზედა თქუენთა, რამეთუ, რაჟამს ჩუენ ნებსით ვჰმორჩილობდეთ ცოდვასა, მაშინ სუფევს იგი ჩუენ ზედა; რამეთუ მძლავრობა ეწოდების, ოდეს უბენლიეთ ვისმე ზედა უფლებდეს, ხოლო სუფევად, ოდეს ნებსით ჩუენით მივსცემდეთ ჴელმწიფებასა. აწ უკუე მძლავრობაჲ მისი ქრისტემან დაჰჴსნა, ხოლო სუფევაჲ მისი ჩუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, უკუეთუ გუენებოს დაჴსნაჲ ანუ დამტკიცებაჲ.

თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა, მორჩილებად მისა გულისთქუმათა შინა მისთა, ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).:

მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მობთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).

თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო მძლავრ - მას, რომელი უნებლიეთ და გარეშე შჯულთა სამეუფოთა უმშჯავროდ მპყრობელ იყოს ქუეყანისა. ამისთჳს აწ მოციქულმან არა თქუა, ვითარმედ: "ნუ ჰმძლავრობნ", არამედ "ნუ მეფობნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა ზედა", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას. არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არაქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2025 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ლობას შენდამი.

მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ ().

„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს. ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა!“ ()

დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:

„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!

განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!

განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა, ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელეტი ანტიოქიელი).

აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!

ყოვლა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2013 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. “დაითესება ჩვენი სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი …… დაითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, დაეთესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში“ (Iკორ.15,42-44).

მაშ, “ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, არამედ როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს!“ ().

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი აღდგომა ქრისტესი, 2013 წელი

სრულად ნახვა