მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ რაჲ-მე ვთქუათ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? — ნუ იყოფინ! რომელნი-ესე მოვკუედით (6,1).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი", რაჲთა არა თქუან უგუნურთა, თუ ცოდვისა მიმარ გუაწუევს, ამისთჳს შესძინა ესე, ვითარმედ: ნუ-უკუე ვინმე თქუას თუ — "ვქმნე ცოდვაჲ, რაჲთა გარდაემატოს მადლი ჩემ თანაცა". ნუ იყოფინ ესე, ნუცამცა მოუგონებია ვის! რამეთუ იგი ქრისტემან ერთგზის ქმნა და მოჰფინა უხუად მადლი თჳსი და იჴსნა სოფელი მძლავრებისაგან ცოდვისა, და ამიერითგან, რომელმან შეიყუაროს და ქმნეს ცოდვაჲ, უმეტესად დაისაჯოს მისთჳს, ვიდრე პირველნი იგი. რამეთუ არა აქუს იძულებაჲ, ვითარ მაშინ, არამედ განთავისუფლებულ არს ქრისტეს მიერ, და ნებსით შთაიგდებს თავსა თჳსსა ცოდვათა შინა, და ღირს არს ფრიადსა საშჯელსა.

მოციქულისაჲ: ცოდვისა მიმართ, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? (6,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ ვიქმნენით სოფლისაგან და ცოდვისა, რაჲთა არღარა ვჰმორჩილობდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ქმნა ნათლისღებამან, რომელ მოგუაკუდინნა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რაჲთა დავადგრეთ მკუდრობასა მას ზედა ცხოველსმყოფელსა, და არღარა ცხოველ ვიყვნეთ ბოროტითა მით ცხორებითა, და დაღაცათუ ბევრეულგზის გუეტყოდის ცოდვაჲ, არა ვჰმორჩილობდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? (6,3).

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: "მოვკუედით ცოდვისაგან", ხოლო აქა თარგმნის, თუ ვითარ მოვკუედით ცოდვისაგან, და იტყჳს, ვითარმედ: "არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?" ხოლო რაჲ არს ესე თუ "სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"? — ესე იგი არს, ვითარმედ: ამით გულისსიტყჳთა ნათელ-ვიღეთ, რაჲთა, ვითარცა იგი მოკუდა ჴორცითა, ეგრეთცა ჩუენ მოვკუდეთ ცოდვისაგან. რამეთუ ჯუარცუმა ჩუენდა არს ნათლის-ღებაჲ და ვითარცა ქრისტეს სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ და საფლავი იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვისაგან სიკუდილისა არს ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა ერთითა სახითა არს ჩუენი და მისი, რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და აღდგა, ხოლო ჩუენ ცოდვისაგან მოვკუდებით და აღვდგებით სულითა მკუდრობისა მისგან სულიერისა. და ამისთჳს არა თქუა თუ "თანანერგ ვექმნენით სიკუდილსა მისსა", არამედ "მსგავსებასა სიკუდილისა მისისასაო". რამეთუ იგიცა და ესეცა სიკუდილი არს, არამედ არა ერთსა პირსა ზედა, რამეთუ ქრისტესი ჴორცითა სიკუდილი იყო, ხოლო ჩუენი სიკუდილი არს ცოდვისაგან მკუდარ-ყოფაჲ.

მოციქულისაჲ: და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილად (6,4).

თარგმანი: ესრეთ დავიფლვით ქრისტეს თანა ნათლისღებითა სიკუდილად, რამეთუ, ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავალთ წყალსა მას შინა ნათლისღებისასა. და მოკუდების და დაინთქმის მას შინა ძუელი იგი კაცი და საქმენი მისნი სრულიად. და რაჟამს აღმოვიდეთ მიერ, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი, და ესრეთ აღვდგებით ქრისტეს თანა, და ვითარცა-იგი, აღდგა რაჲ საფლავით, არღარა განხრწნადნი და მოკუდავნი ჴორცნი აქუნდეს, ეგრეთვე ჩუენ, აღმო-რაჲ-ვიდეთ ემბაზისაგან, არღარა პირველნი იგი ცოდვილნი და ბილწნი ჴორცნი გუმოსიან, და მიერითგან ჩუენსა ნებასა ზედა არს, გინა თუ დავადგრეთ სიწმიდესა მას ზედა, ანუ თუ კუალად შევაგინნეთ თავნი ჩუენნი.

მოციქულისაჲ: რაჲთა, ვითარცა აღდგა ქრისტე დიდებითა მამისაჲთა (6,4).

თარგმანი: დიდებად მამისა ქრისტეს ღმრთეებასა იტყჳს, რამეთუ იგი არს სიბრძნე და ძალი და დიდებაჲ მამისაჲ, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "ღმერთმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, მამამან დიდებისამან", რამეთუ კაცობრივისა მის ბუნებისა ღმერთი არს, ამისთჳს თქუა, ვითარმედ "ღმერთმან უფლისა იესუ ქრისტესმან", რამეთუ კაცებისა მისისათჳს იტყოდა, და "მამამან დიდებისამან" — რამეთუ დიდებად ბუნებასა მას ღმრთეებისასა იტყჳს. ხოლო რომელ თქუა აქა თუ "აღდგა დიდებითა მამისაჲთა", ესე იგი არს, ვითარმედ აღდგა თჳსითა ღმრთეებითა, რომელი-იგი დიდებაჲ არს მამისაჲ.

მოციქულისაჲ: ეგრეთცა ჩუენ (6,4).

თარგმანი: ესე შეუდგებოდა სიტყუასა მას, რაჲთამცა ეთქუა თუ "ვითარცა ქრისტე აღდგა, ეგრეთცა ჩუენ აღვდგეთ." არამედ მოციქულმან აქა მოქალაქობისა კეთილისათჳს იწყო თქუმად, და სხუასა აღდგომასა ითხოვს ჩუენგან, რომელი-იგი იქმნების კეთილთა საქმეთა მიერ, რომლისა მიერ მოკუდების ცოდვაჲ და აღდგების ცხორებაჲ სათნოჲ. რამეთუ ამისთჳს დავეფლვით ქრისტეს თანა ნათლისღებითა, რაჲთა მოკუდეს ცოდვაჲ, და რაჲთა, ვითარცა ქრისტე, აღდგა რაჲ საფლავით, არღარა ემოსნეს განხრწნადნი ჴორცნი, ეგრეთვე ჩუენ, აღმოვჴდეთ რაჲ ემბაზისა მისგან ნათლისღებისა, არღარაჲ გუაქუნდეს ძუელისა მის კაცისაგანი, არამედ ყოველივე ახალი.

მოციქულისაჲ: განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,4).

თარგმანი: ახალი მოქალაქობაჲ ესე არს, რაჲთა სიძვისა წილ სიწმიდე შევიყუაროთ და ნაყროვანებისა წილ — მარხვაჲ, ამპარტავანებისა წილ — სიმდაბლე, ტაცებისა წილ — მოწყალებაჲ, და ყოვლისა ვნებისა წილ, რომელი ძუელსა მას კაცსა აქუნდა, წინააღმდგომი მისი სათნოებაჲ შევიყუაროთ, და ესე არს განახლებული ცხორებაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას (6,5).

თარგმანი: ჰნებავს გამოჩინებად მსგავსებისა ჩუენისა, რომელი გუაქუს ქრისტეს მიმართ ნათლისღებითა, და იტყჳს, ვითარმედ: "თანანერგ ვექმნენით სიკუდილისა მისისა მსგავსებასა". ხოლო თანანერგად ამისთჳს იტყჳს, რამეთუ, ვითარცა გუამმან მან მეუფისამან, და-რაჲ-იდვა საფლავსა შინა, აღმოუცენა ცხორებაჲ სოფელსა, ეგრეთვე ჩუენი გუამი, დაიფლას რაჲ ნათლისღებასა შინა, აღმოგჳცენებს ჩუენვე სიმართლესა.

მოციქულისაჲ: სიკუდილი მისისასა (6,5).

თარგმანი: მსგავსად სიკუდილისა სახელ-სდვა ნათლისღებასა ჩუენსა, რამეთუ ეგრეთცა არს და მსგავსებასა სიკუდილისასა აღვასრულებთ ნათლის-ღებითა, არა თუ ჭეშმარიტსა სიკუდილსა ჴორცთასა, რამეთუ სამგზის შთაყოფაჲ იგი თავისაჲ წყალსა შინა და აღმოღებაჲ მსგავსებასა მოასწავებს სამისა დღისა სიკუდილისა და აღდგომისასა. და ჩუენი სიკუდილი ცოდვისაგან არს მოკუდომაჲ, ხოლო ქრისტესი —ჴორცთა სიკუდილი იყო.

მოციქულისაჲ: ეგრეცა აღდგომასა მას — მისსა ვიყვნეთ" (6,5).

თარგმანი: რაჟამს სიკუდილისათჳს იტყოდა, არა თქუა თუ "სიკუდილსა მისსა თანახატ ვექმნენით", არამედ — "მსგავსებასა სიკუდილისა მისისასა". ხოლო აღდგომისათჳს — არღარა ესრეთ, არამედ ჭეშმარიტად აღვდგეთ ჩუენცა, ვითარცა იგი, და ესრეთ თანახატ ვექმნეთ აღდგომასა მისსა. და იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ სიკუდილი უფლისაჲ მსგავსებითა აღვასრულეთ, ხოლო აღდგომასა მისსა ჭეშმარიტად ზიარ-ვიქმნეთ, და არღარა მსგავსებითა ოდენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ესე უწყით, ვითარმედ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა (6,6).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "აღდგომისა მისისა თანახატ ვიქმნეთ", აწ იტყჳს თუ ვითარ ვიქმნეთ თანახატ აღდგომისა მის; ვითარმედ: ესე უწყითო, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა ნათლისღებისა მიერ; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-იგი რომელი ჯუარს-ეცუას და დაემსჭუალოს ჯუარსა ზედა, უქმ არს იგი ყოვლისავე საქმისაგან, ეგრეთვე ჩუენი იგი ძუელი კაცი, რომელ არს ბოროტი იგი ცხორებაჲ და ცოდვითა შებღალული, ჯუარს-ეცუა, ესე იგი არს უქმ იქმნა და მკუდარ თჳსთა მათ ბოროტთა ჩუეულებათაგან, რომლისათჳსცა განქარდა ჴორცი იგი ცოდვისაჲ, ესე იგი არს, რაჲთა მოკუდენ ბოროტნი იგი საქმენი, რომელთაცა უწესს ჴორცად ცოდვისა. ძუელად კაცად არა თუ ბუნებასა სახელ-სდვა, არამედ ბოროტსა მას გონებასა და ჩუეულებასა, რომელი-იგი მოკუდა ნათლისღებისა მიერ.

მოციქულისაჲ: რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა (6,6).

თარგმანი: არა თუ ჴორცთა ამათ უწესს ჴორცად ცოდვისა, არამედ უკეთურებისა სიყუარულსა და ჩუეულებასა, და იტყჳს, ვითარმედ ამისთჳს ჯუარს-ეცუა ძუელი კაცი ჩუენი ქრისტეს თანა ნათლისღებითა, რაჲთა განქარდენ ბოროტნი იგი ჩუეულებანი, რაჲთა არღარა მიგჳზიდვიდენ ჩუენ მორჩილებად ცოდვისა, რაჟამს მკუდარ-ქმნილ ვიყვნეთ ცოდვისაგან. რამეთუ ჭეშმარიტად განქარდა ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რომელ იყო ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა დამკჳდრებული იგი სიფიცხე ვნებათაჲ, რომელი ზიდვიდა მარადის გონებასა ბოროტისა მიმართ და შემოიღებდა გულად მწჳრესა მას ბოროტთა გულისთქუმათაჲსა, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომელსა ზედა უძლურ იყო ჴორცთა მათ მიერ, მამამან მოავლინა ძე თჳსი მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით. ჰხედავ-ა, ვითარ განქარდა ჴორცი იგი ცოდვისაჲ? რამეთუ განქარდა ჴორცითა მით ცოდვისა იგი საწერტელი და მოიკლა პირველად ქრისტეს მიერ, ხოლო მოიწია მისგან და მის მიერ ჩუენდაცა მადლი იგი.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი მომკუდარ არს, განმართლებულ არს ცოდვისაგან (6,7).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვითარცა-იგი, რომელი მოკუდეს, განშორებულ არს ცოდვათა ქმნისაგან, რამეთუ მკუდარ უსულო არს, ეგრეთვე, რომელმან ნათელ-იღოს, მკუდარ-ქმნილ არს და განმართლებულ არს ცოდვისაგან. და თანა-აც, რაჲთა, ვინაჲთგან ერთგზის მკუდარ და განმართლებულ და განთავისუფლებულ-ქმნილ არს ცოდვათაგან, მარადის ესრეთ მკუდრად ეგოს ცოდვისა მიმართ. აწ უკუე, ძმაო, უკუეთუ მომკუდარ ხარ ნათლისღებისა მიერ ცოდვათაგან, ეგე მკუდრად, რამეთუ ყოველი მკუდარი შეუძლებელ არს ცოდვისა მიმართ ქმნად მისა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მოვკუედით ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანა ვცხოვნდეთ (6,8).

თარგმანი: განცხადებულად გუახარებს აღდგომასა და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ რომელნი-ესე მოვკუედით ქრისტეს თანა ნათლისღებისა მიერ, და მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, და ვეგნეთ მკუდრობასა მას შინა, და არღარა ცხოველ ვიქმნეთ ცოდვათა მიმართ, გურწმენინ, ვითარმედ ვცხონდებოდით ქრისტეს თანა ნეტარითა მით და დაუსრულებელითა ცხორებითა, რომელი მოგუეცეს შემდგომად აღდგომისა მის მერმისა. უკუეთუ კულა აწ ცხოველ ვიქმნეთ ცოდვისა მიმართ, მუნ ვერღარა ცხოველ-ვიყვნეთ ქრისტეს თანა, არამედ ცეცხლსა შინა ცხოველ ვიყვნეთ.

მოციქულისაჲ: რომელთა-ესე უწყით, ვითარმედ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, სიკუდილი მის ზედა არღარა სუფევდეს (6,9).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ქრისტეს თანა ცხოველ ვიყვნეთ", აწ კუალად მისთჳსვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სთქუათ თუ — ვინაჲ საცნაურ არს ესე, — გარნა უწყოდეთ, ვითარმედ, ვითარცა-ესე გულსავსე ვართ, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე არღარა მოკუდეს, ეგრეთვე ჩუენთჳს გჳღირს გულსავსეობაჲ, ვითარმედ, ვითარცა-იგი უკუნისამდე ცხოველ არს, ჩუენცა უკუნისამდე ცხოველ ვიყვნეთ.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელ მოკუდა ცოდვისათჳს, მოკუდა ერთგზის (6,10).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მოკუდა ცოდვისათჳს"? — ესე იგი არს, ვითარმედ: ქრისტე უფალი მასცა სიკუდილსა, რომლითა მოკუდა, არა თანამდებ იყო, არამედ — ცოდვისა ჩუენისათჳს, რაჲთა განაქარვოს იგი და მოჰკუეთნეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ძალი მისი. ამისთჳს მოკუდა, და არა თუ, ვითარცა სხუანი კაცნი, თანამდებ იყო სიკუდილისა.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელ-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა (6,10).

თარგმანი: "ცხოველ არს ღმრთისაო" — ესე იგი არს, ვითარმედ უკუნითი-უკუნისამდე ცხოველ არს, ვითარცა ღმერთი ღმრთისა მამისა თანა, რაჲთა არღარაოდეს შევიდეს სიკუდილსა. რამეთუ პირველიცა იგი სიკუდილი, არა თუ თანამდებ მისა იყო და და ამისთჳს მიიღო, არამედ — სხუათა ცოდვისათჳს. ხოლო აწ, ვინაჲთგან იგიცა განუქარვებიეს, რაჲსათჳსღამცა მოკუდა?

მოციქულისაჲ: ეგრეთვე თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს, ხოლო ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუჲს მიერ (6,11).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან თუ — და ჩუენდა რაჲ არს, უკუეთუ ქრისტე არღარა მოკუდების — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ეგრეთვე თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი; ვითარ "ეგრეთ"? — ესე იგი არს, ვითარმედ მოჰკუდეთ ცოდვისათჳს ერთგზის, ხოლო ცხოველ იყვნეთ ქრისტეს მიერ მარადის, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიყოფებით. გინა თუ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: ვითარცა-იგი ქრისტე მოკუდა და ცხოველ არს, ეგრეთვე თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი, ვითარმედ თანამდებ ხართ, რაჲთა ცოდვისაგან მკუდარ იყვნეთ, ხოლო საღმრთოთა საქმეთა შინა — ძლიერ და ცხოველ იესუ ქრისტეს შეწევნითა.

მოციქულისაჲ: ნუ-უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა, მორჩილებად გულისთქუმათა მისთა (6,12).

თარგმანი: ესრეთ ღაღადებს, ვითარმედ: ვინაჲთგან თანა-გაც მკუდარ-ყოფაჲ ცოდვისაგან, ისწრაფეთ, რაჲთა არა სუფევდეს ცოდვაჲ ამიერითგან მოკუდავთა მაგათ ჴორცთა ზედა თქუენთა, რამეთუ, რაჟამს ჩუენ ნებსით ვჰმორჩილობდეთ ცოდვასა, მაშინ სუფევს იგი ჩუენ ზედა; რამეთუ მძლავრობა ეწოდების, ოდეს უბენლიეთ ვისმე ზედა უფლებდეს, ხოლო სუფევად, ოდეს ნებსით ჩუენით მივსცემდეთ ჴელმწიფებასა. აწ უკუე მძლავრობაჲ მისი ქრისტემან დაჰჴსნა, ხოლო სუფევაჲ მისი ჩუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, უკუეთუ გუენებოს დაჴსნაჲ ანუ დამტკიცებაჲ.

მოციქულისაჲ: ნუ წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,13).

თარგმანი: რამეთუ ჴორცნი, სადაჲთცა ვინ მიიყვანებდეს, მივლენ, და უკუეთუ ენებოს კაცსა, ძალ-უც ჴელისა თჳსისა საჭურველ მოწყალებისა ყოფად, ანუ თუ საჭურველ მტაცებლობისა. ეგრეთვე ენასა ძალ-უც საჭურველ სიმართლისა ყოფად გალობითა. და კუალად, საჭურველ ცოდვისა — ბოროტისმეტყუელებითა. და ეგრეთვე სხუანი ყოველნი ასონი არიან.

მოციქულისაჲ: არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა (6,13).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა ღირს არს ესევითარისა მის ქველისმოქმედებისა მისისა საქმე დიდთაცა ნაცვალთა მიგებად, რომელ მკუდრობისა მისგან ცოდვათაჲსა განგათავისუფლნა და ღირს-გყვნა ცხორებასა მას წმიდასა და კეთილსა.

მოციქულისაჲ: ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ თქუენ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა (6,14).

თარგმანი: ჴორცნი ჩუენნი პირველ ქრისტეს მოსლვისა უფლებულ იყვნეს ცოდვისა მიერ, რამეთუ სიკუდილსა თანა სხუანიცა მრავალნი ცოდვათა სიმრავლენი შემოვიდეს, და ძნელ იყო მოქცევაჲ სათნოებად, რამეთუ არცა სული წმიდაჲ გაქუნდა შემწედ, არცა ნათლისღებაჲ, მომაკუდინებელი ცოდვისაჲ. ოდენ შჯული იყო, რომელი გუეტყოდა, ვითარმედ —ესე რაჲმე ქმენ და მას რასმე ნუ იქმ! — და სხუასა არარას გუარგებდა სწავლითა თჳსითა. ხოლო ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა, ბრძოლაჲ ჩუენი ადვილ იქმნა. და აწ, უკუეთუ არა სრულიად დავიჴსნნეთ, და მივსცნეთ თავნი ჩუენნი გულისთქუმასა ცოდვისასა, ვერ გუეუფლების ჩუენ ცოდვაჲ, რამეთუ არღარა მოსეს შჯულსა ქუეშე ვართ, რომელ ოდენ გუეტყჳს და სხუაჲ არარაჲ, არამედ ქრისტეს მადლი არს, რომელი-იგი გარდასრულთა შეგჳნდობს და მომავალთა მიმართ შეგუეწევის და განგუამტკიცებს. რამეთუ იგი შემდგომად დიდთა მათ ჭირთასა აღუთქუმიდა გჳრგჳნსა, ხოლო ქრისტე პირველად გჳრგჳნოსან-გუყოფს ნათლისღებითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა, და ესრეთ შემავლენს ბრძოლად. და უკუეთუ ვსძლოთ, მერმე უვაღრესსა გჳრგჳნსა მოგუცემს. და შჯული ამხილებს ცოდვასა, ხოლო ქრისტე დაჰჴსნის ცოდვათა, რამეთუ ვითარცა იგი მხილებითა გამოაჩინებდა ცოდვასა და დაშჯიდა კაცსა, ეგრეთვე ქრისტე შეუნდობს მონანულსა და დაჰჴსნის ცოდვასა. და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, აწ, უკუეთუ არა ნებსით განმცემელ თავთა ჩუენთა ვიქმნნეთ, ვერ გუეუფლების ცოდვაჲ.

მოციქულისაჲ: აწ უკუე ვცოდვიდეთ-მე-ა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? — ნუ იყოფინ! არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ, გინათუ მორჩილებად სიმართლესა? (6, 15-16).

თარგმანი: რაჲთა, რომელსა ესმას თუ — "ცოდვაჲ თქუენ ზედა არღარა უფლებდეს", — არა უდებ იქმნას და არღარა წინა-აღუდგებოდის ცოდვისა ბრძოლასა, ამისთჳს კუალად შეაშინებს და იტყჳს, ვითარმედ: ნუ-უკუე ამას ვინმე მიენდოს, თუ — "ცოდვაჲ ვერღარა მეუფლების", — და განსცეს თავი თჳსი ცოდვასა! რამეთუ მე ამას ვიტყჳ თუ — იძულებით და უნებლიეთ ვერ გეუფლების. უკუეთუ კულა ნეფსით თჳსით დაემორჩილნეთ, უძლიერესადცა გეუფლოს. რამეთუ თქუენსა ნებასა ზედა არს ყოველი, და უკუეთუ ცოდვასა დაემორჩილნეთ, მისნი მონანი ხართ, და თუ სიმართლესა დაემორჩილნეთ, სიმართლისა მონანი ხართ.

მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახესა მოძღურებისასა (6,17).

თარგმანი: ვინაჲთგან შეაშინნა იგინი და განაკრძალნა ცოდვისაგან, აწ კუალად ჰმადლობს ღმერთსა ქველისმოქმედებათა მისთათჳს, და იტყჳს, ვითარმედ: მადლი ღმერთსა, რომელ ესრეთ შეგეწია, რამეთუ დამონებულნი ეგე ცოდვისანი, რომელთა შეგეყუარა იგი და მონა მისა ქმნილ იყვენით, რომელ თჳნიერ იძულებისა, გულისა თქუენისა ნებითა მორჩილ იქმნენით ამის მოძღურებისა სახესა, რომელსა მოეცენით ღმრთისა შეწევნითა. ხოლო რომელსა სახესა? — გარნა ამასო, რაჲთა სიწმიდით იყოფებოდით და ღმერთი გრწმენეს, ვითარცა ჯერ-არს. ხოლო თუ "სახესა მოძღურებისასა" — ესე იგი არს წესსა და კანონსა.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და მონა-ქმნილ ხართ სიმართლისა. კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათჳს ჴორცთა თქუენთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა უშჯულოებად, ეგრეთცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლისა სიწმიდედ (6, 18-19).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ კაცობრივთაგან საქმეთა სახესა შემოვიღებ; გინა თუ ესრეთ, ვითარმედ: კაცობრივსა და მდაბალსა საქმესა ვიტყჳ, ვინაჲთგან უძლურ ხართ და მაღალთა და დიდთა საქმეთა ვერ შეიწყნარებთ. ამისთჳს კაცობრივსა და უძლურთა კაცთა საზომსა გეტყჳ, რაჲთა, ვითარცა შეიყუარეთ ცოდვაჲ, ბარე ეგრეთ შეიყუაროთ სიმართლე, თუცა უმეტესად არა. რამეთუ ფრიად უვაღრესისა და უმეტესისა მონებისა და სიყუარულისა ჯერ-იყო ქრისტეს მიმართ მოგებად და სიმართლისა მიმართ, ვიდრეღა ურჩულოებისა და ბილწებისა. გარნა უძლურებისათჳს თქუენისა გეტყჳ მცირესა ამას საზომსა, რაჲთა უკუეთუ უმეტესად არა ცოდვისა, ოდენ უეჭუელად შეიყუაროთ სიმართლეცა, და, ვითარცა წარუდგინენით ასონი თქუენნი მონებად ურჩულოებისა, ეგოდენ წარუდგინენით მონებად სიმართლისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან (6,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვიტარმედ: ოდეს ცოდვათა შინა სცხოვნდებოდეთ, ესრეთ ჰმორჩილობდით ურჩულოებასა, რომელ არცა თუ ერთსა იქმოდეთ სიმართლესა. რამეთუ ამას მოასწავებს თუ "თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან", ესე იგი არს, ვითარმედ არცა ერთსა საქმესა ზედა ჰმორჩილობდით მას. ეგრეთვე უკუე აწცა, ვინაჲთგან მოხუედით სიმართლედ, ნუცაღა ერთსამცა საქმესა ზედა ჰმორჩილობთ ცოდვასა, არამედ სრულიად განთავისუფლდით მისგან.

მოციქულისაჲ: რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა, და გაქუს თქუენ ნაყოფი თქუენი სიმართლედ და აღსასრულსა —ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს (6,21-23).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ სარგებელი მოიღეთ პირველისა მის უკეთურებისაგან? — გარნა სირცხჳლი. რამეთუ ესევითარი არსო ნაყოფი ცოდვისაჲ, რომელ ჴსენებაჲცა მისი სირცხჳლ არს. და უკუეთუ ჴსენებაჲ ოდენ სარცხჳნელ არს, თჳთ საქმე რაჲ იყოს! და აწ უკუე ორკერძო კეთილი გეყოო: ერთად, რომელ განსთავისუფლდით სირცხჳლისა მისგან, და მეორედ, რამეთუ სცანთ, რასა შინა იყვენით. რამეთუ, გულისჴმა-ყავთ თუ საქმეთა მათ, რომელთა ჴსენებითა სირცხჳლი მოგივალს გონებასა, რაჲმცა იყო სასყიდელი მათი? რამეთუ ცოდვისა ნაყოფი და აღსასრული სიკუდილი არს სულისაჲ. ხოლო სიმართლისა ნაყოფი და აღსასრული — კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ და სიხარული და სიწმინდე და ცხორებაჲ საუკუნოჲ. და ცოდვისა საგზალი სიკუდილი არს სულიერი, ხოლო სიმართლისა — მადლი ღმრთისაჲ ცხორებად საუკუნოდ. ხოლო საგზლად იტყჳს ნაყოფსა და მოსაგებელსა ცოდვისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ ცხორება საუკუნო არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (6,23).

თარგმანი: არა თქუა თუ "სასყიდელი იგი სათნოებათაჲ", არამედ — "ნიჭი ღმრთისაჲო", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა შრომათა მიერ, არამედ ნიჭითა ღმრთისაჲთა იქმნების შენდობაჲ ცოდვათაჲ და დამკჳდრებაჲ სასუფეველსა, დაღაცათუ ბევრეულნი შრომანი ვაჩუენნეთ.

ნაშრომები > ჰრომაელთა და კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება > ჰრომაელთა ებისტოლისაჲ > თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]