თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგანცა წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან". არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: ესოდენ მაქუს სიყუარული ქრისტესი, რომელ დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელი არა იგმობებოდა-მცა, და უფროჲსად ჰურიათა მიერ, რომელთა ესოდენნი პატივნი მისცნა — შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი — და არღარაჲ დაუტევა მიზეზი მათ თანა, და იგინი მგმობარვე იქმნნეს სახელისა მისისა.
Romans 9:1
1. I say the truth in Christ, I lie not, my conscience also bearing me witness in the Holy Ghost,2. That I have great heaviness and continual sorrow in my heart.
Romans თავი 91. I say the truth in Christ, I lie not, my conscience also bearing me witness in the Holy Ghost,
თავი ი̂დ
მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდი და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი (9,1-4).:
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუვი, თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისა.ღთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ (9,1-2).:
თარგმანი: ვინაჲთგან დიდთა საქმეთათჳს იწყებს სიტყუად, და კნინღა დაუჯერებელსა საზომსა იტყჳს თჳსისა ძმათმოყუარებისასა, ამისთჳსცა დაწყებასავე სარწმუნო ჰყოფს მას სახელითა ქრისტესითა უცილობელისა მის ჭეშმარიტებისაჲთა, და თანამოწამებითა სჳნიდისისაჲთა, რომლისა განმკითხველ არს სული წმიდაჲ, ვითარმედ მოუკლებელ იყო მის შორის ურვაჲ და ლმობაჲ ცხორებისათჳს ძმათა თჳსთა ისრაიტელთასა.
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის