თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ არა ერთ-კერძოჲ არს ღმერთი, არამედ ყოველთა მორწმუნეთა მისთა აცხოვნებს, რამეთუ ურწმუნოთა, წინააღმდგომად თჳსისა ბუნებისა, ექმნების ფიცხელ და შებრკოლებისა კლდე, ხოლო მორწმუნეთა ბუნებისაებრ თჳსისა ეჩუენების — სახიერ და ტკბილ.
Romans 9:33
თარგმანი: ლოდად შებრკოლებისა და კლდედ საცთურებისა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უწოდს წინაჲსწარმეტყუელი ესაია; რამეთუ მისდა მიმართ შებრკოლებულთა და ურწმუნო ქმნულთაგან დასდვა სახელი ესე; ვინაჲცა საცნაურ არს, ვითარმედ შებრძოლებაჲ არა-კრძალვისაგან იქმნების, რაჟამს გზასა მავალსა არა გზად მიმართ, არამედ სხუად სადმე წარტყუენულ აქუნდეს გონებაჲ. ეგრეთ შეემთხჳა ჰურიათა, რამეთუ გზასა შჯულისასა ვიდოდეს და გონებითა ნამეტნავთა მათ წესთა ურგებთა მიმართ წარტყუენულ იყვნეს საჭმელთათჳს და სასუმელთა, და გზისა მის მიერ შჯულისა წინადადებულსა მას მათდა კლდესა ცხორებისასა უგრნობელად ეკუეთნეს და შეუბრკუმა უმეცრებით, შესცთეს და შეიმუსრნეს; და რომელი-ესე ჩუენ კლდე ცხორების გუექმნა სარწმუნოებითა, მათთჳს ლოდ შებრკოლებისა და კლდე საცთურებისა იქმნა ურწმუნოებითა გონებათა მათთაჲთა. ამისთჳს მათთჳს ყოფადნი იგი საქმენი სახელად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელმან.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის