მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 6:23

22. But now being made free from sin, and become servants to God, ye have your fruit unto holiness, and the end everlasting life.23. For the wages of sin is death; but the gift of God is eternal life through Jesus Christ our Lord.
Romans თავი 6
23. For the wages of sin is death; but the gift of God is eternal life through Jesus Christ our Lord.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა, და გაქუს თქუენ ნაყოფი თქუენი სიმართლედ და აღსასრულსა —ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს (6,21-23).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ სარგებელი მოიღეთ პირველისა მის უკეთურებისაგან? — გარნა სირცხჳლი. რამეთუ ესევითარი არსო ნაყოფი ცოდვისაჲ, რომელ ჴსენებაჲცა მისი სირცხჳლ არს. და უკუეთუ ჴსენებაჲ ოდენ სარცხჳნელ არს, თჳთ საქმე რაჲ იყოს! და აწ უკუე ორკერძო კეთილი გეყოო: ერთად, რომელ განსთავისუფლდით სირცხჳლისა მისგან, და მეორედ, რამეთუ სცანთ, რასა შინა იყვენით. რამეთუ, გულისჴმა-ყავთ თუ საქმეთა მათ, რომელთა ჴსენებითა სირცხჳლი მოგივალს გონებასა, რაჲმცა იყო სასყიდელი მათი? რამეთუ ცოდვისა ნაყოფი და აღსასრული სიკუდილი არს სულისაჲ. ხოლო სიმართლისა ნაყოფი და აღსასრული — კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ და სიხარული და სიწმინდე და ცხორებაჲ საუკუნოჲ. და ცოდვისა საგზალი სიკუდილი არს სულიერი, ხოლო სიმართლისა — მადლი ღმრთისაჲ ცხორებად საუკუნოდ. ხოლო საგზლად იტყჳს ნაყოფსა და მოსაგებელსა ცოდვისასა.

თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა — ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ — ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (6,22-23).:

თარგმანი: კეთილად გჳჩუენა ნაყოფი ცოდვისაჲ: პირველ — სირცხჳლი მრავალჟამეული, და დასასრულსა — სიკუდილი. ხოლო აწ მონებისა ღმრთისასა იტყჳს "ნაყოფსა", ესე იგი არს სიწმიდით მოქალაქობაჲ, რომლისა აღსასრული არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი, ესე იგი არს სასყიდელი ცოდვისაჲ — სიკუდილი არს, ხოლო სიმართლისაჲ არღარა სასყიდელი, არამედ ნიჭი ღმრთისა მიერი, ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი-იგი არა სასყიდლად, არამედ ნიჭად და მადლით მიეცემის ყოველთა. ესრეთ უკუე, წარმოაჩინა რაჲ ცოდვაჲ და ნაყოფი მისი, სიმართლე და ნაყოფი მისი, —არარას უმეტესსა ითხოვს, უმეტესობისა წილ ნიჭთაჲსა, თჳნიერ ამა ოდენ, რაჲთა, ვითარ-იგი მონებასა შინა ცოდვისასა ყოვლად უნაწილო ვიყვენით სიმართლისაგან, ეგრეთვე აწ, მონებასა შინა სიმართლისასა, ყოვლად უნაწილო ვიყვნეთ ცოდვისა და სიბოროტისაგან, რაჲთა სირცხჳლისაგან ვიჴსნნეთ და კადნიერებასა მივემთხჳნეთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის