...მოდგმის სასწავლებლად.
5. ქმნილებიდან შემოქმედის შემეცნება
ამრიგად, როდესაც თვალებს აღაპყრობ და იხილავ ცის სილამაზეს, სიდიადესა და სარგებლიანობას, აქედან შემოქმედისკენ აღიმართე, როგორც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სიდიდითა და შუენიერებითა დაბადებულთაჲთა შესატყჳსად მოქმედი იგი მათი საცნაურ იქმნების" (), და თავად ამ სტიქიონთა შექმნიდან შეიმეცნე, როგორია შენი უფლის ძალა. მართლაც, სიბრძნისმოყვარე სულის მქონე ადამიანი, თუ ისურვებს თითოეული ხილული საგნის გამოკვლევას – რას ვამბობ, თითოეული ხილული საგნისას? – თუ ისურვებს მხოლოდ საკუთარი აგებულების ყურადღებით განხილვას, ამ მცირედანაც დაინახავს ღვთის გამოუთქმელ და მიუწვდომელ ძალას. ხოლო თუ ხილული საგნები საკმარისად აჩვენებენ შემოქმედის ძლიერების სიდიადეს, მაშინ, როდესაც უხილავ ძალებსაც მოიხმობ და აზრს ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ზენა ძალთა, საყდართა, უფლებათა, მთავრობათა, ხელმწიფებათა, ქერუბიმთა და სერაფიმთა მხედრობებს მიაპყრობ, – რა გონება, რა სიტყვა შეძლებს მისი გამოუთქმელი სიდიადის გამოხატვას? თუ ნეტარი წინასწარმეტყველი დავითი, ხილულის მოწყობას რომ განიხილა, წამოიძახოდოდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (