მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:25

24. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.25. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.26. ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს.
1 იოვანე თავი 2
25. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ (2,24-25).:

თარგმანი: ამას დაუდებს საზღვრად შჯულთა კეთილად მორწმუნეობისათა, ვითარმედ: უკუეთუ უცვალებელად იპყრან მოძღურებაჲ მართლმადიდებლობისაჲ, განუყოფელ იყვნენ იგინი მახლობელობისაგან მამისა და ძისა, რომელი-ესე არს თავი აღთქუმათაჲ, რომელი-იგი ქრისტემან თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. და ჭეშმარიტად მახლობელობაჲ ღმრთისაჲ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის