თარგმანი: უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა ვცოდეთ, — მტყუვრად გამოაჩინებენ მეტყუელსა მას პირითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ; და კუალად, ჟამსა ვნებისასა თქუა: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს, უკუეთუ — კეთილსა, რაჲსათჳს მცემ? ესრეთ უკუე მკლველთაგან მისთა, რომელმან იკადროს, ვითარმედ: არა ვცოდე, — უცხო იქმნების სიტყუათაგან მისთა, რომელნი-იგი სულ არიან და ცხორება.
1 იოვანე 1:10
9. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა.10. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.
1 იოვანე თავი 1