თარგმანი: ასწავა რაჲ მოგებისათჳს კეთილთა საქმეთაჲსა და სიძულილისათჳს წარმავალისა ამის სოფლისა, აწ ჟამისაცა უკუანაჲსკნელობითა შეაძრწუნებს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, ვითარმცა მოაჴსენებდა, ვითარმედ, დაღაცათუ ჟამ რავდენმე ჰყოვნის ზოგადი აღსასრული ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ მოგუეახლების დღითი-დღე აღსასრული კაცად-კაცადსა. და უკუეთუ ვიტყოდით, ვითარმედ ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ ანტისაჲ, არამედ აჰა აწცა გამოჩინებულ არიან წვალებანი, მოყუასნი და მსგავსნი მისნი. ამისთჳს განიფრთხვეთ შიშითა აღსასრულისა მახლობელობისაჲთა.
1 იოვანე 2:18
17. და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.18. ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს.19. ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.
1 იოვანე თავი 2