თარგმანი: ესე წვალებაჲ არს სიმონიანთაჲ, რომელნი სხუად იტყოდეს იესუს და სხუად ქრისტეს, რამეთუ იესუდ იტყოდეს მარიამისგან შობილსა, ხოლო ქრისტედ — სახითა ტრედისაჲთა იორდანეს გარდამოსრულსა. ამისთჳს შეიჩუენებიან და სახელითა ტყუილისა მამისა ეშმაკისაჲთა განიქიქნებიან, ვითარცა საქმით და სიტყჳთ მობაძავნი მისნი.
21. და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.22. ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაჲ და ძე.23. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.
1 იოვანე თავი 2