თარგმანი: ყოველთავე სარგებელ ეყოფვის აღსაარებაჲ ბრალთაჲ, რომელი-იგი დასაბამი არს სინანულისაჲ, ხოლო უფროჲსღა ჰურიათა უჴმს, რაჲთა აღიარონ ბრალი ქრისტეს მკლველობისაჲ, ვითარმედ: ვცოდეთ. და ესრეთ მან თავადმან განათავისუფლნეს იგინი სიცრუისაგან მათისა და სისხლისა მის, რომელი დაიდვეს თავთა მათთა და შვილთასა ზედა.
1 იოვანე 1:9
8. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა.9. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა.10. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.
1 იოვანე თავი 1