მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:20

19. ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.20. და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.21. და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.
1 იოვანე თავი 2
20. და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თქუენცა ცხებულებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე. არა მივწერე თქუენდა, ვითარმედ: არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ, ვითარმედ იცით იგი; და რამეთუ ყოველი ტყუილი ჭეშმარიტებისაგან არა არს (2,20-21).:

თარგმანი: ყოველთა ნათელღებულთა ცხებულებაჲ აქუს სულისა მიერ წმიდისა და ყოველთა წმიდამყოფელისა, რომლისა მიერ ვიქნებით მკჳდრ ღმრთისა და თანა-მკჳდრ ქრისტესსა, და უეჭუელითა შემეცნებითა ჭეშმარიტებისაჲთა უცხოდ განვჰკუეთთ ყოველსა ტყუილსა და სიცრუესა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის