მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:11

10. ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა.11. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.12. მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა.
1 იოვანე თავი 2
11. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი (2,8-11).:

თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაცნა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ. ხოლო აწ ახლად მცნებად იტყჳს, რამეთუ ძუელი იგი წინა-მოსწავებაჲ საქმით სრულ იქმნა. ხოლო რაჟამს ნათელი ჭეშმარიტი სოფლად მოვიდა, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, და აოტა მიერ ბნელი არმური ეშმაკისაჲ, ამისთჳს, რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი არა არს ნათელსა შინა ჭეშმარიტისა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რამეთუ მოიძაგა კაცი, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. ესევითარი იგი ქრისტეს მოძულეცა იქმნების, რომელი-იგი ძმა ჩუენდა იქმნა, რაჲთა მიუთხრას სახელი მამისაჲ კაცთა, ძმად მისსა წოდებულთა ჴორცთშესხმისათჳს. ხოლო ქრისტეს მოძულე და ძმათ მოძულე ზოგად უცხო არს ყოვლისაგან საქმისა კეთილისა, და ყოველი ნათლისაგან განვრდომილი, ცხად არს, ვითარმედ ყოვლისაგან საღმრთოჲსა საქმისა დაკლებულ არს. ამისთჳსცა ბნელთა და უგზოთა შინა ვალს სიბრმითა გონებისა თჳსისაჲთა, რამეთუ ბნელმან ცოდვისამან დაუბრმნა თუალნი გონებისა მისისანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის