📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდი და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი (9,1-4).
თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგანცა წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან". არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: ესოდენ მაქუს სიყუარული ქრისტესი, რომელ დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელი არა იგმობებოდა-მცა, და უფროჲსად ჰურიათა მიერ, რომელთა ესოდენნი პატივნი მისცნა — შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი — და არღარაჲ დაუტევა მიზეზი მათ თანა, და იგინი მგმობარვე იქმნნეს სახელისა მისისა.
მოციქულისაჲ: რომელთანი იყვნეს მამანი, რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ. ხოლო არა ესრეთ, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ (9,5-6).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: აჰა ესერა შეჩუენებასაცა ვითხოვ ამისთჳს, რაჲთამცა ჰრწმენა ჰურიათა. გარნა ნუვინ ჰგონებთ, თუ ამისთჳს ვთქუ სიტყუაჲ ესე, ვითარმცა დავრდომილ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ტყუილმცა ქმნილ იყო აღთქუმაჲ მისი, არამედ ესე სიტყუაჲ ვთქუ სიყუარულისა მათისათჳს. თუ არა, უკუეთუ კეთილად გამოვიძიოთ სიტყუაჲ და აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, ყოვლადვე არა დავრდომილ არს, არცა ტყუილ-ქმნილ არს. და გამოაჩინებს, თუ ვითარ არა დავრდომილ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იქმნა აბრაჰამის მიმართ. ხოლო რომელსა სიტყუასა იტყჳს? გარნა მას, რომელ თქუა, ვითარმედ აღთქუმითა იგი თესლი მისი იყოს შესწორებულ ვარსკულავთა ცისათა. იტყჳს, ვითარმედ აღთქუმითი იგი თესლი აბრაჰამისი არიან მორწმუნენი, რომელნი არა გამოეჴუნეს აღთქუმასა მას საღმრთოსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად" (9,6-7); თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ რომელნიცა ჰურიანი არიან, იგინიცა ისრაჱლ და თესლ აბრაჰამისა არიან, არამედ რომელნიცა არიან მსგავსნი ისაკისნი და ისრაჱლისანი სათნოებითა და სარწმუნოებითა, და არა თუ, რომელნიცა ჴორციელად თესლისა მის მათისაგან არიან, — იგინი არიან აღთქუმითაცა. ამისთჳსცა არა თქუა თუ "იაკობისგანნი", არამედ "ისრაჱლისაგანნი" — სათნოებისა იგი სახელი და ღმრთისა მიერ მოცემული შემოიღო შორის.
მოციქულისაჲ: ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა (9,8).
თარგმანი: გამოსთარგმანებს ზემოსა მას სიტყუასა, თუ რაჲ არს, რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: "ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად". ესე იგი არს, ვითარმედ აღთქუმისაგანნი არიან ნათესავ აბრაჰამისა, ხოლო არა თქუა თუ "შვილ აბრაჰამის", არამედ "შვილ ღმრთისა", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ისაკცა არა იყო ყოვლითურთ ჴორციელი შვილი აბრაჰამისი. თუ არა ჴორციელად ჰურიანიცა შვილ აბრაჰამისა არიან; არამედ ჩუენ ვართ ჭეშმარიტნი შვილნი მისნი, რომელნი მორწმუნენი ვართ, ვითარცა იგი, და შვილ ღმრთისა — ნათლისღებისა მიერ. ხოლო ჰურიანი უცხო არიან შვილებისაგან ღმრთისა.
მოციქულისაჲ: არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად, რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "ჟამსა ოდენ ამას მოვიდე და ესუას სარას ძე" (9,9).
თარგმანი: რავდენნიცა ისაკისებრ იშვნენო, იგინიცა არიან ნათესავ აბრაჰამისა და შვილ ღმრთისა, რამეთუ ისაკ არა შჯულითა მით ბუნებისაჲთა იშვა, არამედ ძალითა აღთქუმისა ღმრთისაჲთა. და რომელნიცა ესრეთ იშვნენ, იგინი არიან შვილ აბრაჰამისა. ხოლო ესრეთ ჩუენ ვიშვებით ემბაზისაგან, რამეთუ სიტყჳთა და აღთქუმითა ვიშვებით ჩუენცა; სიტყჳთა ესრეთ, რამეთუ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა შთავალთ ემბაზსა შინა; ხოლო აღთქუმითა, — რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი პირველ მრავალთა წელთა აღგჳთქუმიდეს ნათლისღებასა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: "განიბანენით, გინიწმიდენით" და "მოვედით უფლისა", "მიიღეთ ნათელი" და სხუაჲ ესევითარი მრავალი.
მოციქულისაჲ: არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა ისაკ მამისა ჩუენისა, რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა კეთილი გინა ბოროტი (9,10-11).
თარგმანი: ესევითარსა პირსა იტყჳს, ვითარმედ: რაჲ საკჳრველ არს თუ ჰურიათა რომელთამე ჰრწმენა და არიან შვილ აბრაჰამისა შერაცხილ, ხოლო ურწმუნონი არა არიან შვილ მისა შერაცხილ, რამეთუ ესე ძუელსაცა იხილვების, რამეთუ აბრაჰამს ესუა შვილი აგარისგანცა, გარნა ისაკ ოდენ შერაცხილ არს და ითქუმის თესლ მისა. და არა ესე ოდენო, არამედ რებეკაცა ერთისა ისაკისგან შვნა ორნი და არა იქმნეს ორნივე სათნო ღმრთისა, არცა ორნი შერაცხილ არიან შვილ ისაკისა, არამედ იაკობ ოდენ. ეგრეთვე ჰურიანი მორწმუნენი თესლ აბრაჰამისაცა არიან და ცხოვნდებიან, ხოლო ურწმუნონი — არა.
მოციქულისაჲ: რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, —რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: უხუცესმან მან ჰმონოს უმრწემესსა მას; ვითარცა წერილ არს: იაკობი შევიყუარე (9,11-13).
თარგმანი: ესე იგი არს, რაჲთა წინაჲსწარმცნობელობით გამორჩევაჲ ღმრთისაჲ გამოჩნდეს; რამეთუ, ვიდრეღა არაჲ კეთილი ექმნა იაკობს, საყუარელ უწოდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ შობისავე იცნის გონებანი და თუ რაჲ ყოფად-ა კაცსა მას თანა, და არა თუ კაცთაებრ ხილვაჲ უჴმს საქმეთაჲ, და მერმეღა ცნობაჲ.
მოციქულისაჲ: და ესავი მოვიძულე. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ! (9,13-14).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ღმრთისა თანა უსამართლოებაჲ არს, არამედ სამართლად მოიძულა ესავ, რამეთუ ბოროტი იყო. და ღმერთმან ყოველივე წინაჲსწარ იცის, ვითარცა-იგი უდაბნოს მყოფთა ჰურიათათჳს. რაჲ სთქუათ; არა ყოველთავე ქმნესა ჴბოჲ? და ვითარ იტყჳს თუ "შევიწყალო, რომელი შევიწყალო"? რამეთუ, ვინაჲთგან უსამართლოებაჲ არა არს ღმრთისა თანა და მათ ყოველთავე სწორად ქმნეს ჴბოჲ, ვითარ ანუ არა ყოველნი შეიწყალნა, ანუ არა ყოველნი წარწყიდნა? — გარნა ამისი ჯერ-არს მოგონებაჲ, ვითარმედ თუალითა მით ღმრთეებისა მისისაჲთა ხედავს დაფარულთა გულთა კაცთასა, და იცოდა თუ ვიეთი ჯერ-იყო შენდობაჲ ანუ ვიეთი — არა. და არცა უკუე აწინდელთა ჰურიათა ზედა არს ღმრთისა მიერ ვნებაჲ, რამეთუ რომელნი ღირსად გამოჩნდენ თჳსითა სარწმუნოებითა, იგინი ცხოვნდებიან და ურწმუნონი წარწყმდებიან.
მოციქულისაჲ: რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო რომელი-იგი შევიწყალო და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო (9,15).
თარგმანი: რამეთუ არა შენი არსო, ჵ მოსე, რაჲთა იცოდი თუ რომელი არს ღირს წყალობისა, არამედ მე მომიშუ ესე საშჯელი.
მოციქულისაჲ: აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებნ, არცა რომელი რბინ, არამედ რომელი ეწყალინ ღმერთსა (9,16).
თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუ-უკუე რომელსა უნდეს ცხორებაჲ და ისწრაფდეს, ღმერთი არა სწყალობსა მას? ნუ იყოფინ ესე! არა ამას იტყჳს მოციქული, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ მრავალთა ქმნიან შრომაჲ, გარნა ხედავნ ღმერთი გონებასა მათსა, ვითარმედ ბოროტ არნ და არაწრფელ, და არა ჭეშმარიტად მისთჳს იქმოდიან საქმესა მას, და ამისთჳს არა სწყალობნ, რამეთუ არა ყოვლითა გულითა ჰნებავნ მათ კეთილი. რამეთუ უნდა ისაკს, რაიჲთამცა აკურთხა ესავი, და რბიოდა ესავ, რაჲთამცა მიიღო კურთხევაჲ, არამედ ხედვიდა ღმერთი მისისა გონებისა გულარძნილებასა და უკეთურებასა, და იაკობის სიწრფელესა და სიწმიდესა. ამისთჳს ქმნა და მან მიიღო კურთხევაჲ. და არცა ისაკის ნებაჲ ერგო ესავს, არცა თჳთ მისი სრბაჲ, ვინაჲთგან არა კეთილ იყო გონებაჲ მისი.
მოციქულისაჲ: რამეთუ ეტყვს წიგნი ფარაოს (9,17).
თარგმანი: მოციქულსა მრავალნი ეტყოდეს მაშინ ჰურიათაგანნი, ვითარმედ: რად განვარდა ჰურიობაჲ, და არა ქმნა ღმერთმან, რაჲთამცა ყოველნი ქრისტესსა მოქცეულ იყვნეს? ამისთჳს მოციქული ისწრაფის, რაჲთამცა გუასწავა არა-გამოძიებაჲ საშჯელთა ღმრთისათაჲ, დაღაცათუ უმეცარ მათდა ვიყვნეთ; და კუალად, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ კაცსა თჳსი ნებაჲ წარსწყმედს, თუ არა, ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს. ამისთჳს უკუე ფარაოს შორის შემოიღებს და სხუათაცა პირთა მრავალთა, რაჲთა გუასწავოს არა-გამოძიებაჲ საშჯელთა ღმრთისათა.
მოციქულისაჲ: აღ-ვე-ამისთჳს-გადგინე შენ (9,17).
თარგმანი: ამისსა თარგმანსა ქუემო გამოაჩინებს, ვითარმედ ფარაო თჳსითა უკეთურებითა წარწყმდა, თუ არა, ღმერთსა ცხორებაჲ ენება მისი; ამისთჳსცა სულგრძელ ექმნებოდა.
მოციქულისაჲ: რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა (9,17).
თარგმანი კჳრილესი: ძალ ღმრთისა არს სულგრძელებაჲ მისი და ძალ დიდ, რამეთუ ვინმცა არა განკჳრდა ეგოდენსა სულგრძელებასა მისსა ზედა! და ესე არს სიტყჳსა მის ძალი, ვითარმედ: ამისთჳს შეგინდევ მეფობად, რაჲთა გამოჩნდეს თუ ვითარ სულგრძელ ვარ მე.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის (9,18).
თარგმანი: რომელი ღირს წყალობისა იყოს, კეთილისა გონებისა მისისათჳს მას შეიწყალებს, ხოლო ფიცხელსა და ურწმუნოსა მიუშუებს ფიცხელ და ურწმუნო ყოფად, რამეთუ არა საშჯელისაჲ არს ესე საწუთროჲ, არამედ საქმისა და თჳთმფლობელობისაჲ. რამეთუ სიტყუაჲ იგი თუ — "განაფიცხებს" —ამას მოასწავებს თუ: მიუშუებს ფიცხელსა ფიცხელ ყოფად, ვითარცა ფარაოს.
სხუაჲ თარგმანი წმიდისა ბასილისი: ვითარ განაფიცხა იგი? — არა თუ მისი გული ლბილ იყო და მოდრკებოდა და ღმერთმან განაფიცხა იგი. ნუ იყოფინ! არამედ ღმერთი ესევითართა საქმეთა იქმოდა, რომელნი უფროჲსად შემძლებელ იყვნეს მისდა მოდრეკად, არამედ ეგევითარნი-იგი საქმენი მას უფროჲსად განაფიცხებდეს. და განაფიცხა იგი ღმერთმან სულგრძელებითა თჳსითა, და დაყოვნებითა მით ტანჯვისაჲთა და ჰგებდა, რაჲთა გარდაემატოს ბოროტი მისი; და რაჟამს უკუანაჲსკნელსა მას საზღვარსა უკეთურებისასა აღემატოს უკეთურებაჲ მისი, მაშინ გამოჩნდეს მის ზედა სიმართლე საღმრთოჲსა საშჯელისაჲ. რაჟამს უკუე გესმას თუ: ჰრქუა ღმერთმან მოსეს: განვაფიცხო გული ფარაოჲსი, — ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: მე ვქმნნე მის ზედა საქმენი, რომელნი უფროჲსად მომდრეკელნი იყვნენ მისისა სიფიცხისანი, არამედ მან თჳსითა ბოროტითა ნებითა მომალბობელნი იგი სიფიცხისანი უმეტესისა სიფიცხისა მიზეზად მიიხუნეს.
სხუაჲ თარგმანი გრიგოლ ნოსელისაჲ და ოქროპირისაჲ: სიტყუაჲ იგი თუ — "განაფიცხა ღმერთმან გული ფარაოჲსი" —არა თუ ამას მოასწავებს, თუ სიფიცხე ნებამან ღმრთისამან დადვა გულსა მისსა, არამედ ვითარმედ: გონებაჲ იგი მისი ბოროტისა მიმართ მიდრეკილობითა მისითა სიფიცხისა მომალბობელსა სიტყუასა არა შეიწყნარებდა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდა. ამისთჳს დასაბამი მისისა სიფიცხისა და უკეთურებისაჲ იყო, რომელ თქუა, ვითარმედ: "არა ვიცი უფალი". მეორედ — უწყალოებაჲ მისი, რამეთუ თავისუფალი ერი დაემონა და ალიზისა ქმნევითა სტანჯვიდა. მესამედ — რამეთუ უბრალოთა ჩჩჳლთა დაანთქმიდა მდინარესა შინა. მეოთხედ — რამეთუ ღმრთისა ქადაგებაჲ ესმოდა და არა შეიწყნარებდა. მეხუთედ — რამეთუ ესოდენთა სასწაულთა ზედა არა მოდრკა მორჩილებად ღმრთისა.
მოციქულისაჲ: სთქუა-მე-ა ვითარმედ: რაჲსა მაბრალებს მე? ნებასა მისსა ვინ-მე წინა აღუდგეს? (9,19).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ნუ იტყჳ თუ — მე ვითარ ვცხონდე, თუ იგი განმაფიცხებდეს; რამეთუ "რომელი ჰნებავნ შეიწყალის და რომელი ჰნებავნ განაფიცხის"! — გარნა ნუ იგონებო ამას, რამეთუ ნუ იყოფინ თუმცა მას ვისიცა ენება განფიცხებაჲ, არამედ ყოველთა წყალობაჲ ჰნებავს. უკუეთუ კულა შენ განფიცხნე და ბოროტსა იქმოდი და არა ეძიებდე წყალობასა, არა მისი არს ბრალი, არამედ შენისა ბოროტისა ნებისაჲ.
მოციქულისაჲ: აწ შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? (9,20).
თარგმანი: დაუყოფს პირსა მათსა, რომელთა ენებოს საშჯელთა ღმრთისათა გამოძიებად, და ეტყჳს, ვითარმედ: შენ ვინ ხარო, რომელი ამას გამოეძიებ; ნუ-უკუე თანაზიარი ხარა მისი ანუ თანამსაჯული? არამედ რომელი რაჲ სცნა მისთა საშჯელთაგან, გიხაროდენ და ჰმადლობდ. და რომელი ვერ სცნა, ნუ ეძიებ.
მოციქულისაჲ: ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ? (9,20).
თარგმანი: არა თუ სიტყჳთა ამით თჳთმფლობელობასა მას ნებისა ჩუენისასა დაჰჴსნის, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ღმერთმან თქუა თუ: მე ყოველთა კაცთა მნებავს ცხორებაჲ; და შენ ვინ ხარო, რომელი იტყჳ თუ: არა! გარნა რომელთაჲმე ჰნებავს ცხორებაჲ და რომელთაჲმე არა! თუ არა, იგი ვინმე რად არა აცხოვნა და ესე ვინმე რად არა შეიწყალა? —რამეთუ ვითარცა თიჴაჲ მეკეცესა ვერას ეტყჳს, არცა რას მოიგონებს, ეგრეთვე ჯერ-არსო შენდაცა, რაჲთა, არა თუ სთქუა, არამედ არცა მოიგონო გამოძიებაჲ ღმრთისა საქმეთაჲ. არამედ, ვითარცა იგი უსულოჲ ჰმორჩილობს ჴელთა მეკეცისათა, ეგრეთვე რაჲთა შენ მორჩილ იყო ნებასა ამათ ყოველთა განმგებელისასა, და გრწმენეს, ვითარმედ იგი ყოველსავე სამართლად იქმს და ღირსად.
მოციქულისაჲ: ანუ არა ჴელ-ეწიფების მეკეცესა მას თიჴისაჲ მის მისვე შეზელილისაჲ შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? (9,21).
თარგმანი: არა თუ ღმერთი რომელთამე კეთილად შეიქმს და რომელთამე ბოროტად; ნუ იყოფინ! არამედ სახიერებანი ღმრთისანი ყიველთათჳს ზიარად არიან, და, რაჲ მისგან ჯერ-არს, იგი ყოველსავე მოსწრაფებასა აჩუენებს, რაჲთამცა ყოველნი კეთილ იყვნეს, გარნა მოციქულმან ესე სიტყუაჲ თქუა გამოსაჩინებელად ჴელმწიფებისა ღმრთისა, რომელი აქუს ქმნად რაჲცა ენებოს. ხოლო, უეჭუელად ყოველივე რაჲცა ქმნას ღმერთმან, კეთილად და ჯეროვნად იქმს, დაღაცათუ ჩუენ მიზეზი ქმნილთაჲ მათ არა ვიცოდით. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა თიჴაჲ არას სიტყუა-უგებს მეკეცესა, ეგრეთვე ნუცა შენ სდრტჳნავ, რომელი ვერ სცნა, არამედ თქუ, ვითარმედ: ესრეთ სადმე უმჯობეს არს, რაჲთა ვერ ვცნა ესე. ხოლო მესმა ვისიმე, რომელი ესრეთცა თარგმნიდა ამას, ვითარმედ: ანუ არა ჴელ-ეწიფებისაშემოქმედსა მას ყოველთასა და აღმადგინებელსა მკუდართასა, რაჲთამცა რომელნიმე დიდებად და რომელნიმე სირცხჳლად აღადგინნა, ღირსებისაებრ თითოეულისა საქმეთაჲსა?
მოციქულისაჲ: უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი (9,22).
თარგმანი: არა თუ ღმრთისა თანა რისხვისა ვნებაჲ არს, — ნუ იყოფინ! — არამედ რაჟამს იქმოდის სიმართლით საქმეთა მათ, რომელთა ჩუენ, რაჟამს განვრისხნეთ, მაშინ ვიქმთ, მას უწესს წერილი "რისხვად" — სახელსა ჩუენდა საცნაურსა. ხოლო ესე უწყოდეთ, ვითარმედ მას სულგრძელებისა გამოჩინებაჲ ენება ფარაოს ზედა, ხოლო იხილა რაჲ ვითარმედ მიზეზად ბოროტისა იჴმარებდა იგი სულგრძელებასა ღმრთისასა, მერმე მიაწია მის ზედა რისხვაჲ.
მოციქულისაჲ: რომელ დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა (9,22).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ფრიად დაუთმო უკეთურებათა მისთა სულგრძელებით, რაჲთამცა მოიყვანა იგი სინანულად, ხოლო ვითარ არა მოიქცა იგი, არამედ უფროჲსად განფიცხნა, მერმე ტანჯა.
მოციქულისაჲ: ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად, და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ (9,22-23).
თარგმანი: არა თუ ღმერთი იქმს ჭურთა რისხვისათა, არამედ მან ყოველნი ჭურად მშჳდობისა და სიწმიდისა დაჰბადნა, ხოლო თითოეულისა ნებაჲ, ვითარცა ენებოს, შესცვალებს კაცთა, და რომელიმე ჰყოფს თავსა თჳსსა ჭურ ოქროჲსა, და სხუაჲ — ჭურ ვეცხლისა, სხუაჲ — ჭურ ძელისა და კეცისა, სხუაჲ — ჭურ რისხვისა. ჭურ რისხვისა უკუე იყო ფარაო, ესე იგი არს, ვითარმედ —კაცი, რომელი ღმრთისა რისხვასა აღატყინებდა თჳსითა უკეთურებითა, რამეთუ მიიღო სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ და არა მოდრკა, არამედ თჳსსავე ბოროტებასა ზედა ეგო. ამისთჳს არა ოდენ "ჭურად რისხვისა" უწოდა, არამედ "განმზადებულიცა წარსაწყმედელად", ესე იგი არს, სრული და ღირსი წარწყმედად; და განმზადებული არა ღმრთისა მიერ, არამედ თავით თჳსით და ნებსით.
მოციქულისაჲ: ჭურთა მათ ზედა წყალობისათა (9, 23).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, ვითარ იყო ფარაო და მსგავსნი მისნი, მოაწია მათ ზედა რისხვაჲ, რაჟამს სულგრძელებაჲ მისი უგულებელს-ყვეს. ეგრეთვე ჭურთა ამათ ზედა წყალობისათა ჩუენ მორწმუნეთა მოავლინა კაცთმოყუარებაჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: რომელნი-იგი წინაჲსწარ განმზადნა სადიდებელად, რომელთაცა-ესე მიწოდა ჩუენ, არა ხოლო თუ ჰურიათაგანთა, არამედ წარმართთაგანთაცა (9,23-24).
თარგმანი: წინაჲსწარ ამისთჳს განმზადნა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ღირს წყალობისა არიან კეთილთა მათთა ნებათათჳს. ხოლო ესე საქმე სადიდებელ არს მისდა.
მოციქულისაჲ: ვითარცა ოსეს ეტყჳს: უწოდი არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა, და არა საყუარელსა — საყუარელად. (9,25).
თარგმანი: რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ცუდად შეიწყალნა ღმერთმან წარმართნი მორწმუნენი, არამედ რამეთუ იცოდა, ვითარმედ ღირს არიან ცხორებისა; ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელსა მოიყვანებს მოწამედ, რომელი ღაღადებდა პირველ მრავალთა წელთა, რამეთუ ღმერთმან მაშინვე უწოდა წარმართთაგანთა მორწმუნეთა ერად საყუარელად და თჳსად, რომელნი პირველ არა მისნი და მოძულებულნი, რაჟამს არა იცოდეს ღმერთი. არამედ ღმერთმან იცოდა კეთილი ნებაჲ მათი, ვითარმედ მოიქცევიან. და პირველვე ჰრქუა ესე წინაჲსწარმეტყუელსა, ვითარმედ: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა — საყუარელად.
მოციქულისაჲ: და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ, ვითარმედ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ ეწოდოს მათ შვილ ღმრთისა ცხოველისა. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღაცათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა (9,26-27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-იგი შეკრბენ რაჲ წარმართთა შესაკრებელნი და თაყუანის-სცემდენ კერპთა, უვარ-ვჰყოფ მათ, ვითარმედ არა ერნი ჩემნი ხართ თქუენ. ეგრეთვე რაჟამს შეკრბებოდინ და მე მიგალობდენ და თაყუანის-მცემდენ, მაშინ ეწოდოს მათ შვილ ღმრთისა ცხოველისა.
მოციქულისაჲ: ნეშტი ოდენ ცხოვნდეს (9,27).
თარგმანი: არა ყოველნი ცხოვნდენო, არამედ მცირედნი, რომელთაცა ჰრწმენეს ქრისტე, რამეთუ ამას მოასწავებს "ნეშტი".
მოციქულისაჲ: რამეთუ სიტყუაჲ აღსასრულებელი და შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა. და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან ყოვლისა მპყრობელმან (9,28-29).
თარგმანი: ესრეთ ვჰგონებ თუ — ესე ძალი აქუს ამას სიტყუასა, ვითარმედ: აღსრულებასა მას და შემოკლებასა ჟამთასა სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ მოსცეს უფალმან ქუეყანასა ზედა შემოკლებული. ხოლო შემოკლებული სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ ესე არს, რომელ ვიტყჳთ მორწმუნენი, ვითარმედ: "მრწამს მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ". ჰხედავა სიმოკლესა ამას? და აღსასრულებელიცა არს, რამეთუ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა და მარადის ესე სარწმუნოებაჲ იყოს და არღარა არს შეცვალებაჲ ამის სარწმუნოებისაჲ, ვითარ-იგი ჰურიათაჲ შეიცვალა, არამედ უკუნისამდე ესე იყოს.
მოციქულისაჲ: დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით (9,29).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტესთჳს გულისჴმა-ყო წმიდამან ბასილი.