მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მობთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).

თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო მძლავრ - მას, რომელი უნებლიეთ და გარეშე შჯულთა სამეუფოთა უმშჯავროდ მპყრობელ იყოს ქუეყანისა. ამისთჳს აწ მოციქულმან არა თქუა, ვითარმედ: "ნუ ჰმძლავრობნ", არამედ "ნუ მეფობნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა ზედა", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას. არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არაქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა შინა მისთა.

ხოლო მოკუდავებაჲ რაჲ ჴორცთაჲ თქუა, ამით ნუგეშინის-გუცემს, ვითარმედ: ნუ გეშინინ, რამეთუ წუთჟამისა და მოკუდავ არიან, არა ხოლო აღძრვაჲ ეგე და ბრძოლაჲ მაგათი, არამედ თჳთ ჴორცნიცა ეგე თქუენნი.

კუალად კეთილად სახელ-სდებს ასოთა საჭურველად, რამეთუ მარჯუე არიან ორკერძოვე, ხოლო ესე მჴმარებელისა მათისა ნებასა დამოკიდებულ არს, გინათუ სიმართლისა ანუ სიცრუისათჳს ჴუმევაჲ მათი. ამისთჳს აწ მოციქული გულოცავს, რაჲთა არა ვყვნეთ იგინი საჭურველ სიცრუვისა. ცოდვიდეს კაცი, ცრუ არს ყოველივე ზოგად, რაოდენი რაჲ ავნოს მოყუასსა, ანუ თავსა , რომელ არს სული თჳსი. და ასონი კაცისანი ჰყვებიან, ვიდრეცა ვინ ანებდეს; ვითარ-იგი ჴელი მარ არს მტაცებლობადცა და მოლებისა მიცემადცა, ეგრეთვე ენაჲ — ქებადცა და ძაგებადცა, და ეგრეთვე სხუანი ყოველნი.

მოციქულისაჲ: არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი —საჭურველად სიმართლისა სა. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს (6,13-14).

თარგმანი: ვინაჲთგან აჩუენა თჳთმფლობელობაჲ ჩუენი, ამისთჳს განგუაზრახა, ვითარ-იგი პირველ — ცოდვისა არა წარდგინებად, ეგრეთვე აწ ღმრთისა წარდგინებად თავთა თჳსთა, და ესოდენ ერთგულებით მონებად, რაოდენ შუენის მის მიერ მკუდრეთით აღდგინებულთა და, შემდგომად პირველისა დაბადებისა, კუალად მეორედ განახლებულთა. რამეთუ ესრეთ გულისჴმა-იყოფების "ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი", ვითარმედ: ესრეთ ჯერ-არს ამიერითგან ჩუენდა მონებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არარაჲ განცრუვნებოდის ჩუენ ზედა სახელი მონებისა მისისაჲ, რომელნი-ესე არა ხოლო პირველად დაგუბადნა, არამედ აწ კუალად მეორედ განგუაცხოველნა, რაჟამს თავისა მიერ თჳსისა მოგჳყიდნა ცოდვისაგან და სიკუდილისა. ამისთჳს ყოველთა ასოთა ჩუენთა არარაჲსა სხჳსა, თჳნიერ ნებისა მისისა, მოქმედებაჲ თანა-აც. და ესე არს საჭურველ სიმართლისა ქმნაჲ მათი, რაჟამს არცა ერთი მათგანი ჰყოფდეს სხუასა რასმე, თჳნიერ ნებისა მისისა.

ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: რამეთუ ცოდვაჲ თქუენ ზედა არღარა უფლებს. ზემოთა სიტყუათა თანა შეაერთებდა მას მოციქული, და გუეტყოდა, ვითარმედ: ამისთჳს გაწუევ ასოთა თქუენთა საჭურველ ყოფად სიმართლისა ღმრთისა, რამეთუ ცოდვაჲ თქუენ ზედა არღარა უფლებს. რომელი ცოდვაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — იგი, რომელი მოგუეტევა ნათლისღებითა; ვინაჲთგან აწ ქრისტემან მკუდრეთით განგაცხოველნა, და გიჴსნნა სიკუდილისა მისგან, რომელი ცოდვისა ნაყოფ იყო.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა (6,14).

თარგმანი: შჯული აყენებდა ოდენ ცოდვასა, არამედ ვერვე დააყენებდა, რამეთუ ვერარას შეეწეოდა მოქმედთა სათნოებისათა, თჳნიერ ძაგებისა და ქებისა საქმეთაჲსა. ხოლო მადლი გარდასრულთაგან გჳჴსნის და მომავალთა ცოდვათაგან გუცავს, უკუეთუ ოდენ ჩუენ ნებსით არა განვაგდოთ უღელი მისი. ამისთჳს ბევრწილ უძჳრეს დაისაჯების, რომელი მადლსა ქუეშე ცოდვიდეს, ვიდრეღა რომელი შჯულსა ქუეშე ცოდვიდა. რამეთუ ესე დაჰჴსნისცა თანანადებსა პირველთა ბრალთასა, მცველ გუექმნების წინამდებარეთა ცოდვათაგან, და შემწე — მოგებად სათნოებისა, საუკუნეთა კეთილთა მომატყუებელისა, უკუეთუ ოდენ ჩუენ არა მოვმედგრდეთ და დავიჴსნნეთ უდებებისა მიერ.

მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მე-ა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? — ნუ იყოფინ (6,15).

თარგმანი: ამიერითგან იწყ განკრძალებად მსმენელთა, რაჲთა არა უდებ-იყვნენ, მადლი რაჲ ესმას, და წარჴსნილად ცოდვიდენ. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ, ვითარ-იგი პირველ ქმნულთა ცოდვათა აღჴოცაჲ, ეგრეთვე შემდგომთაჲცა აქუს მადლსა ნათლისღებისასა. არამედ მიერითგან უმეტესისა კრძალვისა ღირს არს, რაჲთა ერთგზის განბანილი ბრალთაგან განწმედილი უშრომელითა მით საბანელითა ემბაზისაჲთა არა კუალად შეიმწინკულოს ცოდვითა, და ყოვლად სატკივარსა მას მოქენე იქმნეს საბანელსა ცრემლთასა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებასა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით: გინა თუ ცოდვასა სიკუდილად, ანუ მორჩილებად სიმართლესა (6,16).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ვიტყჳ გეჰენიასა, არცა მერმეთა მათ სატანჯველთა, არამედ თჳთ ამას კმა-გიყოფ მომატყუებელად სირცხჳლისა, ცოდვისაგან დამაყენებელისა, უკუეთუ ქრისტეს მიერ გამოჴსნილნი, და მადლით ცოდვისაგან განმართლებულნი კუალად ცოდვასავე დაემონნეთ. რამეთუ სახელით თუ სხჳსად გეწოდებოდის, ესე არად სარგებელ გეყოფვის, ვინაჲთგან რაჲსაცა მორჩილ იყვნეთ, მისნიცა მონანი ხართ: გინათუ ცოდვისა, სიკუდიდ შთამყვანებელისანი, ანუ თუ მორჩილებისა ღმრთისა, სიმართლედ აღმყვანებელისანი.

მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. ხოლო აწ განთავისუფლებულ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა (6,17-18).

თარგმანი: შეაშინნა რაჲ კუალად-დამონებისაგან ცოდვისა და სიკუდილისა, აწ კუალად ჴსენებად მოიყვანებს მათ ქველისმოქმედებათა ღმრთისათა, და მადლობად აღსძრავს მისსა, რომელმან იჴსნნა მონებისაგან ცოდვათაჲსა. ხოლო მორჩილებაჲ რაჲ თქუა გულითა, აქებს მათ, ვითარმედ: თჳთმფლობელობითი არს და არა იძულებითი, გულითადი ეგე მორჩილებაჲ თქუენი, რომელ გაქუს მისსა მიმართ, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. ესე იგი არს. ვითარმედ, რომელსაცა-იგი მიეცენით განსასწავლელად შჯულთა და წესთა სახარებისათა, რომლისა მიერ არა ხოლო ცოდვისაგან განსთავისუფლდით, არამედ სიმართლესაცა დაემონენით.

მოციქულისაჲ: კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათჳს ჴორცთა თქუენთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ (6,19).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ესოდენი უმაღლესი სახე მონებისაჲ განგიწესე თქუენ, რაოდენ უაღრეს არს მონებაჲ სიმართლისაჲ ცოდვისასა და ქრისტესი - ბელიარისსა! ხოლო მე არარას გეტყჳ უზეშთაესსა ბუნებისასა, და კაცობრივსა უძლურებასა თანა დაგამდაბლებ სიტყუასა ქადაგებისასა. რამეთუ თჳთ უძლურებაჲ ესე ჴორცთაჲ — არა ჴორცთაჲ არს, არამედ გონებისა და ნებისა თქუენისაჲ. გარნა მე რაჲთა არა დაგიმძიმო, მასცა ჴორცთავე მივაჩემებ და გეტყჳ ნაცვალად ამისსა, ვითარმედ "უძლურებისათჳს გონებისა", ესრეთ ვითარმედ "უძლურებისათჳს ჴორცთა თქუენთაჲსა", რაჲთა ესოდენიღა სადმე ჰმონოთ ღმერთსა, რაოდენ გულსმოდგინედ ჰმონებდით ცოდვასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს (6,20-21).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰმონებდით ცოდვასა, ყოვლად არცა ერთსა რას თავს-იდებდით ქმნასა სიმართლისასა, რამეთუ ესე არს თავისუფლებაჲ სიმართლისაგან, და ამას ყოველსა შინა უნაყოფოცა იყვენით ჰჱთუმცა ვითარ-იგი კეთილისაგან, ეგრეთვე ბოროტისაგან! არამედ აქადული არცა გაქუნდა. ხოლო სირცხჳლითა ესოდენ აღსავსე იყვენით. რომელ მაშინ, არამედ ჯერეთ აწცა გრცხუენის მაშინდელთა საქმეთათჳს, რამეთუ ესევითარი არს ცოდვისაჲ, რომე მრავალჟამეულსა სირცხ აქა, და უნანელ თუ იყოს, დაუსრულებელსაცა სირცხჳლსა დაუმკჳდრებს, აქაცა და მუნცა; და არა ხოლო სირცხჳლსა, არამედ სიკუდილსაცა სულისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა — ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ — ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (6,22-23).

თარგმანი: კეთილად გჳჩუენა ნაყოფი ცოდვისაჲ: პირველ — სირცხჳლი მრავალჟამეული, და დასასრულსა — სიკუდილი. ხოლო აწ მონებისა ღმრთისასა იტყჳს "ნაყოფსა", ესე იგი არს სიწმიდით მოქალაქობაჲ, რომლისა აღსასრული არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი, ესე იგი არს სასყიდელი ცოდვისაჲ — სიკუდილი არს, ხოლო სიმართლისაჲ არღარა სასყიდელი, არამედ ნიჭი ღმრთისა მიერი, ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი-იგი არა სასყიდლად, არამედ ნიჭად და მადლით მიეცემის ყოველთა. ესრეთ უკუე, წარმოაჩინა რაჲ ცოდვაჲ და ნაყოფი მისი, სიმართლე და ნაყოფი მისი, —არარას უმეტესსა ითხოვს, უმეტესობისა წილ ნიჭთაჲსა, თჳნიერ ამა ოდენ, რაჲთა, ვითარ-იგი მონებასა შინა ცოდვისასა ყოვლად უნაწილო ვიყვენით სიმართლისაგან, ეგრეთვე აწ, მონებასა შინა სიმართლისასა, ყოვლად უნაწილო ვიყვნეთ ცოდვისა და სიბოროტისაგან, რაჲთა სირცხჳლისაგან ვიჴსნნეთ და კადნიერებასა მივემთხჳნეთ.