მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუვი, თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისა.ღთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ (9,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდთა საქმეთათჳს იწყებს სიტყუად, და კნინღა დაუჯერებელსა საზომსა იტყჳს თჳსისა ძმათმოყუარებისასა, ამისთჳსცა დაწყებასავე სარწმუნო ჰყოფს მას სახელითა ქრისტესითა უცილობელისა მის ჭეშმარიტებისაჲთა, და თანამოწამებითა სჳნიდისისაჲთა, რომლისა განმკითხველ არს სული წმიდაჲ, ვითარმედ მოუკლებელ იყო მის შორის ურვაჲ და ლმობაჲ ცხორებისათჳს ძმათა თჳსთა ისრაიტელთასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი (9,3-4).

თარგმანი: არა თქუა, ვითარმედ: "მენება", არამედ "ვილოცევდ"; ესე იგი არს, მის თავადისა ქრისტესგან ვითხოვდ შეწყალებასა ჰურიათასა, ესოდენითა მოწლებითა, რომელ არცაღა თავსა თჳსსა ვჰრიდებდ შეჩუენებულ, ესე იგი არს, განვრდომილ ყოფად ქრისტესგან. ესე საზომი პავლეს გონებისაჲ ფრიად უმაღლეს არს პირველსა მას საზომსა ქრისტეს მიმართ მტკიცისა სიყუარულისასა; ვითარ რომელი-იგი ყოველთა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთა, ვერ შეუძლეს რწმუნებად მისსა, ამას აწ თჳთ ირწმუნებს ძმათა თჳსთა, და უფროჲსღა მისვე ქრისტეს სიყუარულისათჳს, რაჲთა არა იგმობებოდის მრავალთა მიერ სახელი მისი. და ესე თუ იქმნას, დაღათუ თჳთ შეიჩუენებოდის (რამეთუ ესე არს ძალი "შეჩუენებულ ყოფისაჲ" — უცხო ყოფაჲ და განვრდომაჲ ყოვლითურთ), , ხოლო ვინაჲთგან დიდნი საქმენი თავისა თჳსისათჳს — პირველად სიყუარული ღმრთისაჲ და აწ სიყუარული მოყუსისაჲ, — აწ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, და სახელითა ძმობისა და ჴორციელად ნათესავობისაჲთა დაჰფარავს მადლსა მას, მონიჭებულსა მისდა. რამეთუ ჭეშმარიტად მადლი იყო, რომელ-იგი ესოდენ დიდ იყო მის შორის სიყუარული ღმრთისაჲ, რომელ არცაღა თავსა თჳსსა ჰრიდებდა განვრდომად მისგან, უკუეთუმცა ოდენ რაჲთ უძლო უმრავლესთა სარგებელითა, უმეტეს განთქუმად ყოველთა შორის ქადაგებაჲ სახელისა მისისაჲ. გარნა იგი ყოვლად სიმდაბლითა გონებისაჲთა არა ღმრთის მოყუარებასა სულიერსა, არამედ ჴორციელსა თჳსებასა მიაჩემებს, ზეშთააღმატებულსა მას საზომსა სიყუარულისასა.

მოციქულისაჲ: რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულისდებანი და მსახურებანი და მითხრობანი, რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ (9,4-5).

თარგმანი: ვინაჲთგან ამათ სიტყუათა სხუანი ვინმე საგმობელად ღმრთისა იტყოდეს, ვითარმედ — "ვითარ ესოდენთა პატივთა ღირს-ქმნულნი ჰურიანი განსთხინა და ყოვლად უპატიოთა წარმართთა მოუწოდა?" — ამისთჳს აწ მოციქული დასაჴსნელად გმობისა ამის, მსგავსად მოსესსა ილოცავს, და ნაცვალად ამისსა, ვითარმედ — "აღმჴოცე წიგნისაგან, რომელსა დაგიწერიე" (), —შეჩუენებულ-ყოფასა ითხოვს თჳსისასა; ვინაჲცა ორნივე ამით არა განჴუებულ, არამედ უფროჲს საკუთარ იქმნნეს ღმრთისა; მოსე — ამისთჳს, რამეთუ არა ეგოდენ ისრაიტელთა მოსრვისათჳს, რაოდენ წარმართთა მიერ გმობისათჳს [ღ̃ა] ჰრიდებდა, რომელნი-იგი უძლურებასა დასწამებდეს ღმერთსა, ვითარცა ვერ-შემძლებელსა ცხოვნებად მათდა, რომელნი-იგი ეგჳბტით გამოიყვანნა; ხოლო პავლე — ამისთჳს, რაჲთა არავინ გმოს ღმერთი განვრდომისათჳს ჰურიათაჲსა. ამისთჳს მათითავე სიტყჳთა დაუყოფს პირსა მგმობართასა, ვითარმედ: პირველითგან არაოდეს უგულებელს-ყვნა ღმერთმან ჰურიანი, არამედ მებრვე ამისთჳს მისცა შვილებაჲ და დიდებაჲ, ძედ და ერად თჳსსა წოდებითა, აღთქუმათა და შჯულისა მიცემითა, მსახურებათა შჯულიერთა და ძუელთა მოთხრობათა მიერ განკრძალებითა ამას ყოველსა ზედა თესლისაგან მათისა განკაცებითა და მამად თჳსსა წოდებითა. გარნა ვინაჲთგან ამის ყოვლისა დასასრულსა უმადლო და ჯუარის-მცუმელ იქმნნეს, ამისთჳს სამართლად განვარდეს. ვინაჲცა დაღაცათუ იგინი ჰგმობენ, არამედ მე, რომელი-ესე მეცნიერ ვარ ძალსა განგებულებათა მისთასა, ყოველთა წილ ეჴმობ მადლობით, ვითარმედ: იგი არს ყოველთა ზედა ღმერთ, სამადლობელ და კურთხეულ უკუნისამდე.

მოციქულისაჲ: ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაიტელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი". ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად (9,6-8).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰგონებენ ვიეთნიმე, ვითარმედ დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არამედ არა დავრდომილ არს. ვინ ჰგონებენ? — არამედ ზემონი იგი მგმობარნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ: ჰურიათა აღუთქუა ღმერთმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე თარგმნის მოციქული, ვითარმედ: აღთქუმით იქმნების შვილებაჲ იგი; არღარა აბრაჰამისი, არამედ ღმრთისაჲ; რამეთუ თჳთ ისაკიცა იგი, რომელ მან შვა, არა ძალითა ჴორციელითა, არცა ჰასაკისაგან ჟამიერისა, არამედ ჟამთა გარდასრულისაგან და მოუძლურებულისა იშვა; მხოლოდ მადლითა აღთქუმისაჲთა, რომელი-ესე სახე იყო, ვითარმედ სულიერი იგი აღთქუმისა შვილებაჲ არა ჴორცთა და სისხლთა, არამედ სარწმუნოებისაგან მადლით მიეცემის. ამისთჳს იდუმიელნი, რომელ არიან ესავისგანნი, არა ამისთჳს იწოდებიან შვილ ღმრთისა, რამეთუ არიან შვილისშვილ აბრაჰამისსა, ვინაჲთგან ჴორციელ არს შვილებაჲ მათი. არამედ ჩუენ ვართ შვილ აბრაჰამისსა, სულიერად ქონებითა მისვე სარწმუნოებისაჲთა, რომლითა-იგი განმართლდა, და შვილ ღმრთისა — ემბაზითა ნათლისღებისაჲთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტყუაჲ ესე ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე (9,9).

თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ "დაბადებისაგან" სახედ ჩუენდა შემოიღო მოციქულმან და თქუა, ვითარმედ: არა ჴორცთა-მიერისა ჟამისა და ბუნებითისა წესისაგან, არამედ აღთქუმითისა ამის სიტყჳსაგან იქმნა ჟამთა გარდასრულთა მიერი იგი შობაჲ ისაკისი, ესმა რაჲ მშობელთა მისთა — "ჟამსა ოდენ ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" — რამეთუ, რაჲ-იგი ჴორცთაგან უღონო იყო ქმნად ბერწობისა და სიბერისათჳს, ესე შეუძლო ქმნად მან, რომელმან აღუთქუა. ეგრეთვე ჩუენ სიტყჳთ ვიშვებით ემბაზისა მიერ, სამგზის შთაყოფითა მას შინა, სახელსა ზედა მამისა და მისა და სულისა წმიდისასა, რომელი-ესეცა აღთქუმით მოცემულ არს ჩუენდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, რომელნი-იგი პირველ მოასწავებ ნათლისღებასა, ვითარ-იგი ჴმობს: "განიბანენით, განიწმიდენით" ().

მოციქულისაჲ: და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა ისაკ მამისა ჩუენისა; რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, — რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს (9,10-11).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდ არს საქმე ესე ჰურიათა განყრისა და წარმართთა შემოყვანებისაჲ, ამისთჳს მრავალნი სახენი შემოჰქონან, და იტყჳს, ვითარმედ: "არა ხოლო ესე". რომელი "ესე"? — ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ისაკისსა მას კმა-იყოფს სახესა, ვითარ მისგან ხოლო ეწოდა აბრაჰამს ნათესავად, დაღათუ სხუანიცა ესხნეს შვილნი აგარისგან და ქეტტორაჲსგან. რამეთუ ამისთჳს ნუუკუე და თქუას ვინმე, ვითარმედ სხჳსა და სხჳსაგან იყვნეს. გარნა რაჲ სთქუა რებეკაჲსთჳს, რომლისა მისვე და ერთისა საშოჲსა და საწოლისა ძმანი მარჩბივნი არა ორნივე სათნო-იჩინნა ღმერთმან, პირველ შობისა და პირველ ქმნადმდე კეთილისა გინა ბოროტისა. რაჲსათჳს-მე? - არამედ წინაჲსწარმცნობელობისათჳს ღმრთისა, რომელმან-იგი პირველ შობადმდე უწყის თითოეულისაჲ. და ესე არს რჩევითი წინა-განმზადებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ვითარიცა ყოფად იყოს შობადი იგი, ეგევითარსავე ნიჭსა განუმზადებს, ძალითა წინაჲსწარმცნობელობისა თჳსისაჲთა.

მოციქულისაჲ: არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, — რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას; ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე (9,12-13).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა საქმეთაგან, არამედ ძალითა წინაჲსწარმცნობელობისაჲთა, ვითარიცა უწყოდა ყოფადი მათთჳს, ეგრეთვე წინააუწყა. ვის? — არამედ დედასა მათსა, და ჰრქუა: "უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა". და ესე "დაბადებასა" შინა წერილ არს. ხოლო მეორე ესე მალაქიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან არს: "იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე". რამეთუ კაცთა, ოდეს იქმნის, მაშინღა ცნიან, ხოლო ღმერთმან პირველ ქმნადმდე იცის, რაოდენი რაჲ იქმნებოდის. ამისთჳს, რომლისაჲ უწყოდა კეთილ ყოფაჲ, იგი შეიყუარა, ხოლო რომლისასა მეცნიერ იყო ბოროტად ჴუმევასა თჳთმფლობელისა ნებისასა, იგი მოიძულა.

მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? — ნუ იყოფინ; რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო (9,14-15).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუუკუე და სიცრუვე ვინ დასწამოს ღმერთსა უღრმესსა ამას შინა, რამეთუ პირველ შობისა იაკობი შეიყუარა კეთილ ყოფისათჳს, და ესავი მოიძულა ბოროტ ყოფისათჳს, რაჟამს უხუცესი მონა ყო უმრწემესისა. რაჲ სთქუა უცხადესსა ამას შინა, ვითარ უდაბნოსა ზედა ყოველთა ზოგად ქმნეს ჴბოჲ და უზორეს კერპსა; არამედ ჯერეთ არცა მათი ბრალისა სიმცროჲ გინა სიდიდე საცნაურ იქმნა მოსესდა. ამისთჳს ეტყჳს ღმერთი, ვითარცა წერილ არს წიგნსა გამოსლვათასა: "შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო", რამეთუ არა შენი არს საქმე ეგე, ჵ მოსე, რომელი-ეგე სისწორესა ოდენ ხედავ ბრალისასა, ვითარ ყოველთავე თაყუანის-სცეს კერპსა. ხოლო მე შინაგანი უწყი გონებაჲ თითოეულისაჲ, თუ რომელი იყო გონებით მეძიებელ და მომპოვნებელ ბოროტისა, ანუ რომელი თანა-წარტაცებითა სხუათაჲთა იქმნა ბოროტ. აწ უკუე მოციქული ამით სიტყჳთა პირსა დაუყოფს მათ, რომელნი გამოეძიებდენ განკითხვათა ღმრთისათა; ვითარმედ უკუეთუ მოსე, რომელსა ესმა ღმრთისაგან — "გიცი შენ უფროჲს ყოველთა" () —უმეცარ იყო სიღრმესა ღმრთისა საშჯელთასა, ვინ კაცთაგანმან იკადროს გამოკულევაჲ მათი.

მოციქულისაჲ: აწ უკუე, არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა (9,16).

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუად, ვითარმედ: არა მნებებელისაჲ, არცა მორბედისაჲ, არამედ მწყალობელისა ღმრთისაჲ. რამეთუ არა მნებებელისა ისაკისი იყო, ენება რაჲ კურთხევაჲ ესავისი, პირმშოჲსაჲ; არცა მორბედისა ესავისი რომელი-იგი ველს რბიოდა მოღებითა ნადირისაჲთა, არამედ ღმრთისა მიერ შეწყალებულისა იაკობისი იყო კურთხევაჲ იგი ისაკისი. ამას რაჲ იტყჳს მოციქული, არათუ მოღუაწებად და ძიებად კეთილისა გუაყენებს, არამედ ჯეროვნად ქმნად კეთილისა განგუაკრძალებს; რაჲთა არცა უდებებით მწოლარენი მოველოდით წყალობასა ღმრთისასა, არცა რაჟამს ჩუენ ვრბიოდით და გუენებოს, ნებებასა მას და სრბასა ჩუენსა მინდობითა შეწევნასა ღმრთისასა დავივიწყებდეთ; რამეთუ თჳნიერ მის მიერისა შეწევნისა ვერცა ერთსა რას კეთილთაგანსა მივემთხუევით, არამედ სწორებით გჳჴმს ნებებაჲ და მოღუაწებაჲ კეთილისაჲ, და მას თანა ძიებაჲ წყალობისა და შეწევნისა ღმრთისაჲ; რამეთუ თჳნიერ წყალობისა მისისა არარაჲ კეთილთაგანი სრულ-იქმნების.

მოციქულისაჲ: რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღვე-ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი, და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა. აწ უკუე, რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს (9,17-18).

თარგმანი: რომელი წიგნი? — არამედ გამოსლვათაჲ იტყჳს, ვითარმედ: მოსეს მიერ ჰრქუა ღმერთმან ფარაოს, რაჲ-იგი ზემო წერილ არს; არამედ რაჲ-იგი ჰრქუა, ვითარცა ყუედრებით ჰრქუა, რამეთუ მან თავადმან ამისვრცო ფარაოს ზედა სულგრძელებაჲ თჳსი, რაჲთა ყოველთა კიდეთა ისწავონ ძალი თავს-დებათა და სულგრძელებათა მისთაჲ, და სინანულად მოიყვანებდა მას. არამედ იგი თჳსითა სიბოროტითა განფიცხნებოდა, რამეთუ ღირსთა წყალობისათა შეიწყალებს.

ვინ არიან ღირსნი წყალობისანი? — არამედ იგი, რომელთა ინებონ მიმთხუევაჲ წყალობათა მისთაჲ ხოლო განაფიცხებს არცა ერთსა ვის, არამედ უკუეთუ ვინ ურწმუნო იყოს და ფიცხელ, და ნებსით არა დაემორჩილებოდის მას, იძულებით არავის მოიყვანებს მორჩილებად თჳსსა. ხოლო შენ "განფიცხებაჲ" ესე მიშუებად გულისჴმა-ყავ, რამეთუ მიშუებასა ღმრთისასა მარადის ესრეთ სახელ-სდებენ წერილნი; ვინაჲთგან, რაჟამს მან დაგჳტევნეს, მყის მზა ვართ წარსატაცებელად მტერისაგან.

დიდისა ბასილისი: განაფიცხა ღმერთმან ფარაო სულგრძელებითა და ტანჯვისა დროებითა, რაჲთა გარდარეულსა მას სიბოროტესა მისსა გარდარეული იგი სახიერებაჲ ღმრთისაჲ განაქიქებდეს. და დასასრულისა მის მის ზედა მოწევნულისა საშჯელისა მართლმსაჯულობასა ყოველთა განუცხადებდეს.

გრიგოლი ნოსელისაჲ: განფიცხებულ იქმნა ღმრთისა მიერ მძლავრი იგი მეგჳბტელთაჲ; არათუ ვითარმცა ნებითა საღმრთოჲთა ქმნილ იყო მის შორის ნებაჲ წინააღმდგომისა სულისაჲ, არამედ რამეთუ ნებსითისა მის ბოროტთა მიდრეკილებისაგან არა შეიწყნარებოდა მისგან სიტყუაჲ იგი საღმრთოჲ, მომალბობელი და ბოროტთაგან მომაქცეველი, არამედ მსგავს მზისა ექმნებოდა, რომელი-იგი ცვლსა მოალბობს, ხოლო თიჴასა განაფიცხებს.

ჳკუმენისი: ძალ ღმრთისა არს სულგრძელებაჲ, და ძალ დიდ და ყოვლად მაღალ, რომლისათჳს ვინ არა განკჳრდეს, ესმოდის რაჲ ფარაოჲს მიმართ, ვითარმედ: შეგინდვე შენ ყოფად, განცხადნეს, თუ რაოდენ სულგრძელ ვარ.

მოციქულისაჲ: ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსაღა აბრალებს, რამეთუ, ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგეს! აწ უკუე, კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა! (9,19-20).

თარგმანი: პირველად უკუე განაქიქნა გულისსიტყუანი, წინააღმდგომისა მიერ ჩუენ შორის დათესულნი, ვითარმედ: საეშმაკო არს ძალსა განკითხვათა ღმრთისათასა გამოკულევაჲ, თუ რაისათჳს იქმნების თითოეული მათი. ამისსა შემდგომად ჯეროვნად სიტყუას-უგებს კაცსა და ეტყჳს: "შენ ვინ ხარ?" — ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ზიარებაჲ გაქუს შენ ყოველთა მპყრობელსა შემოქმედსა და განმგებელსა თანა ერთმთავრობასა წმიდისა სამებისასა! რამეთუ, რომელი რაჲ განგეცხადოს, მისთჳს გიღირს მადლობისა შეწირვაჲ, და რაოდენი რაჲ არს დაფარულ, მისი — არცა ერთისა გამოკულევაჲ, არამედ ამისი მტკიცედ რწმუნებაჲ, ვითარმედ არარაჲ იქმნების მისგან თჳნიერ ჯეროვნისა და უმჯობესისა განგებისა, დაღაცათუ შენ უმეცარ ხარ ძალსა თითოეულისა მათისასა.

მოციქულისაჲ: ჰრქუას-ნუ-მე-ა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე? ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ, რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? (9,20-21).

თარგმანი: არა თჳთმფლობელობასა კაცთასა აღმოჰფხურის სიტყუათა ამათ მიერ, არამედ ამას გუასწავებს, ვითარმედ ყოველსავე ზედა ჯერ-არს რწმუნებაჲ სიმართლისა განგებულებათა მისთაჲსა; რამეთუ რომელი ყოვლისავე მიწთომასა ჰგონებდეს და ყოველსავე კადნიერებით ჴელ-ჰყოფდეს გამოკულევად, მისი გურწამს, ვითარმედ არარაჲთ ჰმატს თიჴასა. რამეთუ თჳთმფლობელობისა და ქონებაჲ, რაჲთა ნებასა შინა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა საქმეთა კეთილთასა იყოს და ღონიერ აღრჩევად კეთილისა და განგდებად ბოროტისა, ხოლო გამოუკულეველ გამოკულევისა და მიუწთომელთა მიწთომისათჳს არარად სხუად შეერაცხოს თავი თჳსი, თჳნიერ მიწად, თიჴად და ნაცრად; და არა გამოიკულევდეს, თუ ამას რასმე რად იქმს ღმერთი, ანუ მას რასმე — რად. ხოლო ვინაჲთგან სახედ შემოღებული საქმე არა ყოვლითურთ, არამედ ზოგითა რაჲთმე ნაწილითა საჴმარ არს, ეგრეთვე აწ სახე ესე თიჴისაჲ არა ამისთჳს შემოიღო მოციქულმან, რაჲთამცა დააკლო კაცთა თჳთმფლობელობაჲ და სიტყჳერებაჲ; არცა კუალად ამას იტყჳს, ვითარმედ ღმერთი დაჰბადებს რომელთამე კეთილად და რომელთამე ბოროტად; რომელი-ესე ნუ იყოფინ; რამეთუ მას ყოველნივე კაცნი კეთილად დაუბადებიან ნებითა თჳთმფლობელითა, ხოლო თჳთმფლობელი იგი ნებაჲ და, უფროჲსღა კაცი, მქონებელი ნებისაჲ მის, კეთილად გინა ბოროტად იჴუმევს ნებასა მას. ამისთჳს სახე ესე თიჴისაჲ კაცთათჳს ესრეთ ოდენ შემოიღებვის, რაჲთა, ვითარ-იგი თიჴაჲ მეკეცესა, ეგრეთვე ესენი, არა სიტყუას-უგებდენ ღმერთსა გამოკულევითა განგებულებათა მისთაჲთა; ხოლო ღმრთისათჳს ესრეთ ოდენ, ვითარმედ ყოველივე ჴელ-ეწიფების, და ყოველსავე უმჯობესად იქმს, დაღაცათუ ჩუენ არა უწყით ძალი თითოეულისაჲ. და თჳთ იგიცა კეთილად და უმჯობესისა ჩუენისათჳს განუგიეს, რაჲთა არა ყოვლისავე ზედა-მიწევნით მეცნიერ ვიყვნეთ, რომლისა მიერ შეგუემთხუევის ზუაობაჲ და საშჯელსა ეშმაკისასა შთავრდომაჲ.

მეთოდისი: ჴელ-ეწიფების ღმერთსა აღდგინებაჲ მკუდართაჲ მისვე თიჴისაგან, დაძინებულთაჲ, რომელთაჲმე — დიდებად საუკუნოდ, და რომელთაჲმე — სირცხჳლად საუკუნოდ, მსგავსად თითოეულისა აქა შეტკბობილისა მოქალაქობისა.

მოციქულისაჲ: უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელ დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყევლელად; და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაჲსწარ განჰმზადნა სადიდებელად, რომელთაცა-ესე მიწოდა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა (9,22-24).

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ სიტყუად ხოლო უკუეთუ უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ და უწყებად ძლიერებაჲ; ესე იგი არს, ჭურ რისხვის იყო ფარაო, ვითარცა კაცი აღმაგზებელი რისხვასა ღმრთისასა სიფიცხისა მიერ თჳსისა; რაჟამს მოუქცეველად უკურნებელ იყო მიმყოვრებულსა მას ზედა ღმრთისა სულგრძელებასა. ამისთჳსცა არა ხოლო ჭურ რისხვისა, არამედ განმზადებულცა წარსაწყმედელად უწოდს მას, რამეთუ თავით თჳსით იქმნებოდა ბოროტ. არამედ ღმერთი ეგრეთცა სულგრძელებით თავს-იდებდა ვითარცა მნებებელი სინანულად მოყვანებისა მისისაჲ. ხოლო იგი რაჲ მოუქცეველ იყო, მაშინღა იჴუმია შემუსრვაჲ მისი განსაკრძალებელად სხუათა, რაჲთა ტანჯვითა მისითა სხუანი უგონიერეს იქმნნენ. რომელსა პირველ დროებდა, რაჲთა აჩუენოს ძალი სულგრძელებისაჲ, ხოლო ამისსა შემდგომად ქმნა, რაჲთა აჩუენოს ძალი მართლმსაჯულობით მტანჯველობისაჲ, რამეთუ მის თანა რისხვაჲ არა თუ ვნებაჲ რაჲმე არს, აღგზებული დუღილითა გულისაჲთა, არამედ ძალსა მართლმსაჯულობით მტანჯველობისა მისისასა რისხვა სახელ-ედების ჩუეულებითა კაცობრივისა სიტყჳსაჲთა. აწ უკუე, ვითარ-იგი შემდგომად მრავლისა თავს-დებისა მოუქცეველად დაშთომილთა —ჭურ რისხვის, ეგრეთვე მოქცეულთა და შენანებულთა ჭურ წყალობის უწოდს, რომელთა შეწყალებაჲ არა ხოლო კაცთმოყუარება, არამედ სიმდიდრეცა არს დიდებისა მისისა. ხოლო შენ წინა-განმზადებაჲ რაჲ გესმეს, ნუ ყოველსავე ღმერთსა ზედა დასდებ — ცხორებასა და არა-ცხორებასა ჩუენსა, რამეთუ უკუეთუმცა მისგან იყო, ყოველნიმცა ცხონდებოდეს, ვინაჲთგან მას ყოველთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ. არამედ წინა-განმზადებად წინაჲსწარმცნობელობაჲ მისი გულისჴმა-ყავ. რამეთუ ყოველთაჲვე წინაჲსწარ უწყის, ვითარნი ყოფად არიან. ხოლო არცა ერთსა ვის აიძულებს, არამედ, რაჟამს ჩუენ წინა-უყოთ ნებაჲ ჩუენი, ვითარმედ გჳნებს კეთილი, მაშინ იგი თავადი შეგუეწევის; და დაღაცათუ უმეტესი ნაწილი ცხოვნებისა ჩუენისაჲ მისგან არს, არამედ ჩუენცა მცირედისა რაჲსმე შემოღებაჲ გჳჴმს, რომელ არს წადიერებით მივლტოლვაჲ მისსა. ამისთჳსცა არა ყოველნი ჰურიანი, არცა ყოველნი წარმართნი ცხონდებიან, არამედ მათგანნიცა და მათგანნიცა, რომელთა შეიყუარონ ღმერთი და მცნებანი მისნი, იგინი ცხონდებიან, ხოლო რომელნი მიედევნნენ ეშმაკსა და საქმეთა მისთა, იგინი წარწყმდებიან. ამისთჳს იგი თავადი ამას წინა-განჰმზადებს, რაჲთა, რომელთაჲ უწყოდის, ვითარმედ არა უჴმარ ჰყოფენ მოუქცეველობითა, მათ ზედა გარდაჰმატებდეს სულგრძელებათა თჳსთა.

მოციქულისაჲ: ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა-ერსა ჩემსა ერად ჩემდა, და არა-საყუარელსა ჩემსა — საყუარელად. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა-ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა (9,25-26).

თარგმანი: ვინაჲთგან არა ცუდ, არცა ლიტონ იყო ღმრთისა მიერ ცხოვნებაჲ წარმართთაჲ, არამედ, იყვნეს ცხორებისა, ამისდა მოწამედ შემოჰყავს მოციქულსა წინაჲსწარმეტყუელი ესოდენთა წელთა წინამომასწავებელი ყოფადისაჲ ამის, თა ღმერთმან ერად შეყუარებუხელ-სდვა. რამეთუ ერ უწოდს წარმართთა, ხოლო ეკლესიასა მათსა, რომელ არს შესაკრებელი, შეყუარებულად სახელ-სდებს, რომელი-იგი პირველ არა შეყუარებულ იყო უმეცრებისათჳს ღმრთისა; რამეთუ თჳთ ნამდჳლვე ესე იგი წარმართნი არიან, მაშინ სადმე უვარისმყოფელნი, ხოლო აწ აღმსაარებელნი ღმრთისანი, რომელთა ქრისტიანე ეწოდების.

მოციქულისაჲ: ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს, რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა (9,27-28).

თარგმანი: არა რიდობით და ფარულად, არამედ ღაღადებით იტყჳს ისრაჱლისათჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ არა ყოველნი, არამედ რჩევითნი და იგინი ხოლო ცხონდებიან, რომელთა ჭეშმარიტებით ჰრწმენეს ღმრთეებაჲ ქრისტესი, რომლისა სახიერებაჲ არა განვრცომილთა რათმე სიტყუათა შინა განჰფენს, არამედ მცირეთა სიტყუათა შინა შეამოკლებს სრულებასა ქადაგებისასა; ვითარ-იგი თჳთ ესევე მოციქული იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულსა შინა შენსა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, — სცხონდე". იხილე შემოკლებული გზაჲ ცხორებისაჲ, თხრობილი მცირეთა სიტყუათა მიერ.

ჳკუმენისი: აღმასრულებელად სიტყუად სიტყუასა ამას უწოდს ქრისტეს ქადაგებისასა, რომელსა ზედა დაესრულებიან ყოველნი სიტყუანი და ქადაგებანი, და არღარა არს სხუაჲ მცვალებელი ამისი და დამადუმებელი, ვითარ-იგი ესე ექმნა ძუელსა მას შჯულსა, არამედ ამით ნათელღებულნი უცვალებელად ჰგიან სარწმუნოებასა ზედა ამისსა, უცვალებელთა საუკუნეთა; ხოლო სიტყუა შემოკლებულ, მასწავლელ სიმართლისა არს მუჴლედობაჲ იგი სიტყუათა სახარებისათაჲ. რამეთუ არა მიმოგანთესულ არს წიგნებსა შინა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ მოკლედ ისწავების უფლისა მიერ: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი" (მათ. 22:37,39), და "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ" ().

მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია, —არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით (9,29).

თარგმანი: უფალი საბაოთ "უფლად მჴედრობათა" გამოითარგმანების. და იგი თავადი არს, რომელი არცა ერთსა ნათესავსა შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა ჰრწმენეს მისი, არამედ მცირედღა თუ იყოს ნეშტი რომლისაცა ნათესავისა, მისსა მიმართ მორწმუნეთაჲსა, ჰყოფს მათ თესლ ნაყოფიერ, გამომღებელ ოცდაათეულისა, სამოცეულისა და ასეულისა.

ჳკუმენისი: შესაძლებელ არს, რაჲთა ქრისტესთჳსცა გულისჴმა-იყოფებოდის სიტყუაჲ ესე, ვითარცა იტყჳს წმიდათა შორის დიდი კჳრილე, რამეთუ იგი არს უფლისა მიერ მონიჭებული ჩუენდა ნაყოფი, "რამეთუ ყრმაჲ იშვა ძე და მოგუეცა ჩუენ" (). და არათუმცა იგი თავადი განჴორციელებულ იყო სათნო-ყოფითა მამისაჲთა, რომელმან მოავლინა იგი, არარაჲთმცა უმოლხინეს იყო სოდომისა და გომორისა სოფელი ესე, რომელი მან თავადმან მოიყიდა სისხლითა თჳსითა.