თარგმანი: ამას იტყჳს მოწაფეთა მათთჳს, რომელნი ბოროტად გარდაქცეულ იქმნნეს მოწყობისაგან მოციქულთაჲსა მგმობარ და მწვალებელ ყოფად, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ, ოდეს-იგი ჩუენ თანა იყვნეს, არავე ჩუენგანნი იყვნეს, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი ყოფილ იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა. გარნა ცხად არს, ვითარმედ არა ყოველნი ქრისტეს მოწაფედ სახელდებულნი, ჭეშმარიტთა მოწაფეთა მისთაგანნი არიან, არამედ იგინი ოდენ, რომელნი საქმეთა მისთა მსგავსებითა პატიოსან ჰყოფდენ სახელსა მოწფობისა თჳსისასა.
18. ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს.19. ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.20. და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.
1 იოვანე თავი 2